Home Blog Page 1749

“პეკინის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება”

პრემიერი– პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება

პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება,–ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა შორის კავშირების და მეგობრობის ისტორია ხანგრძლივია.

„ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი სასიხარულო ჟესტი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტისა და პეკინის უნივერსიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რადგან ჩვენთვის დიდი შოთა რუსთაველი ის პოეტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ის გვასწავლის სიკეთეს, ღირებულებებს, საყოველთაო ღირებულებებს – სიბრძნეს, მეგობრობას, ერთგულებას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება”,– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

“თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს საქართველოში გახსნიან, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში”

თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ  გადასახადების გადახდა არ მოუწევთ  ექსპორტის მიმართულებით,–ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პეკინში გამართულ ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთში ბევრი რამის ექსპორტი შეუძლია და ახალი ერა, რომელიც  ორმხრივ ურთიერთობებში დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.

„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ  ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც  ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.
დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი.  მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ  კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ.. ამასთანავე, საგადასახადო  წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ  მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ  გადასახადების გადახდა არ მოუწევთ  ექსპორტის მიმართულებით.. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით   ჩინურ კომპანიებს”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები”

ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც  ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები,–ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.

„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად.  უნდა ვიყოთ  კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება”,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

“2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დავაფუძნე”

პრემიერი–2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” დავაფუძნე, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც პრეზიდენტ სი ძინპინის სარტყლისა და გზის ინიციატივას შეუერთდა, 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” დავაფუძნე,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამიტომ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს. თქვენ ახსენეთ გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. მინდა ასევე გითხრათ რომ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც „სარტყლისა და გზის” ინიციატივას შეუერთდა. ეს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივა იყო.. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, დავაფუძნე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ყველა ეს ინიციატივა შესანიშნავია! არაჩვეულებრივი იდეებია, კრეატიული იდეებია და უკავშირდება მხოლოდ მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს ინსპირაციას აქედან და მიემხრობა ამ ინიციატივებს”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

“საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.

„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ.. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამზარეულოში გაზის ანთებას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.

„დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ:

საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან;

კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;

მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.

მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით”, – ნათქვამია დასკვნაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შეტყობინებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. ვრცლად დასკვნა იხილეთ ბმულზე: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3451

“შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა”

შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო – ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი გმირის საოცარი ამბავი და მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება. შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“, – წერს კახა კალაძე.

“ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება” – ლუკაშენკო

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთის ხარჯზე – ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო, 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.

„პოლონელებთანაც უნდა ვისაუბროთ. მე დავავალე პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს მათ. თუ მათი სურვილია, მოდით ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან გვერგო“, – განაცხადა მან.

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში, რეკორდული რაოდენობის, 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა – PMC

„2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – ამის შესახებ მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.

„2022 წელს, მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 100 000-ზე მეტ ადამიანს მიაღწია. ასევე, 2022 წელს იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების ნახევარს გაუტოლდა და 54.4 ათასი ადამიანი შეადგინა.

2022 წელს, მიუხედავად ქართველების მნიშვნელოვანი გადინებისა, წმინდა მიგრაცია პოზიტიური იყო და რეკორდულ მაჩვენებელს, 54.5 ათასი ადამიანს მიაღწია. აღნიშნული წმინდა მიგრაციის დადებითი რიცხვი ძირითადად გამოწვეული იყო იმიგრაციით რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მაკრო მიმოხილვაში.

თიბისისთან პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს  

#ერთადგავიმარჯვებთ

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და თიბისი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. 

ქართული რაგბისა და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება.

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, თიბისი, საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს.

„თიბისისა და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. თიბისის კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი. 

R

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.

“გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, – განაცხადა ქარსელაძემ.