Home Blog Page 1728

“კელი დეგნანი საქართველოს ძალიან არასწორად უყურებს”-სოზარ სუბარი

სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებული კონტრაქტის საპასუხოდ გამოაქვეყნა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებაში იმ კითხვებზე საერთოდ არ არის პასუხი გაცემული, რაც ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებული კონტრაქტის შემდეგ და მსგავსი ბუნდოვანება აშშ-ის საელჩოსთვის, ზოგადად, დამახასიათებელია.

„ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობასა და მთლიანად ქვეყანას, სამწუხაროდ, ძალიან არასწორად უყურებს. ეს ადამიანი გვარწმუნებს, რომ, ერთი მხრივ, მან თითქოს წაიკითხა და დეტალურად შეისწავლა ცენტრ „ემპათიის“ 1000-გვერდიანი დასკვნა, როგორ „სჭირს“ სააკაშვილს დემენცია, როგორ კვდება, როგორ წამლავენ რუსული წამლებით, როგორ უყრიან საჭმელში დარიშხანს, პოლონიუმს, ასხივებენ მანქანებით და ა.შ. მეორე მხრივ, თურმე წაკითხული არ აქვს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მისი საელჩოს ოფიცრის მონაწილეობაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს არის დაუჯერებელი და, მით უმეტეს, სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში ამ ყველაფრის საპასუხოდ გამოაქვეყნა. ეს განცხადება არის მკაცრი, ვითომ პრინციპული, თუმცა ბუნდოვანი და გაურკვეველი. საერთოდ არ აქვთ პასუხი გაცემული იმ კითხვებზე, რაც ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდა. საუბარია იმაზე, თუ რა როლი აქვს აშშ-ის თანამშრომელს ამ ყველაფერში, ვის დაურეკა, ვის ელაპარაკა და ა.შ. ასეთი გაურკვეველი პასუხები კი, რაც აშშ-ის საელჩოს საქართველოში ამასთან დაკავშირებულ განცხადებაში ჰქონდა, მათგან ძალიან ხშირია ხოლმე. ასეთივე პასუხი ჰქონდა კელი დეგნანს მაშინ, როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ვკითხეთ, შედგა თუ არა მათი შეხვედრა, რაზეც ქალბატონმა კელი დეგნანმა ძალიან ორაზროვანი პასუხი გაგვცა. დღემდე არ გაუცია ჩვენ პასუხი მიერ მრავალგზის გამეორებულ კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ბაკურიანის შეხვედრაში, რომელსაც ბატონი აკერმანი ატარებდა და სადაც საქართველოს ხელისუფლების არა არჩევნების, არამედ რევოლუციის გზით შეცვლა იგეგმებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა კელი დეგნანი იქ, მაგრამ გვინდა მისი პასუხი. ან მკაფიოდ თქვას – არა, ან მკაფიოდ თქვას – კი. თუ არა-ს იტყვის, ამის შემდეგ ჩვენ ვიტყვით, რატომ გვაქვს ეჭვები. თუმცა, დღემდე არც ბუნდოვანი და არც მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“.

ვაშაძის და ხაბეიშვილის გაერთიანება და ამისთვის “გამარჯვების პლატფორმის” დარქმევა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

“ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს და სწორედ ამის გამო, ყველა რესურსის მობილიზებას ახდენს. მისივე შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია.

“ძალიან არასერიოზულად გამოიყურება უბრალოდ ვაშაძის და ხაბეიშვილის გაერთიანება და ამისთვის “გამარჯვების პლატფორმის” დარქმევა. მე მგონია, რომ ყველა ხვდება, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უმძიმესი კრიზისი. ამ კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი გახლავთ ის არჩევნები და დაპირისპირება, რომელიც ჰქონდათ პარტიაში. ერთადერთი ფიქრი რაც აქვთ და მათი გადმოსახედიდან, ეს შეიძლება რეალისტურთან ახლოს იყოს, ეს ოპოზიციის რიგებში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებაა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უწევთ ყველა რესურსის მობილიზება, რომელიც კი შეიძლება მოიაზრებოდეს მათ ხელქვეშ,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

“ქართული ოცნების” წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, ძველი წევრების “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნების პროცესი მიუთითებს, რომ პარტიას, რეალურად, არანაირი რესურსი არ გააჩნია.

“ნაციონალურ მოძრაობას” რომ არანაირი არ გააჩნია, ბოლო პერიოდის მოვლენებიც მეტყველებს. მათი ყოფილი წევრები, სხვადასხვა შენაერთებიდან და მათი დაფრთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები კვლავ უბრუნდებიან იმ ე.წ. ფუნდამენტს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და ეს დესტრუქციული ძალა ჰქვია. ჭიაბერაშვილის დაბრუნებაც, ვაშაძის გაერთიანებაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის ზუსტად ამ პროცესების რეალური გამოხატულება. ეს დესტრუქციული ძალა ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და იმ დაკვეთების შესრულებაზე, რომელიც “გლობალური ომის პარტიიდან” მომდინარეობს. ცხადზე ცხადია ის გარემოება, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ცალსახად ცალსახად ფიქსირდება არაფორმალური მმართველობა იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებიც საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივით არიან ცნობილნი,”- აცხადებს გივი მიქანაძე.

გასული წლის გაზაფხულზე ჩვენ გვთხოვეს კიევიდან რუსული ჯარის უკან დახევა – ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და შეასრულა.

„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ ჩვენი ჯარების კიევიდან გაყვანის შემდეგ. ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო ხელშეკრულების დასადებად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ სთხოვა რუსეთს კიევიდან ჯარის გაყვანა.

„ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაზე ვიყავით შეთანხმებული, ეს ალბათ არც ისე კორექტული იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის მიმდინარეობისას გაკეთა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო.

მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის ნატო-ში შეყვანა დაიწყო, მაშინ როცა რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი პრინციპული მნიშვნელობის იყო.

ლევილის ისტორიული მამული პირველ ქართულ ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება.

XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც. აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.

საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „მარგალიტი”, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, რომელიც წარმოადგენს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლებს – „იავნანამ რა ჰქმნა?!” და „საქართველო”; ქუთაისის კამერული გუნდი; ანსამბლი „ბასიანი”; ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი (წარმოადგენს ორ სპექტაკლს – „ხალდე” და „ჩემო კალამო” (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)); ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი”; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი”, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი („ფიროსმანი”, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი”; თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო” (რეჟისორი ივანე ხუციშვილი); ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო”; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი”. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის”, კონცერტით დაიხურება.

ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა.

2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა”, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

აღსანიშნავია, რომ მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022-2023 წლებში ჩატარდა გალავნის, „გუშაგის სახლისა” და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმატებით დასრულდა მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოებიც. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაიწყო ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსაჩენად სრულად აღნუსხა მამულის ხეხილი.

2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავიც.

ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გუშაგის სახლის კრამიტით გადახურვა და ფასადის, სასერვეროს, საწყობისა და ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები, ასევე – გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. სამუშაო სრულად მოიცავს მამულს, მოეწყობა ექვსი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის; განახლდება შატოს ფასადი და დარაბები, შატო მთლიანად გაიწმინდება აზბესტისგან.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. განახლებული ლევილის სახით საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი”,- წერია ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02XMfDZbRqaWVPxMDGXw4i2dumR4ktFkWhHTBjwQEmYdSg6XWGVbAJ5rKJ2LKLKgn1l

“არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს”- ლევან ნიკოლეიშვილი დავით ქაცარავას

“ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, “ბოევიკობენ” კიდეც – სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ”,  – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცას ავრცელებს.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი “ვივამედში” მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.
“ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილერებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, “ბოევიკობენ” კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შეტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმეველი ვივამედის კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცახლ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი, მიდით გვანახეთ რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან…”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი

“აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება”- სოზარ სუბარი

სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებები არ გვიკვირს და ძალიან ბევრია, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი დღემდე რჩება ყველაზე მძიმე ფაქტად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი არის 16 აგვისტოს როინ შავაძის მკვლელობა.

„ამავე პერიოდში დააკავეს დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა. ორივე გაიყვანეს ზღვაში, დახვრიტეს, ფეხზე ქვები მოაბეს და ისე ჩაძირეს ზღვაში, მათი გვამები, დღემდე არ არის ცნობილი, სად არის. რაც შეეხება შავაძეს, ის წამოიყვანეს ქობულეთის მიმართულებით და მოხდა მისი დახვრეტა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვიყავი სახალხო დამცველი და ვიკვლევდი ამ საქმეს, ისინი აშანტაჟებდნენ შავაძის ოჯახს, მათ ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ, რადგან როინ შავაძეს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მის შვილებს მოუწევთ მოღალატის იარლიყით ცხოვრება. მაშინ გავარკვიეთ პირველად ის დეტალები, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაცილებით ფართოდ, მასშტაბურად და დეტალურად გახადა ცნობილი. პროკურატურამ თქვა, როინ შავაძეს მართლა გაქცევა რომ სდომოდა, ვერ მოახერხებდა გაქცევას, იმდენად სასტიკად იყო ნაწამები, რომ მას მოძრაობის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ეს ფაქტები მაშინ მე არ მქონდა. ასევე, პროკურატურამ გამოავლინა საქმეში მონაწილე ყველა პირი, მაშინ მე მხოლოდ რამდენიმე პირის სახელი და გვარი მქონდა დასახელებული.

კიდევ ერთხელ რომ ვისაუბრო სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკესა და არაადამიანურობაზე, იმდენად დიდი იყო ზეწოლა ციცინო შავაძეზე და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მორიგეობით ცხოვრობდნენ შავაძეების ოჯახში. ყოველ ღამე ერთი ადამიანი რჩებოდა მათთან სახლში, რადგან მათ ჰქონდათ საფრთხე, ემუქრებოდნენ, რომ შემოგივარდებით და შენს შვილებსაც იმავეს დავმართებთ, რაც დაემართა შენს მეუღლესო, ამას ეუბნებოდნენ ქალბატონ ციცინოს. არაადამიანურ რეჟიმს დღეს აქვს მცდელობა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და, ძალიან სამწუხაროდ, დღეს მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ევროპარლამენტსა თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში“, – განაცხადა სუბარმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა.

მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის Facebook გვერდზე ვრცელდება.

„ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს – ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია – ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია.

ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.

„გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური პეკინში ჩავიდა.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პეკინში პრემიერ-მინისტრი ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

“დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს როინ შავაძის საქმე”-ირაკლი კუპრაძე

აგვისტოს ომის ვეტერანი, როინ შავაძე, ძალადობით მოკლეს ქობულეთის გზაზე 40 ჭრილობით და დღეს „ქართული ოცნება“ მორალური პედესტალიდან ესაუბრება საზოგადოებას, თითქოს სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს. ეს არის უმძიმესი, უბინძურესი ტყუილი შავაძის ოჯახის, მისი ხსოვნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მფარველობს ამ საქმის მთავარ მონაწილეებს – შავაძის საქმის პროკურორს ვასილ როინიშვილს, რომელიც დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და შავაძის საქმის გამომძიებელ რესან კონცელიძეს, რომელიც არის მმართველი პარტიის დეპუტატი და ბათუმის მაჟორიტარი.

„დღეს „ქართული ოცნება“ გამოდის გონორით და საუბრობს იმაზე, თითქოსდა სამართლიანობის აღდგენა დაიწყეს, რაც არის ტყუილი და ნაძირლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. 2020 წელს მხოლოდ და მხოლოდ ევროპული სასამართლოს მიერ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განახლდა საგამოძიებო მოქმედებები სერჟანტ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მხოლოდ და მხოლოდ ახლა დააკავეს კუდ-ის რამდენიმე თანამონაწილე მკვლელობის. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს შავაძის საქმე. დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს ოჯახის წევრებს, რომლებსაც მოუკლეს აგვისტოს ომის მონაწილე ოჯახის წევრი.

საუბარია ვასილ როინიშვილზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი და შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. „ქართულმა ოცნებამ“ ვასილ როინიშვილი 2020 წელს, მათ შორის ჩვენი პროტესტის პარალელურად, დანიშნა და აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდეგ, ის კიდევ უფრო დააწინაურეს და დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. პირი, რომელზეც ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პროკურატურამ არაფერი გააკეთა შავაძის საქმის გამოძიებისთვის, პირიქით, ხელს უშლიდა მას და იყო ერთ-ერთი გამყალბებელი.

მეორე პირი, რესან კონცელიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აქცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად და ბათუმის მაჟორიტარად. ადამიანი, რომელიც იყო აჭარის მთავარი პოლიციელი, შავაძის საქმის გამომძიებელი, რომელსაც ხელს ადებს შავაძის ოჯახი, ადვოკატი. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეისწავლა, დაასურათა და აღწერა ფაქტობრივი მტკიცებულებები, გააყალბა ისინი და მიაწოდა პროკურატურას. ორი ადამიანი -რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი დღეს იკავებენ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებში უმაღლეს პოზიციებს. „ქართული ოცნება“ სერჟანტ შავაძის საქმეში არის თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რომელიც დაათენეს ერთ ჩვეულებრივ ოჯახს. „ქართული ოცნება“ მფარველობს ამ საქმის მთავარ მონაწილეებს. მოვუწოდებთ თავად როინიშვილს და კონცელიძეს, აიღონ პასუხისმგებლობა ამ უმძიმეს საქმეზე და დატოვონ ის პოზიციები, რომლებიც მათ დღეს აქვთ. მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, იყვნენ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები“,- განაცხადა კუპრაძემ.

“მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან “ფეიკს” და შფოთავენ”- რატი იონათამიშვილი

“მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სინამდვილეში, ამით ორი რამე აშკარავდება – ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე – თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.

მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ ცილისწამებასა და ტყუილზე“, – წერს რატი იონათამიშვილი.

“როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა უნდა აღდგეს”- ანა დოლიძე

როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების დრო პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება, – ამის შესახებ განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცა შესაბამისი ხალხი.

„რა თქმა უნდა, როინ შავაძის მკვლელობა გამოსაძიებელია და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. ყველა ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა უნდა დადგეს. მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიეცა შესაბამისი ხალხი?! სტრასბურგის გადაწყვეტილება აქ არ არის თავის გამართლება, ჯერ ერთი, გადაწყვეტილებიდან სამი წელი გავიდა და მეორეც, სტრასბურგის გარეშეც დიდი ხანია შეეძლო ხელისუფლებას, შესაბამისი ხალხი პასუხისგებაში მიეცა. ამიტომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების დრო პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება.“- განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.