რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს, ეს სამართლიანია – ვოლოდიმირ ზელენსკი

58
spot_img

“რუსეთმა ყოველდღე უნდა წააგოს – ეს სამართლიანია” – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების განადგურება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამზადებს ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ამისათვის მზად არის.

“მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სფეროს, სადაც ჩვენ წინ მივიწევთ. ყველა სფეროში უპირველესი ამოცანაა ოკუპანტების, მათი აღჭურვილობის, მარაგის, საწყობების და შტაბების მაქსიმალურად განადგურება. რუსეთმა ყოველდღე უნდა განიცადოს მარცხი – ეს სამართლიანია.

ჩვენ ასევე საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც რუსული სარაკეტო და უპილოტო ტერორისგან დაცვას ეხება. ჩვენი ხალხის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი პორტების, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვა. ჩვენ ვამზადებთ ძლიერ პასუხებს რუსი ტერორისტების თავდასხმებზე.

გავმართე რამდენიმე პოლიტიკური შეხვედრა ევროკავშირში, ინტეგრაციასთან დაკავშირებით. წელს უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობის შესახებ. უკრაინა ამისთვის მზად არის – ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა”, -აღნიშნა ზელენსკიმ.