Home Blog Page 1748

თინა ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ჩინეთთან არსებული უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება -დავით მათიკაშვილი

“თინა ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ჩინეთთან არსებული უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება და ფიასკოთი დასრულდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელის ანტიჩინური კი არა, არამედ ანტიქართული პროპაგანდა ფინანსდება ტაივანიდან – თვითგამოცხადებული ე.წ. ქვეყნიდან, რომელსაც არავინ აღიარებს.

„ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს და სტრატეგიულ განვითარებას ეხება. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს ეკონომიკური აქტივობისთვის და რა მართლაც რადიკალურად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ჩინეთს შორის ძალიან მაღალ ზღურბლზე არსებულ ურთიერთობას. ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან ამ პოზიტიური და წარმატებული სვლის შეფერხებისთვის შეგნებულად გარკვეული ნაბიჯები იდგმება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თინა ხიდაშელი ცოდნის კუთხით იმდენად სიბნელეში არის, რომ ვერ ხვდებოდეს, რას ნიშნავს ტაივანის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ ან ზოგადად ტაივანის ფინანსირებით საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა. ეს მცდელობა წარუმატებელი და ძალიან უსუსურია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური წინსვლის და სხვა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი წარმოიქმნება, აუცილებლად ჩნდებიან გვერდიდან პირები, რომლებიც ცდილობენ, ამას ხელი შეუშალონ. თინა ხიდაშელის ანტიჩინური კი არა, არამედ ანტიქართული პროპაგანდა ფინანსდება ტაივანიდან – თვითგამოცხადებული ე.წ. ქვეყნიდან, რომელსაც არავინ აღიარებს. ჩინეთს აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები და ძალიან გასაგები მოცემულობა, მით უმეტეს ჩვენთვის, როდესაც ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს. ისინი აცხადებენ, თითქოს, გამჭვირვალეა ყველაფერი და ტაივანიდან რომ ფინანსდება, ეს ჩვენ დავინახეთ – მაგრამ რამდენით და როგორ ფინანსდება, ეს არსად ჩანს. ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ეს უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება და ფიასკოთი დასრულდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ჩინური ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე სიმართლეს ყველაზე უკეთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს,  სადაც, მისივე თქმით, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ, როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე საუბრობენ.

რას სთავაზობს სახელმწიფო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია.

„მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთი უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გამოუყოფს

თავისუფალ სამყაროში ვინც თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, ინარჩუნებს ერთნაირ დისტანციას უკრაინასა და რუსეთთან მიმართებაში, იმსახურებს ყველაზე ბნელ ადგილს პოლიტიკურ ჯოჯოხეთში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ მთელი უკრაინა თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

„ეს არ არის სლოგანი. ცარიელი სიტყვები არ არის, რომ აქ წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი და უკრაინა საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოებაში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინას თავდაცვის ახალ პაკეტს გადასცემს.

ძალიან მნიშვნელოვანია მძევლების სწრაფად დაბრუნება-ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დაბრუნებაა, – ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში ორი საკითხის განსახილველად იმყოფება. ეს საკითხებია მძევლების დაბრუნება და მხარდაჭერა ისრაელისადმი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ანადგურებს. მედიასთან საუბრისას მინისტრს ხელში ეჭირა „ჰამასის“ მძევლების ფოტოები, მათ შორის, ერთი წლის ბავშვის.

„ეს სასწრაფოა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწრაფად გაკეთება და მათი დაბრუნება“, – თქვა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ უპასუხა ორი სახელმწიფო პრინციპის საფუძველზე კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობის შესახებ მედიის შეკითხვას.

დღეს ევროკავშირის მინისტერიალზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ არაბული და მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები.

ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა – გია ცაგარეიშვილი

“იმისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა:”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ამოწმებს.

„ბედოვლათმა ოპოზიციამ, რომელსაც პარტიული ტელევიზიებიც აუბამენ ხოლმე მხარს, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა. ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ეს ინფორმაცია ყველამ კარგად იცოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. რატომღაც შემოინახეს და დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი დროსა და სივრცეში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვინმე ჯერემი როზნერი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სატელიტური პოლიტიკური ორგანიზაციების მრჩეველი, ის აძლევს რჩევას, რომ ეს ინფორმაცია შეენახათ და შესაბამისად, იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა როგორმე გადაეფარათ, დღეს ყოფილიყო ამ ე.წ. სკანდალზე საუბარი, მაგრამ აქ ადამიანებს ერთი მარტივი რამ გამორჩათ – თქვენ არ გეგონოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ამოწმებს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ეს ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შემოგდებულია შესაბამისი მედია საშუალებებით, ბრიყვული რომაა აქედანაც კარგად ჩანს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ამოწმებენ ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე ელისაშვილს, ფრიდონ ინჯიას, ცეზარ ჩოჩელს, კახა ოქრიაშვილს, დავით ზილფიმიანს, კობა ნაყოფიას, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები.

„თქვენ ამბობთ და ამტკიცებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სენსაცია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს მათ შორის პარლამენტის წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვამბობ და ვამტკიცებ საპირისპიროს – ეს არ არის სენსაცია, მომავალ წელსაც გადამოწმდება ასევე შერჩევით 300 და შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, იმის შემდეგაც და ეს ძალიან კარგია. ამისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა“ , – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

 

“პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს” -ზელენსკი

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დონალდ ტუსკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები შედგა.

„ასევე, მე და პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა იარაღის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობები განვიხილეთ. მადლობა პოლონეთს უკრაინის მხადაჭერისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

„მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რათა ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში”

ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, ვის ანდოს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოისმინა, თუ რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.

ცისკარიშვილის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს.

„გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია, ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, მანდატებთან დაკავშირებული ფორა აღარ აქვთ, აღარც ის სამკვირიანი ფორა აღარ აქვთ – 2018 წელს რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეეცადა იმისათვის, რომ მეორე ტურში წარმატებისათვის, ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია.

ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა. ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა. თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა, მოდი, ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას, რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი, რომელიც იზოლირებულია, ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, რომ საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული – მიშა სააკაშვილი გამოუშვას, სულ რაღაც ცხრა თვეშია არჩევნები და ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, ვის ანდობს ამ სახელმწიფო მომავალს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

“ყველაფერი, რაც არის ქართული, ქვეყნისთვის სასარგებლო და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, ოპოზიციისთვის არის წამგებიანი”

ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ყველა დიდ ქვეყანას, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობები წარმოშობს პოლიტიკური სტაბილურობის უდიდეს შესაძლებლობას საქართველოსთვის.

„მთელი მსოფლიოსთვის ჩინეთთან ურთიერთობის ძალიან დიდი პერსპექტივაა. მთელი მსოფლიო ცდილობს, როგორმე მოძებნონ ალტერნატიული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომ დააკავშირონ ორი კონტინენტი – ევროპა და აზია ერთმანეთს. ამ კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური ხაზი სწორედ საქართველოზე გადის და ამ შესაძლებლობასაც ისინი ნეგატივში წარმოაჩენენ. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ყველა დიდ ქვეყანას. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. თქვენ ნახეთ ორი ლიდერის, სი ძინპინის და ბაიდენის შეხვედრა. ისინი ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.

კანადა, ბრიტანეთი, ევროპის უდიდესი ნაწილი ჩინეთთან საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებშია. ეს ურთიერთობები შემდგომ წარმოშობს პოლიტიკური სტაბილურობის უდიდეს შესაძლებლობას, მით უმეტეს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება ამის ხელიდან გაშვება. ოპოზიციისთვის, ყველაფერი ის რაც არის ქართული, ქვეყნისთვის სასარგებლო და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, ეს მათთვის არის წამგებიანი და ამას ყველაფერს ისინი არქმევენ რუსულს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

“პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს , – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პრეზიდენტთან პოლონეთის როლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.

„პოლონეთი „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, რომლის მიზანი უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიული სახელმწიფოების მობილიზებაა“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შექმნას.

„ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში ერთად ვიქნებით. ჩვენ უკრაინას ერთად აღვადგენთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.

“ამერიკა ტრამპ-ბაიდენის მატჩის გამეორებას ურწმუნოდ და უარყოფითად უყურებს”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ამერიკა ტრამპ-ბაიდენის მატჩის გამეორებას ურწმუნოდ და უარყოფითად უყურებს“ (ავტორები – რიდეპშტეინი და კენ ბენსინჯერი).

„ამერიკელებს არ სურთ 2020 წლის არჩევნების სცენარის განმეორება, რომლის დროსაც, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენის მწვავე მეტოქეობის გამო, ელექტორატიც ორად იყო გაყოფილი და ერთმანეთს ემუქრებოდნენ.

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები დემოკრატ ჯო ბაიდენს ძალიან სუსტად თვლიან – როგორც პოლიტიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით და ამბობენ, რომ დემოკრატიული პარტია ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ მას პარტიულ პრაიმერიზზე ოფიციალურად დაასახელებენ კანდიდატად.

დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და 91 ბრალდება აქვს წაყენებული.

ამერიკული საზოგადოება რომ ძალიან ცუდად არის განწყობილი, ამაზე სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიც მოწმობენ. ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის – დემოკრატიულისა და რესპუბლიკურის – მომხრეები მოჩვენებით და ილუზიურ იმედებს ეჭიდებიან და ხშირად წარმოუდგენელ თეორიებს ავრცელებენ:

პირველებს, დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა.

„ამომრჩევლები, რომლებიც ფიქრობენ – „ღმერთო ჩემო, ოღონდ 2020 წელი არ განმეორდეს“ – მიხვდებიან, რომ ჩვენ წინ კიდევ ერთი სერია გველოდება – იგივე პერსონაჟებით, მსგავსი სიუჟეტური ხაზით. ამას უნდა მივეჩვიოთ“, – ამბობს ჩარლზ ფრანკლინი, რომელიც მარკეტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ინიციატორი იყო.

ზოგიერთი რესპუბლიკელის პროგნოზის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დროს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩიკაგოში უნდა ჩატარდეს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს ვერ მიიღებს.

ისინი იხსენებენ, როცა 2020 წელს დემოკრატიული პარტიის წამყვანი წევრები სწრაფად გაერთიანდნენ ჯო ბაიდენის ირგვლივ და ისე გააკეთეს, რომ მისი მოწინააღმდეგე – ვერმონტელი სენატორი ბარნი სანდერსი კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა. ესე იგი, არ არის გამორიცხული, ახლაც მსგავსი რამ მოხდეს, ოღონდ პირიქით – დემოკრატები თავიანთ მოწყვლად თანაპარტიელ ჯო ბაიდენს ზურგს უჩვენებენ.

დემოკრატები კი, რომლებიც შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შანსების გამო, „მაშველ რგოლს“ აშშ-ის სამართლებრივი სისტემის წიაღში ეძებენ და იმედი აქვთ, რომ პროკურორები მის პოლიტიკურ მაქინაციებს შეაჩერებენ – ან ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის, ან უზენაესი სასამართლოს მეშვეობით. დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო მხარს დაუჭერს აშშ-ის ორი შტატის უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მიხედვით, დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

წყარო: