შესაძლოა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დაკეტვა გადავადდეს – დეტალები

126
spot_img

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.

როგორც  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ლი ივლისი სახელდებოდა.

ზოგადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.