“ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია” – ჯო ბაიდენი

117
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო, შენელებული მოქმედების ბომბია.

„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ სურს ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.