ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიგვეღო კანდიდატის სტატუსი -ზარქუა

15
spot_img

ბრიუსელში დღეს იმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის კანდიდატი ქვეყნები და სადაც ურბანული პოლიტიკის შესახებ არის დისკუსია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიეღო კანდიდატის სტატუსი, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ამგვარ კონფერენციებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

„ჩვენ ღირსებით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ ევროპოლიტიკაში, მათ შორის ურბანული მიმართულებით. დღეს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ჩვენს მოსაზრებებს, რომ სჭირდება კიდევ უფრო მეტი დახმარება და დაცვა ისტორიულ მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების, კონფერენციების საშუალებას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი და ამიტომაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღირსებით, სამართლიანად და დამსახურებულად მიგვეღო ეს სტატუსი და ამის გვირგვინია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ ამ თემებზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.