Home Blog Page 1750

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია, გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ გახდა აუცილებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც აზარაშვილმა განაცხადა, დღეს არსებული პირობებით, სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, დღეისთვის კლინიკა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„2022 წლიდან აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მათ შორის, გახსოვთ, რომ 2024 წლის ბოლომდე კლინიკებს ვალდებულება აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით შემოვიტანეთ სტანდარტები და აქტიურად ვახორციელებთ ამ სტანდარტებზე მონიტორინგს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი, კიდევ სხვა ბევრ რეფორმასთან ერთად, მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი, ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც ჩასატარებელია, კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება. ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც მრავალპროფილური კლინიკისთვის აუცილებელია.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელი, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, აზარაშვილის განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს.

„ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის ტენდერი აუცილებლად უნდა იყოს სრულიად საერთაშორისო, რადგან საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის, შექმნის პროცესში. სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი, აღჭურვა, აშენება რემონტის ჩათვლით, იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი. თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი სახსრებიდან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში. ჯერ ასეთი საჭიროება არ იკვეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს უპრეცედენტო და ღირსეული პირობები შესთავაზეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთება, რომელიც ძალიან მკაფიო და უპრეცედენტოა. მათ დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. სხვადასხვა შეთავაზებაა, რომელიც მოიაზრებს სურვილის შემთხვევაში, ერთიანად თორმეტი თვის კომპენსაციის გადახდას ან დასაქმებას სულ მცირე, იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და ოთხთვიანი კომპენსაციის გადახდას. თანამშრომელს თუ სურს, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო სამი თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. შეთავაზებული პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა. ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. რამდენიმე თვის წინ თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ, წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც გვიდგანან გვერდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში, ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

“ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი” – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

უწყების ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება – ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული. შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

„ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ხანძარი, რომელმაც სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.

„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმში სამხატვრო გალერეაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე” – ირაკლი ღარიბაშვილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე. საფუძვლიანად შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა ხუთი სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიდუბის რაიონში გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 12000-მდე აბონენტს შეუწყდება

დიდუბის რაიონში გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 12000-მდე აბონენტს შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 23 იანვრის 13.00 საათიდან 24 იანვრის 12:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება სპირიდონ კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს ,,კედიას 10”-ს, შპს ,,GD GROUP”-ს და ,,ალისფერ აფრებს” საცხოვრებელი კორპუსების, სპ. კედიას ქ. 8-ში მდებარე შპს ,,კლასიკ დეველოპმენტს”, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის, სოხუმის ქ. 4-6ა, 7, 7ა, 8, დავით ბაქრაძის ქ. 4, 6ა, ვანის ქ. 4 (დ. ბაქრაძის ქ. 6ა), ვანის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,სამშენებლო კომპანია თბილისი ვექტორის”, ვანის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ვიზს”, ვანის ქ. 7, არჩილ კერესელიძის ქ. 1, 2, 3, 5, ფოთის ქ. 12/14, ვ. ბაგრატიონის ქ. 53, დიდუბის II შეს. 3 (დიდუბის II შეს. 20), 14 (წერეთლის გამზ. 66), 19ბ (წერეთლის გამზ. 70), 20, წერეთლის 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, წერეთლის გამზ. 27-ში მდებარე შპს ,,სვეტს”, აკ. წერეთლის გამზ. 8, 10, 12, 12ა, 41, 57, 58, 59, 61, 63, 64, 66, 65-1, 63-1, 63-2, 67, 69, 71, 70, 72, 73, 74, 76, 77, 77ა, 77ბ, 87, 87ა, 89, 91, 93, 95, 97, 99, 99ა, 101, 103, 105, 111, 113, 115, 115ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, არჩილ ქურდიანის ქ. 2, 4, 5, 6, 7, 10, 11, 16, 18, 12/14, გიორგი ცაბაძის ქ. 3ა, 3ბ, 3გ, 5, 7, 9, 11, დავით აღმაშენებლის გამზ. 168, 171, 172,2 174, 176, 177, 179, 179ა, 181, 183, 185, 187, 189, 191, 195, დავით ყიფიანის (ყოფ. დიდუბის) ქ. 4, 4-1, 4-2, 4-3, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. 176, 182, 186, 190, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. 62, თევდორე მღვდლის ქ. 38, 40, 42, 44, ზუგდიდის ქ. 12, სოხუმის ქ. 7, 7ა, 8, ევდოშვილის ქ. 14, ასევე საგურამოს (ახლ. სლავა მეტრეველის), შოთა იამანიძის, სოხუმის, ბათუმის, ბორჯომის (ახლ. მურმან ლებანიძის), გორის ქუჩებსა და მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, ასევე სამტრედიის ქ. 5, 7, 9, სტანისლავსკის ქ. 8, 12, 12ა, 12ბ, აკაკი წერეთლის გამზ. ასევე იროდიონ ევდოშვილის ქ. 2-ში შპს ,,კარკასს”, 2/10-1, 2/10-2, 2/10-3, 2/10-4, 2/10-5, 2/10-6, 2/10-7, 2/10-8, 3, 12, 18, 14, 18, 20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გორისა და ძმ. ფიფიების (ყოფ. ვორონინის) ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება წერეთლის გამზ. 67-ში – სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”, წერეთლის გამზ. 77-ში – ბაგა–ბაღი # 207-ს, შპს 10233“ორიონს”, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს ,,კოლხას”, ბაქრაძის ქ. 6-ში – შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი “კავკასიონს”, ვ. ბაგრატიონის ქ. 58-ში – # 100 საჯარო სკოლას, კედიას ქუჩაზე სს ,,სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას”, შპს ,,იმედი 999”, შპს “ვეგა”, შპს “საუნჯეს” – სკოლა, შპს “თეგეტა მოტორს”, კედიას ქ. 7-ში მდებარე ქ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებელს, კედიას ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ჯ-ი”-ს (ყოფილი ,,წითელი ჯვარი”), შპს “შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მქონე რეაბილიტაციის ცენტრს”, თევდორე მღვდლის ქ. 53-ში – კომპანია ,,ლუქსი 2004”-ს, გორის ქ. 1-ში – შპს ,,დესთინეიშენ ჯორჯიას”, თევდორე მღვდლის ქ. 24-ში მდებარე შპს ,,მერაბ შუბითიძეს” მცირე კომერციულ ობიექტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 24 იანვრის 12.00 საათიდან და დასრულდება 22.00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გამო, მთავრობა თანამშრომლებს კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ. აზარაშვილის განცხადებით, საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

მისივე თქმით, „სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება“.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ასევე, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიგვეღო კანდიდატის სტატუსი -ზარქუა

ბრიუსელში დღეს იმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის კანდიდატი ქვეყნები და სადაც ურბანული პოლიტიკის შესახებ არის დისკუსია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიეღო კანდიდატის სტატუსი, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ამგვარ კონფერენციებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

„ჩვენ ღირსებით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ ევროპოლიტიკაში, მათ შორის ურბანული მიმართულებით. დღეს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენს მოსაზრებებს, რომ სჭირდება კიდევ უფრო მეტი დახმარება და დაცვა ისტორიულ მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების, კონფერენციების საშუალებას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი და ამიტომაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიგვეღო ეს სტატუსი და ამის გვირგვინია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ ამ თემებზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მძევლების ნათესავები მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“.

„გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ – სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.

მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.

“რუს დიპლომატებს დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ არ უსაუბრიათ” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუს დიპლომატებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების შესახებ კონტაქტები არ ყოფილა და კრემლმა არ იცის, როგორ აპირებს ის კონფლიქტის მოგვარებას.

„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. ამ საკითხზე არანაირი კონტაქტები არ ყოფილა”, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იცის თუ არა კრემლმა, როგორ აპირებს დონალდ ტრამპი მშვიდობის მიღწევას და ყოფილა თუ არა მასსა და რუს დიპლომატებს შორის კონტაქტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისა და ისრაელის სიტუაციას ძალიან სწრაფად მოაგვარებს.

სინამდვილეში, არსებობს ორი ოპოზიცია – “ნაცები” და “გირჩი”- იაგო ხვიჩია

სინამდვილეში, არსებობს ორი ოპოზიცია – „ნაცები“ და „გირჩი“, დანარჩენი ყველა „ნაცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია.

„ოპოზიცია ჯერ ურთიერთქიშპობის ეტაპზეა და ნარჩევ „ნაცებს“ გუნდიდან უშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ ახალნაცობა შემოიკრიბონ, რაც არჩევნებისთვის სათანადო ფორმად ვერ ჩაითვლება. სინამდვილეში, ვარკვევთ, მართლა ვინ არის ოპოზიციონერი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, როცა პარტიიდან ძველ ღვაწლმოსილ ნაცებს უშვებენ და ახალს არ იმატებენ, ეს არ ჩანს როგორც ოპოზიციური ბრძოლა. გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ოპოზიციურ პარტიად, თუ მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს ოპოზიციური პარტიის.

სინამდვილეში, სულ ორი ოპოზიცია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. დანარჩენი ყველა „ნაცია“. ჩემი თუ არ გჯერათ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომელ პარტიაშია ნიკა გვარამია, ნიკა მელია. „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. რით განსხვავდებიან? სწორედ ამიტომ „ჩალიჩობდნენ“ ერთმანეთის მოადგილეობას. „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე. თვისობრივად, ერთნაირი პარტიები არიან. საქართველოში სულ სამი პარტია არის – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. სხვა დანარჩენი სატელიტია. ფაქტი უნდა მივიღოთ, თვალი უნდა გავახილოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს, მათთვის ხმის მიცემით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა , მასზე შეტევა კიდევ უფრო გააქტიურდა” – ზარქუა

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, უფრო გააქტიურდა შეტევა ბატონ ბიძინაზე, მასთან დაკავშირებულ ფონდებზე, საქველმოქმედო ღონისძიებებზე და ესეც მორიგი გამოსხივებაა ამ ხელმოცარულების და რადიკალების, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჰგონიათ, რომ ეს ხელმოცარულები როგორც ოპოზიციაში ისე არასამთავროო ორგანიზაციებში, რამე სისულელეს იტყვიან და ამას ხალხი დაიჯერებს. მე მათ გასაგონად მინდა ვთქვა და ხალხმა ისედაც იცის, რომ ფონდი „ქართუ “ეს არის ქველმოქმედების, კარგი საქმეების კეთების ფონდი და ეს არის ბატონი ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურება. ეს არის განათლების კერა, სკოლების მშენებლობასთან, თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან და გადარჩენასთან ასოცირდება ეს ფონდი. კიდევ კარგი, რომ არსებობს ასეთი ფონდი, რომელიც წლებია ემსახურება ქართული საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა“, – განაცხადა ზარქუამ.

ფონდმა „ქართუმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ“.

რუსებმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა და მისი შვილი დაშავდა, ­- ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქი დაბომბეს, ვადგენთ გამოყენებული იარაღის ტიპს. 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი 31 წლის ქალიშვილი დაშავდა“, – აღნიშნა ფილაშკინმა.

მისი თქმით, დონეცკის რეგიონის ის ქალაქებიც კი, რომლებიც ფრონტიდან შედარებით შორს არიან, სახიფათოა და მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში MiG-31K ტიპის გამანადგურებლის აფრენის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის სავასლეიკას აეროდრომიდან MiG-31K-ს აფრენა დაფიქსირდა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის სიგნალს“, – აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.