“ფული, რომლის აღებასაც “ოცნება” მარგველაშვილს ედავება, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი”-გიული ალასანია

1493
spot_img

ფული, რომლის აღებასაც „ოცნება” მარგველაშვილს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის იქნა გადახდილი – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  დედამ, გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კოალიციის შეიქმნას გეგმავს.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  გიორგი მარგველაშვილი საქმის კურსში არ იყო.

„იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი შეზღუდული წრისთვის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეში, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვიდრე თქვენგან არ გაიგო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.