“აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი?”- პოლონეთის პრეზიდენტი

84
spot_img

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ მან გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი? პასუხი ალბათ უარყოფითია. მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.