Home Blog Page 1742

“საქართველომ პირობები მრავალი წლის წინ შეასრულა და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია” – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსზეა დამოკიდებული.

„საქართველო ნატო-სთან მიმართებით პირნათელია და ყველა პირობა შესრულებულია, რაც ნატო-ს სტანდარტებთან არის დაკავშირებული. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პრაქტიკულად თავსებადია ნატო-სთან და ევროკავშირთან, თუმცა ასევე დაფიქსირდა ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინაში ომი როცა მიმდინარეობს, ნატო-ს ხელმძღვანელობას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს. ბუნებრივია, საქართველოს მიმართაც არის ფრთხილი პოლიტიკა, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ და მათ სიცოცხლე აქვთ გაღებული. რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკამდე, ჩვენ თვალწინ ეს კარი დაიხურა. როგორც ჩანს, ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული, რაც დამოკიდებულია მხოლოდ მათზე. საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია” – ბექა ლილუაშვილი

ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია – განიხილებოდეს რეგიონალური კონტექსტი, უკრაინის უსაფრთხოების ჩარჩო, ნატო-სთან მისი დაახლოება და საქართველო ამ დისკუსიის ნაწილი არ იყოს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არავის სხვას! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწადინებით საქართველოს წვლილი – მის მიერ გადახდილი ფასი და გამოვლილი მძიმე დღეები, ფაქტობრივად გამქრალია.

„საერთოდ საკითხავია, არის თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლება უნარიანი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნები უზრუნველყოს. იმართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინის კონტექსტი იქნება, მაგრამ ამ სამიტზე უმაღლესი თანამდებობის პირები – ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს – წარმოდგენილი არ იყოს, ეს კონკრეტული სიგნალია. სამიტის შედეგებზე პროგნოზების გაკეთება ძნელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეებს ეს არ მოჰბეზრდებათ” – დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში “ნიუსვიკის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება:

“7 ივლისს “ნიუსვიკმა” გამოაქვეყნა სტატია ამ სათაურით: “Exclusive: The CIA’s Blind Spot about the Ukraine War” (“ექსკლუზივი: სი-აი-ეის ბრმა ზონები უკრაინის ომში”). ეს აშკარად სი-აი -ეის (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) შეკვეთილი სტატია ნათელს ფენს ამ “პოსტ-ომის” ნამდვილ არსს. სტატიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არსებობს “საიდუმლო შეთანხმება”, რომელსაც ორივე მხარე ზედმიწევნით იცავს; ამის გამოც უკრაინის ომი არ გასცდება კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებს. ეს “საიდუმლო შეთანხმება” შემდეგ იმპერატივებს ემყარება: 1. აშშ და ნატო ამ სამხედრო კონფლიქტში უშუალოდ არ ჩაერთვებიან; 2. რუსეთი არ გასცდება ე.წ. სპეციალური ოპერაციის ფარგლებს, რაც ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ სამხედრო კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიის იქით არ გავა, არამედ იმასაც, რომ რუსეთი არ გამოიყენებს მაგ. “უდაბნოს ქარიშხლის” მსგავს ისეთ სამხედრო ტაქტიკას, რაც უკრაინას ერაყივით გაანადგურებს და სახელმწიფოებრიობას აღგვის პირისაგან მიწისა, არამედ უკრაინა იქნება ერთგვარი სამხედრო პოლიგონი, სადაც კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებში, ნატო (ძირითადად აშშ) და რუსეთი ერთმანეთს ძალებში გამოცდიან. ამ “საიდუმლო შეთანხმების” დაცვა ამერიკული მხარის მიერ სწორედ სი-აი-ეის ევალება, რასაც იგი წარმატებით ართმევს თავს, მიუხედავად სირთულეებისა – უწინარესად კი უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი რისკების – სამხედრო კონფლიქტი გავიდეს “კონტროლირებადი ესკალაციის” ჩარჩო ებიდან (რაც ბუნებრივია, ვინაიდან უკრაინას არ სურს პოლიგონობა) დაზღვევას ახერხებს. თავის მხრივ, აღნიშნულია სტატიაში, არც რუსები გადიან ამ “საიდუმლო შეთანხმების” იმპერატიული პირობებიდან და ზუსტად იცავენო “წითელ ხაზებს”.

ამრიგად, რასაც მე ვამბობდი “დიფუზიური ომის” თაობაზე და ამისათვის მაქილიკებდნენ, ამ სტატიით მორიგჯერ დადასტურდა: ეს გახლავთ ომი არა რომელიმე მხარის გასამარჯვებლად, არამედ ომი ომისათვის, გლობალური დიდი არეულობისათვის, დიფუზიისათვის, რაც კონტროლირებადი ესკალაციის პირობებში მიმართულია იქითკენ, რათა მოხდეს ერი-სახელმწიფოების შიდა და ასევე, საერთაშორისო წესრიგის (უფრო სწორედ იმისაც, რაც ამ წესრიგიდან დარჩა), რაც ომამდე მეტ-ნაკლებად მაინც არსებობდა, არა მხოლოდ სრული დისკრედიტაცია, არამედ – სავარაუდოდ ლიკვიდაციაც კი.

ეს პოსტ-ომი უკვე წელიწადი და ხუთი თვეა მიმდინარეობს. საკმარისზე მეტი დროა დასკვნების გამოსატანად, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ფაქტობრივად ხელისგულზე დევს. აი, რა შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ:

1. რუსეთს არა აქვს რაიმე გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა, მით უმეტეს ისეთი გამანადგურებელი, რაც თანამედროვე ომებში სუპერ-სახელმწიფოს შეიძლება და უნდა ჰქონოდა. მაგალითად, იგივე აშშ-ს თუნდაც ერაყის ორივე ომში, სადაც სულ რამდენიმე დღეს იყო საჭირო ამ სახელმწიფოს პირწმინდად დასანგრევად. რუსეთის საომარი შესაძლებლობები შეზღუდულია არა მხოლოდ მისი საომარი რესურსების ნაკლები სიმძლავრით, არამედ ამ ომის ხასიათითაც: იგივე “საიდუმლო შეთანხმება” რუსეთს აიძულებს იმოქმედოს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, თავი შეიკავოს უკრაინის ისეთივე განადგურებისგან, რაც იგივე ერაყში მოხდა, ე.ი. უფრო მეტად “დაინდოს” უკრაინა (ამას სხვა მიზეზებიც აქვს – უწინარესად ამ ხალხების სისხლით მონათესაობა), ვიდრე, მაგ. აშშ-მ დაინდო ერაყი ანდა საერთოდ, დაინდობს ვინმეს უშუალო ომში; ცხადია, რასაც რუსეთი აკეთებს, მას დანდობა ნაკლებად ჰქვია, მაგრამ აშკარაა – გაცილებით უარესი შეიძლება მომხდარიყო: რუსეთს, ბოლოსა და ბოლოს, მართლაც შეუძლია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება.

2. მეორეს მხრივ, თუკი ნატო უშუალოდ არ ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში, რაც არ უნდა კონვენციური ანდა კონვენციურობის ზღვარზე (მაგ. კასეტური ბომბები, ანდა ურანის შემცველი ჭურვები) იარაღი და ფული მიაწოდონ უკრაინას, მას დროის იმ დასაშვებ მონაკვეთში, რაც მეტ-ნაკლები შიდა სტაბილობისათვის და ომისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსების შესანარჩუნებლად არის აუცილებელი, უკრაინა ვერ შეძლებს ყირიმის ან თუნდაც ოკუპირებული დონბასის სრულად გათავისუფლებას. ამდენად, იმ კლასიკური მნიშვნელობით, რასაც ომში გამარჯვება ჰქვია, მხარეები ძალიან შორს არიან; ისევე შორს და შეიძლება უფრო შორსაც, ვიდრე ომის დასაწყისში.

3. აშკარაა, რომ ომი მიმდინარეობს მხარეთა გამოფიტვის სტრატეგიით; ამასთან, აშშ-ს და დასავლეთს საკმარისი აქვს იარაღიცა და ფულიც, რათა ეს ომი “ნელ ცეცხლზე” ე.ი. მართვადი ესკალაციის ჩარჩოებში, კიდევ დიდხანს, როგორც თავადვე ამბობენ – რამდენიც საჭიროა, თუნდაც უკანასკნელ უკრაინელამდე, გააგრძელოს. მიუხედავად გულუბრყვილო მოლოდინებისა, რომ სანქციებითა და გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიებით დიდხანს ვერ გაძლებდა, რუსეთზეც იმავეს თქმა შეიძლება.

4. რჩება შთაბეჭდილება, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეებს ეს არ მოჰბეზრდებათ. ხოლო ის, თუ როდის მოჰბეზრდებათ, მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული; დაახლოებით ისევე, როგორც არ იყო მათ ნებაზე დამოკიდებული კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებისა თუ დასრულების გამოცხადება. ეს დამოკიდებულია იმ მხარეზე, ვინც სინამდვილეში არის კიდეც ამ ომის ორგანიზატორი – გლობალური კორპოროკრატია; სწორედ იგი უკვეთს მუსიკას და არა რუსეთისა ანდა აშშ-ს მთავრობები, რომლებიც სხვაგვარად, თუ არა როგორც ესაა კორპორაკრატიის მიერ განსაზღვრული, ან ვერ ან არ მოქმედებენ. კორპორაკრატია დიახ, მუსიკას უკვვეთავს, მაგრამ არ იხდის – ფულსა და სისხლს მხარეები იხდიან. ფულს – ძირითადად ომში არაპირდაპირ თუ პირდაპირ მონაწილე ერი-სახელმწიფოები, ხოლო სისხლს – უწინარესად უკრაინა. მიზანი გასაგებია: ერი-სახელმწიფოებისა და საერთაშორისო წესრიგის საბოლოო დანგრევა, რათა გზა გაიწმინდოს პოსტ-ეპოქალური კორპოროკრატიული წესრიგისთვის. თუ რა არის ეს წესრიგი, პრაქტიკულად მიგვანიშნეს უკრაინის ორი მაიდანითა და მანამდეც, ჩვენი ვარდების რევოლუციით, რაც სწორედ ეგაა – ერი-სახელმწიფოს დანგრევა და კორპორაციის მოყვანა მართვაში. როგორც ზელენსკის, ასევე სააკაშვილის მთავრობები ტიპოლოგიურად იგივეობრივია: ისინი კორპოროკრატიის, ანუ რასაც დღეს “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ, ადგილობრივ კლიენტელას წარმოადგენენ.

5. მიუხედავად ბევრი საუბრებისა და ქადილისა, სათანადო წინააღმდეგობას ამ “გლობალური ომის პარტიას” ჯერჯერობით, ვერავინ უწევს. მაგრამ მთავარი ბრძოლა, ჩემი აზრით 2024 წელს აშშ-ში უნდა შედგეს. კორპორაოკრატია აშშ-ს საკუთარ მეტროპოლიად განიხილავს და ყველაფერი, რაც ხდება პერიფერიებში, მათ შორის უკრაინის ფრონტზეც და აქაც, საქართველოშიც, ამ დიდ მიზანს ემსახურება: თუ აშშ-ში საბოლოოდ დამარცხდა ერი-სახელმწიფო და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელებმა “დიპ სტეიტთნ” ჰიბრიდული სამოქალაქო ომი წააგეს, გლობალური ომის პარტიის მიზანი მიღწეული იქნება.

აი მაშინ კი მოგვიწევს ამის თქმა: “ომი დასრულდა! მშვიდობის გეშინოდეს ხალხო!”

დასრულდება ეს დიფუზიაც. დაიწყება ახალი წესრიგი, რაც როგორც ეს ფუკუიამამ იწინასწარმეტყველა, მართლაც “ისტორიის დასასრულს” მოასწავებს. ხოლო იუვალ ნოა ჰარარი ამ დასასრულს “ჰომო დეუსისი” აღზევებას უწოდებს და მხედველობაში აქვს ღმერთის არა მარტო მეორედ მოკვდინება, არამედ მისი საფლავიდანაც ამოთხრა!
ღმერთო, შენ გვიშველე!”- წერს დავით ზარდიაშვილი.

“რექტორი ზურაბ ხონელიძე ხიდია როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ასევე – დიპლომატიასა და საგანმანათლებლო სივრცეს შორის”- აშოტ სმბატიანი

2023 წლის 6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს ესტუმრა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება აშოტ სმბატიანი.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს (თამაზ ხუბუა, ზურაბ მებონია) შეხვდა.

რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის თქმით, საქართველო-სომხეთის ისტორიული ურთიერთობები ათასწლეულების სიღრმიდან იწყება და დღესაც სანიმუშოდ გრძელდება. ამჯერადაც ეს კავშირები მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილური განვითარებისა და მშვიდობისათვის. კავკასიური სახლის საფუძველი სამი კავკასიური სახელმწიფოა. ისინი ერთმანეთთან მჭიდრო ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკური ურთიერთობებით არიან შეკავშირებულნი, რომლის ფუნქციონირებაში დროებითი ხარვეზის შეტანა შესაძლებელია, მაგრამ წარმოუდგენელია მისი საბოლოოდ მოშლა. სწორედ ამით არის კავკასია ძლიერი.

„ჩვენი ძვირფასი სტუმარი, როგორც კი შეუდგა საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას, პირველი, ვისაც შეხვდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს პირადად, პერსონალურად ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა იყო. უფრო მეტი, ეს იყო ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. ამით ბატონმა აშოტმა გაიაზრა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობა, მისი განსაკუთრებულობა და მისი გამორჩეული მისია საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმართვის საქმეში“, – აცნობა რექტორმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ა. სმბატიანი მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და გულთბილი მიღებისთვის მათ მადლობა გადაუხადა:

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ ხონელიძეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვევისთვის. თქვენი რექტორი დიდი დიპლომატია, რომელმაც დიპლომატიიდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადმოინაცვლა და ქვეყნის საქმეს უნივერსიტეტიდან „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ გზით აკეთებს. ბატონი ზურაბ ხონელიძე უნიკალური ადამიანია. ის არის ხიდი როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ისე დიპლომატიასა და საგანმანათლებლო საქმიანობას შორის. როცა ჩვენ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის ფორმულა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ზურაბს ამ იდეის მიგნებისა და მოწოდებისთვის. ის საქმე, რასაც ბატონი ზურაბი აკეთებს, ძალზე დასაფასებელია და მჯერა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ძალიან მალე საქართველოს გარდა მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს. მე, როგორც სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, სრულიად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ და ჩვენ ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ყველანაირად შევუწყობ ხელს, – აღნიშნა საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი ელჩის ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვისაა. სომხეთის სახელმწიფო სრულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

იგეგმება ძალიან აქტიური პროცესების ინიცირება და წარმართვა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ამ რთულ რეგიონში, სადაც, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, იკვეთება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშის ინტერესები, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოჰყვება.

წყარო

“საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ – 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ იმავდროულად უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს.

მისი თქმით, აღნიშნულმა წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. ამასთან, პაპუაშვილი იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

„ტრადიციულად, არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.

საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.

მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.

ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.

საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატო-ს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შესაძლოა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დაკეტვა გადავადდეს – დეტალები

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.

როგორც  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ლი ივლისი სახელდებოდა.

ზოგადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

“სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში”-შალვა პაპუაშვილი 

შეუძლებელია, ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

„დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, დღეს სკეპტიკოსებად იქცნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთ ხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.

“რუსების ჯამბაზმა უკრაინიდან გააძევა საქართველო” – გოგა ხაინდრავა

„რუსების ჯამბაზმა უკრაინიდან გააძევა საქართველო“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის პირად გვერდზე წერს.

„რუსების ჯამბაზმა უკრაინიდან გააძევა საქართველო! უკრაინისთვის სულის, შვილების გამწირავი ხალხი! შეურაცხყოფა მიაყენა ყველას ვინც დილა-საღამოს უფალს უკრაინელ დებს და ძმებს ავედრებს! მათ მშვიდობას და კეთილდღეობას! ნუ გვიკვირს იუდასგან მან ხომ უფალი გააძევა გულიდან და უკრაინიდან!“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

“საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.

იყო რაღაც წინასწარმეტყველური 20 წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.

მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.

ტრადიციულად არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და, უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გასწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.

საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე,თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.

მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80 პროცენტზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.

ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.

საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.

ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში.

შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატოსგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.

“ივანიშვილი აფრთხილებდა ბრალდებულს, რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა” – თეიმურაზ წიქვაძე

რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს [ბიძინა ივანიშვილს] განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა.

„მსურს, ყურადღება გავამახვილო საქმესთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ გარემოებებზე. პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით შევეხები ჩემს მარწმუნებელსა და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. ჯერ კიდევ ბრალდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების პერიოდში, მისი ოჯახის წევრის (დედის) თხოვნის საფუძველზე, ჩემმა მარწმუნებელმა უზრუნველყო გიორგი ბაჩიაშვილის დასაქმება მის კუთვნილ სტრუქტურაში. ამ დღიდან მოყოლებული, ბრალდებული დაახლოებით 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამგვარად, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემს მარწმუნებელთან ძალიან დაახლოებულ პირს, რომელმაც მიიღო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების საუკეთესო პირობები და შესაბამისად, ბატონ ივანიშვილთან არსებულ საქმიან ურთიერთობებში სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით.

სწორედ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა ბიზნეს წინადადებით. კერძოდ, მისი განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. შეთავაზებული ბიზნეს წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 (ხუთი) მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება. ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გაცემა. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადაცემა და უფრო მეტი მოქნილობისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა სს ,,ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე. გიორგი ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების (რომელსაც მისივე განმარტებით გააჩნდა მცირე დრო, ბევრი სხვა საკითხი განსახილველი და მასთან მოხვედრაც კი ხშირად ობიექტურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული), მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე, შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და გიორგი ბაჩიაშვილისათვის 5 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფის დავალება მისცა იმჟამად სს ,,ბანკი ქართუს“ (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეც თავად იყო და ამ თვალსაზრისით, იცვლებოდა მხოლოდ საინვესტიციო ფულადი სახსრების გაცემის ფორმა) გენერალურ დირექტორს ნატო ხაინდრავას. მიღებული დავალების შესაბამისად, 2015 წლის აგვისტოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას სს ,,ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით. შესაბამისად, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება (როგორც ფულადი სახსრების მოძიება/მიწოდება, ასევე თავდაპირველად არაუზრუნველყოფილი სესხის ფორმით წარმოშობილი ვალდებულების სრული უზრუნველყოფა პირადი სახსრებით) განხორციელებულია ჩემი მარწმუნებლის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი. პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე. აღნიშნული კი სრულიად შესაძლებელი გახლდათ, ვინაიდან პროექტი იყო უაღრესად რისკიანი და ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა მასში ინვესტირებული ფულადი სახსრების დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა, თუ ბაჩიაშვილს საკუთარი თავი მიაჩნდა ინვესტორად და რისკის ამღებ პირად, რატომ არ მოახდინა თავიდანვე კრედიტის უზრუნველყოფა მის (პირადად მისი, მისი კომპანიების ან ოჯახის საკუთრებაში არსებული) საკუთრებაში არსებული ქონებით?! ცხადია, პასუხი მარტივია – იგი წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს.

თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩემს მარწმუნებელთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან მისივე განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი (უფრო ზუსტად კი, ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებდა, ეგებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ინვესტირებული თანხები ამოვიღოთო). ბატონ ივანიშვილს ერთის მხრივ სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო. უხეში მაგალითის სახით, რისკის ხარისხი სამორინეში კონკრეტულ ციფრზე ფსონის დადებასაც კი შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად, ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა.

მართლაც, შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან. იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ (რის შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ და რაც ცხადყოფს, თუ რატომ მოხდა ბატონი ბაჩიაშვილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ინვესტორის მხრიდან რეაგირება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდგომ), ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით. შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი (ამ ნაწილში საზოგადოებას თავს არ შევაწყენთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრით). როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აღნიშნული ფაქტი, ჩემი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მას შემდგომ, რაც გაჩნდა კითხვები საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (რომლის ერთადერთ ინვესტორს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) მიერ დაფინანსებულ ,,მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტი – მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა. პროექტის მშენებლობას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგომ პერიოდში გახლდათ ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. ანუ რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა. ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა მტკვრის ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით“, – წერს ადვოკატი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს  დაიწყო. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge წარმოებს.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);

ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ზ) იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

თ) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე – registracia2024@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს – 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს – 2 37 82 43.

რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა – ომის 502-ე დღე

ომის 502-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში.

„მტერმა საჰაერო დარტყმები ასევე განახორციელა ალექსანდრო-შულტინოსა და სევერნოეს დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ლიმანის მიმართულებით, რუსები შტურმს ახორციელებდნენ და ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების გაძევებას დაკავებული პოზიციებიდან დონეცკის ოლქის სპორნოეს დასავლეთ ნაწილში, მაგრამ უშედეგოდ.

გენერალური შტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ავდიივკას რაიონში.

„მარინკას მიმართულებით, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკასთან“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

ერთადერთი სურვილი, დაასრულო ომი, მშვენიერია, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, ის რომ პრეზიდენტი იყოს, უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულებას შეძლებდა.

„ისე, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს უკვე ჰქონდა ეს 24 საათი თავის დროზე. ჩვენ ვიყავით ომში, არა სრულმასშტაბიან ომში, მაგრამ ვიყავით ომში და ჩემი ვარაუდით, მის განკარგულებაში ეს დრო იყო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე უკრაინის ხარჯზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტერიტორიების დათმობით, ვფიქრობ, ამ გზით ბაიდენს მისი დასრულება თუნდაც ხუთ წუთში შეუძლია, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდებით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.