ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთის ხარჯზე – ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო, 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.
„პოლონელებთანაც უნდა ვისაუბროთ. მე დავავალე პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს მათ. თუ მათი სურვილია, მოდით ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან გვერგო“, – განაცხადა მან.