ვაშაძის და ხაბეიშვილის გაერთიანება და ამისთვის “გამარჯვების პლატფორმის” დარქმევა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება – მიხეილ სარჯველაძე

71
სარჯველაძე
spot_img

“ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს და სწორედ ამის გამო, ყველა რესურსის მობილიზებას ახდენს. მისივე შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია.

“ძალიან არასერიოზულად გამოიყურება უბრალოდ ვაშაძის და ხაბეიშვილის გაერთიანება და ამისთვის “გამარჯვების პლატფორმის” დარქმევა. მე მგონია, რომ ყველა ხვდება, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უმძიმესი კრიზისი. ამ კრიზისის ერთ-ერთი სიმპტომი გახლავთ ის არჩევნები და დაპირისპირება, რომელიც ჰქონდათ პარტიაში. ერთადერთი ფიქრი რაც აქვთ და მათი გადმოსახედიდან, ეს შეიძლება რეალისტურთან ახლოს იყოს, ეს ოპოზიციის რიგებში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებაა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უწევთ ყველა რესურსის მობილიზება, რომელიც კი შეიძლება მოიაზრებოდეს მათ ხელქვეშ,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

“ქართული ოცნების” წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, ძველი წევრების “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნების პროცესი მიუთითებს, რომ პარტიას, რეალურად, არანაირი რესურსი არ გააჩნია.

“ნაციონალურ მოძრაობას” რომ არანაირი არ გააჩნია, ბოლო პერიოდის მოვლენებიც მეტყველებს. მათი ყოფილი წევრები, სხვადასხვა შენაერთებიდან და მათი დაფრთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები კვლავ უბრუნდებიან იმ ე.წ. ფუნდამენტს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” და ეს დესტრუქციული ძალა ჰქვია. ჭიაბერაშვილის დაბრუნებაც, ვაშაძის გაერთიანებაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის ზუსტად ამ პროცესების რეალური გამოხატულება. ეს დესტრუქციული ძალა ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და იმ დაკვეთების შესრულებაზე, რომელიც “გლობალური ომის პარტიიდან” მომდინარეობს. ცხადზე ცხადია ის გარემოება, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ცალსახად ცალსახად ფიქსირდება არაფორმალური მმართველობა იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებიც საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივით არიან ცნობილნი,”- აცხადებს გივი მიქანაძე.