Home Blog Page 1739

“მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკას „რუსული კანონისთვის“ – ირაკლი კობახიძე

FARA-ს რაც შეეხება, პირდაპირ გამომჟღავნდა ის, რომ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში, საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ღალატის პარტიაა, ვინაიდან პარტიის წარმომადგენლები, საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში იხდიდნენ თანხას. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ამერიკაში მოქმედი კანონით, რომელსაც საქართველოში „რუსული კანონი“ უწოდეს, კიდევ ერთხელ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის” ნამდვილი სახე.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის, ასევე ღალატის პარტია, პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი”, ეს არის „ფარას“ კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ მან „ნაცმოძრაობის” სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა.

ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის” წყალობით გახდა ცნობილი ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელებს „რუსული კანონისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ:

“მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო! მად­ლო­ბა, რომ ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, შენი მო­რი­დე­ბუ­ლი ღი­მი­ლი არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა… მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე.“

“დობი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დი, სულ ჩემს გულ­ში იქ­ნე­ბი. სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ შენი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი”, – წერენ მსახიობის მეგობრები.

წყარო: ambebi.ge

თიბისიმ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში AWS– ამაზონ ვებ სერვისების წარმომადგენლებმა თიბისის ტექ.გუნდს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ამაზონ ვებ სერვისები ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ალექსანდერ ბერნარდსკიმ, იგორ ივანიუკმა და ვიკტორ ვენდიჩმა ისაუბრეს.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისის ჯგუფის მასშტაბით მოგვეცა საშუალება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან AWS-სთან ჩაგვეტარებინა სამუშაო ვორკშოპი. ამაზონ ვებ სერვისების ექსპერტებმა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის აქტუალურია. სგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და მის ათვისებას ორგანიზაციის შიგნით.”- იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

AWS – ამაზონ ვებ სერვისები – ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

R

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს. კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება.

დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას  სიცოხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად  სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს,  ქ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს  არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული.

რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს, ეს სამართლიანია – ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს – ეს სამართლიანია” – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების განადგურება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამზადებს ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ამისათვის მზად არის.

“მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სფეროს, სადაც ჩვენ წინ მივიწევთ. ყველა სფეროში უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების მაქსიმალურად განადგურება. რუსეთმა ყოველდღე უნდა განიცადოს მარცხი – ეს სამართლიანია.

ჩვენ ასევე საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც რუსული სარაკეტო და უპილოტო ტერორისგან დაცვას ეხება. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი პორტების, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვა. ჩვენ ვამზადებთ ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე.

გავმართე რამდენიმე პოლიტიკური შეხვედრა ევროკავშირში, ინტეგრაციასთან დაკავშირებით. წელს უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობის შესახებ. უკრაინა ამისთვის მზად არის – ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა”, -აღნიშნა ზელენსკიმ.

“ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

50 დოლარიანი კუპიურების გაყალბება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში 50 დოლარიანი კუპიურების გაყალბება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა.

ბრალდებულები ყალბ ფულს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13 ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია”-პაპუაშვილი

პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია.

„მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა რუსული კანონის სარგებელი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და ამიტომ, ვნახეთ ჩვენ, რომ ზუსტად რუსულმა კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა რუსული კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი რუსული კანონი არ არის მიღებული. საქართველოშიც არ გვაქვს რუსული კანონი, თორემ რომ გვქონოდა, გავიგებდით არა მხოლოდ იმას, რა თანხა დაიხარჯა ე.წ. პეტიციის დისტრიბუციად გავრცელებაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში.

რაც შეეხება მარგველაშვილზე ინფორმაციას, გამოჩნდა FARA-დან, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, თურმე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე ეს რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტის მიერ. ფაქტია და ეჭვი დიდია, თავად ეს პეტიციის ტექსტი, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი. დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს და ესეც ფაქტია. სხვა მხრივ, შეიძლება, ვკითხოთ, თავად მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, კომუნიკაცია ლობისტებთან და მეორე – მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.

გუტერეშის თქმით, „როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს“.

„შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით, მოწყვლადი ფენები გადაიხდიან უმაღლეს ფასს. როდესაც საკვების ფასი იზრდება, ამის გადახდა ყველას უწევს. ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ გავლენას ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც ყველას ავნებს, მაგრამ ეს განსაკუთრებით დამღუპველია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, – აცხადებს გუტერეში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელის ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსენსუსისკენ მოუწოდებს

აშშ ისრაელის პარლამენტში კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და მთავრობას ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ უმრავლესობამ მიიღო. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და, სავარაუდოდ, გაგრძელდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რათა მოხდეს უფრო ფართო კომპრომისი, თუნდაც ქნესეთის შესვენების პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას, რადგან ისინი ცდილობენ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის შექმნას“, – განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო. რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს.

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ დაიძაბებით, ამ დღეს მძიმე და შრომატევად სამუშაოს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარადის ან სამუშაო მაგიდის დალაგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, თან ზედმეტ ნივთებსაც მოიცილებთ.

კურო

დროა, საკუთარ სიამოვნებაზე იფიქროთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი საჩუქრით გაანებივროთ. კარგი განწყობა უსიამოვნების დაძლევაში დაგეხმარებათ და სამუშაოს დაწყების წინ ენერგიით აგავსებთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, მით უმეტეს, რომ ამის არავითარი საფუძველი არ გაქვთ.

ტყუპები

დილიდან სიზარმაცესა და აპათიის შემოტევებს ებრძვით. თუ გსურთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ, მძიმე და ხანგრძლივი მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ და მეტი იაქტიუროთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიციის დაცვისას ოპონენტი არ შეურაცხყოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრის ჯანმრთელობას და დაავადების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციაზე წაიყვანეთ.

კირჩხიბი

ეს დღე წარმატებას გპირდებათ. მცირეოდენი მონდომება და ბევრი რთული საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გირჩევთ პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და ის საქმეები დაასრულოთ, რომლებიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ.

ლომი

გირჩევთ, გეგმები შეცვალოთ და მეორეხარისხოვანი ამოცანები სხვა დროისთვის გადადოთ. მშვიდი დღე და კარგი განწყობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შანსი გაქვთ, რომ რთული ამოცანა წარმატებით გადაჭრათ, რაც კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ.

ქალწული

აქტიური მოქმედების დრო ჯერ არ დამდგარა. ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოძიება და სიტუაციის გაანალიზება შეძლოთ. ნუ მისცემთ რჩევას მათ, ვინც ამას არ ითხოვს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. თუ საღამოს სახლის ნაცვლად, მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

სასწორი

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და ურთიერთობის გარკვევას. ამან შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს და რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. შეზღუდეთ ურთიერთობა და ეცადეთ, მეტი დრო მარტოობაში გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია მუშაობისთვის, მაგრამ არა ურთიერთობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ კარი მიიხუროთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს ახლობელი ადამიანის რჩევამ შეიძლება უფრო დაგაზიანოთ, ვიდრე სარგებელი მოგიტანოთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დროა, აქტიურობა შეამციროთ და სრულფასოვანი დასვენება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვული სტრესი შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. თუ შთაგონება გეწვიათ შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეული შექმნათ.

თხის რქა

დილიდან ექსპერიმენტებისა და უჩვეულო იდეების განხორციელების ცდილობთ, თუმცა, სანამ საქმეს შეუდგებით ეცადეთ მოსალოდნელი რისკები და შედეგები გამოთვალოთ. გაათავისუფლეთ პირადი სივრცე ძველი და უსარგებლო ნივთებისგან. სწორედ ესაა, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ მშვიდობიანად მოაგვაროთ რთული სიტუაცია, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდით. ეცადეთ, დაიმახსოვროთ სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ – მასში მნიშვნელოვანი მინიშნება იქნება. აუჩქარებლად იმოქმედეთ, რომ ყველა კონფლიქტს და დისკუსიას გვერდი აუაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თევზები

პროექტი, რომელზედაც ბევრს მუშაობდით, ბოლოს და ბოლოს მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის. შესაძლოა გაიგოთ ამბავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღებით მოუსმინეთ გვერდით მყოფ ადამიანებს. მათგან ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

“ფული, რომლის აღებასაც “ოცნება” მარგველაშვილს ედავება, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი”-გიული ალასანია

ფული, რომლის აღებასაც „ოცნება” მარგველაშვილს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კოალიციის შეიქმნას გეგმავს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  გიორგი მარგველაშვილი საქმის კურსში არ იყო.

„იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი შეზღუდული წრისთვის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეში, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვიდრე თქვენგან არ გაიგო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.