Home Blog Page 1724

“სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, “ლიმბახის” გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა”. მისივე თქმით, ანალიზის პასუხები ექსპრეზიდენტის მოწამვლას გამორიცხავს.

როგორც რატი ბრეგაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული.

“მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან, მოსახლეობა აკვირდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული, ან მას ვინმე აწამებს, ან არღვევს მის რომელიმე უფლებას, რაც იმთავითვე ვთქვით, რომ აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ჩვენ მსჯავრდადებულს იმთავითვე გავუკეთეთ შეთავაზება, რომ გაეკეთებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა და ამის შემდგომ, მან ასევე უარი განაცხადა, რომ ნიმუშები გამოძიებისთვის მიეცა. შესაბამისად, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი არის მოწამლული, მის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რატომ არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით და შესაბამისი მკურნალობით. მე აქაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის სურათი საკმაოდ ნათელია. ეს კვლევა, ჯერ ერთი, ჩვენ არ ჩაგვიტარებია. იმ კვლევაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს იყო ჩვენი შეთავაზება და ამ შემთხვევაში საავადმყოფო ატარებს ჩვეულებრივ შემოწმებას, სისხლის ანალიზებს და ბუნებრივია, სისხლის ანალიზის დროს ხდება სხვადასხვა ტიპის შემოწმება. აქაც აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომელზეც მსჯავრდადებულის მხარე აპელირებდა, აბსოლუტურად ნორმაშია სისხლში და შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი ნორმაში იყო. შესაბამისად, მთელი ეს ისტორია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, როგორც დღეს “ვივამედის” კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, “ლიმბახის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც იკვლევდნენ, ნორმის ფარგლებშია.

მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე ანუ კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? – ლევან ხაბეიშვილი

„დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობენ და ისტერიკა რომ აქვთ, მე მაინტერესებს ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციულ სასამართლოს? ამით გელათს ეშველება? რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება ეშველება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მარტივი ჭეშმარიტება მინდა ხალხს ვუთხრა. საქართველოში ე.წ. ქოლ ცენტრები არსებობს და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი მეც ვიყავი. მე კონკრეტულ მისამართებზე ვარ მისული, სადაც სამართალდამცველებს ვიძახებდი და რეაგირება არ ჰქონდათ.

პარლამენტის ტრიბუნიდან კონკრეტული მისამართები და მფარველები დავასახელე. ამის შემდეგ გერმანელი პროკურორები ჩამოვიდნენ საქართველოში და რამდენიმე ცენტრი თვალთმაქცურად დახურეს. ამის მიუხედავად, დღესაც მუშაობს ქოლ ცენტრები“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობას? ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს.

„მარტივი რამე უნდა ვთქვა, დავით კეზერაშვილი თავის საქმეს მიხედავს. თუ გამოძიება დაიწყება, კეზერაშვილი დარწმუნებული ვარ თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობენ და ისტერიკა რომ აქვთ, მე მაინტერესებს ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციულ სასამართლოს? ამით გელათს ეშველება? რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება ეშველება.

დავით კეზერაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე ანუ კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? მართლა მაინტერესებს. მე მიმაჩნია რომ ეს არის კონკრეტული თემიდან ყურადღების გადატანა?“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
თბილისისში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი  +15 გრადუსამდე გათბება
რუსთავი წვიმა  +16 °C 
გორი წვიმა  +12 °C 
ზუგდიდი წვიმა  +11 °C 
ლაგოდეხი წვიმა   +14 °C 
ოზურგეთი  +10 °C 
ფოთი   წვიმა +11 °C 
ბათუმი წვიმა  +10 °C

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეცადეთ, თავი შეიკავოთ მძაფრი ემოციური რეაქციებიდან, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა და ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევთ. ბრმად ნურავის ენდობით და კარგად დაფიქრდით შედეგებზე.

კურო

მოერიდეთ შურისა და ეგოიზმის გამოვლინებას, თავი შეიკავეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტისგან და ნუ იტრაბახებთ წარმატებებსა და მიღწევებზე, პირად თუ საქმიან სფეროსთან დაკავშირებით.

ტყუპები

დღეს, თქვენს სიტყვებსა და მოქმედებას, დიდი გავლენა ექნება შემდგომ კარიერულ წარმატებებსა და ფულად შემოსავლებზე. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით აზრის გამოხატვისას.

კირჩხიბი

შესაძლოა, წარმოქმნილ რთულ სიტუაციაში, ან რაიმე საიდუმლო ამოცანის გადაჭრისას, გაგიჭირდეთ სწორი ლოგიკური პასუხების მოძიება და დასკვნების გაკეთება. ნუ შეშინდებით, თქვენი ინტუიციის წყალობით, დღეს, დაუჯერებელ წარმატებას მოიპოვებთ.

ლომი

შეგიძლიათ, შესანიშნავად წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი უნარები, დაიწყეთ რაიმე ახალი, ნებისმიერი მიმართულებით, მოერიდეთ ჩვეულებრივი სცენარით მოქმედებას. შეიტანეთ სიახლეები თქვენს ქმედებებში.

ქალწული

გარშემომყოფთა გამაღიზიანებელი ქმედებები და აკვიატებული, აბეზარი ფიქრები მოსვენებას დაგიკარგავთ და ყოველდღიური წვრილმანი საქმეების გაკეთებაც კი გართულდება. დღეს, სჯობს, დრო გამონახოთ და დაისვენოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა, სასიხარულო ამბები გელოდებათ, შესაძლოა მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით, საინტერესოდ დასრულდეს თქვენი სასიყვარულო ისტორია ან რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოხდეს, რაც სიხარულს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფების კრიტიკულმა შენიშვნებმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. ასე რომ არ მოხდეს, გადაერთეთ სხვა თემებზე, ან ფიზიკურად დაიხარჯეთ.

მშვილდოსანი

სასურველია, მოუსმინოთ ახლობლებისა და მეგობრების რჩევებს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, წამიერი გადაწყვეტილებებისა და საკუთარი ამბიციური სურვილებითაა ნაკარნახები და ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ, კარგად გააანალიზეთ ყველაფერი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს, ყველაფერს, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ამასთან ერთად, უზომოდ გააზვიადოთ შემთხვევითობები და მინიშნებები. შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები.

მერწყული

შემთხვევით შექმნილი გარემოება საშუალებას მოგცემთ, კოლეგების, ახლობლებისა თუ ხელმძღვანელობის წინაშე მოახდინოთ თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება და მოიპოვოთ კარგი პროფესიონალის რეპუტაცია.

თევზები

ინტრიგების და მოტყუების ალბათობაა. შესაძლოა, ვინმემ თავისი ეშმაკური მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ამიტომ, სასურველია, დღეს შორს დაიჭიროთ თავი სხვათა საქმეებში ჩარევისგან.

,,ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც აშშ-ს ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო”- გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მაგალითად, როდესაც აშკარად დაყო მოსამართლეები კარგ და ცუდ მოსამართლეებად. როდესაც ფოტო გამოქვეყნდა ამ 10 მოსამართლის და საელჩოს კომენტარი, რომ ის მხარს უჭერს პროფესიონალ და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, თუ გათვლა არის ის, რომ ამ კარგ მოსამართლეებს, ჩვენ ცუდი მოსამართლეები დავუპირისპირდეთ, ანუ, მე და ჩემ სანქცირებულ კოლეგებს გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა ამ 10 მოსამართლის მიმართ, მაშინ ძალიან ცდება ამ მეთოდის ავტორი. ეს არ მუშაობს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ღიად დააფიქსირა მისთვის კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის ფაქტი, ამით გაღიზიანებულმა საელჩომ გადაწყვიტა ერთგვარად დაესაჯა ეს მოსამართლე და სასწავლო ვიზიტით წასაყვან მოსამართლეთა სიიდან ამოეღო. შემდგომში დაფიქსირდა ასევე ფაქტი, როდესაც სხვა მოსამართლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა ჩხიკვაძეს და არც მათ მიიღეს მონაწილეობა ამ სასწავლო ვიზიტში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს  აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

,,აქციისთვის თანხის გარკვეულ ნაწილს, იღებთ, ჰპირდებით, მიგაქვთ და არ მოგყავთ ხალხი” – ჩარკვიანი ნებიერიძეს

ეს არის გამოძალვა. აქციისთვის თანხის გარკვეულ ნაწილს, იღებთ, ჰპირდებით, მიგაქვთ და შემდეგ არ მოგყავთ ხალხი, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით ნებიერიძეს გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

„ერთ-ერთი აქციის გაკეთების დროს თანხა აიღოთ ადამიანებმა და მერე ხალხი არ მოიყვანოთ. აი ასე, ბატონო დავით. ახლა გირჩევთ, თქვენ აქ შეწყვიტოთ და წერტილი დაუსვათ… იკვებებით გადმოგდებული ოლიგარქის ფულებით… ეს არის სიმართლე… აი ახლა, რომ სხედხართ, შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი. დავით, თქვენ ის დავით ნებიერიძე ხართ ჩემს ოფისში „კანონში და სამართალში“ მრავალი ადამიანის თანდასწრებით იჯექით და ძალიან გთხოვთ, დასვით ახლა წერტილი. ეს იყო ერთი წლის წინ. ამიტომ გეუბნები, რომ ორმაგ სტანდარტში ხართ თქვენ… სამარცხვინო ხართ. ახლავე გეუბნებით, რომ  ჩვეულებრივი გამომძალველი ხართ… ხართ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის გამომძალველი…“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

,,„BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება”- დავით ქართველიშვილი

„BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ.

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ BBC-მ კეზერაშვილი საზოგადოებას შეახსენა არა როგორც პოლიტდევნილი, ან მედიამაგნატი, არამედ, როგორც რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი.

„ძალზე სიმპტომატურია, რომ სწორედ იუდა ისკარიოტელის „ხსენების დღეს“, ავტორიტეტულმა, არარუსეთუმე მედია-ჰოლდინგმა BBC თავისი სკანდალური გამოძიებით დავით კეზერაშვილი შეგვახსენა. არა პოლიტდევნილი, არა მედიამაგნატი, არამედ – კრიმინალი, რეციდივისტი და საერთაშორისო თაღლითი დავით კეზერაშვილი.

„დავივიწყოთ“ ერთი წამით ქართული ჯარის ძარცვის ეპიზოდები, რაზეც მას უკვე გამოუტანეს სასჯელი. ერთი წუთით „დავივიწყოთ“ იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემები, რაზეც მას აუცილებლად დაეწევა მორიგი სასჯელი, რომელიც უკვე „გზაშია“. ერთი საათით „გადავდოთ“ მისი ბიზნეს-ინტერესები უკრაინის უმსხვილეს სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია „BGS Rail“-ის და მისი დირექტორთა საბჭოს წევრი კურტ ვოლკერის მიმართ. აუცილებლად დადგება ის დროც, როდესაც გაირკვევა უკრაინაში გაგანია ომის დროს, რა ტიპის ტვირთები და რომელი მიმართულებით გაჰქონდათ მათ ქვეყნიდან.

დღეს დავუბრუნდეთ BBC-ის გამოძიებას. გაირკვა, რომ „Milton Group“-ად ცნობილმა, ინტერნაციონალური თაღლითების ჯგუფმა ევროპელი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა. BBC-მ ფაქტობრივად, გააგრძელა შვედური გაზეთ „Dagens Nyheter“-ის მიერ ადრე დაწყებული გამოძიება და უბრალოდ ამ კრიმინალურ სქემაში გახვეულ „ტუზებზე“ გავიდა. მათ შორის გამოიკვეთა: დავით კეზერაშვილი, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. აქამდე დავით კეზერაშვილის ე.წ. „მილტონის დანაშაულებრივ ქსელთან“ კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც BBC-ს ხელში ჩაუვარდა თაღლითების მიერ ოფშორულ ზონაში გახსნილი საბანკო ანგარიშების დოკუმენტები, ეგრევე ამოტივტივდა მისი, როგორც ამ ქსელში არსებულ დამფუძნებელ კომპანიებში ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერის სახელიც. თავდაპირველად, ასევე, არ არსებობდა დავით კეზერაშვილის უშუალოდ „მილტონის ჯგუფთან“ დამაკავშირებელი საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად აღიარა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი „Milton Group“-ში იყო ჩართული.

BBC-მ თავისი გამოძიების ფარგლებში დაადგინა კეზერაშვილის მიერ ინტერნეტ-ბიზნეს პლატფორმა LinkedIn-ის გამოყენების ფაქტები, თავისი თაღლითური სქემების განსახორციელებლად. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელ-ფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები ექსკლუზიურად მხოლოდ „Milton Group“-ის კომპანიები იყვნენ. მისი „სარისკო კაპიტალის“ ფირმა, „Infinity VC“, ფლობდა ბრენდინგის და ვებ-დომენებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სათაღლითოდ უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას. კეზერაშვილს ასევე დაუდასტურდა კიევში განლაგებული საოფისე შენობის მფლობელობა, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო „ქოლ-ცენტრი“ (რომელიც ყიდის EverFX-ს), ასევე, ტექნიკური ფირმები, რომლებიც ახორციელებდნენ იმ ოფისების პროგრამულ უზრუნველყოფას, სადაც პოლიციამ გასული წლის ნოემბერში ჩხრეკა ჩაატარა.

დადგინდა, რომ კეზერაშვილი ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც შეიცავდა იმავე თაღლითური სქემის განხორციელების ტექნიკურ ფირმას. BBC-მ დაადგინა, რომ კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულინი არიან მილტონის ჯგუფის თაღლითურ სქემებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი „ტუზიდან“ ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია. BBC-მ ლონდონში აღმოაჩინა კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული, 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების სასახლე და ეცადა მასთან დაკავშირებას, ინტერვიუს აღების მიზნით. მაგრამ „ცნობილი“ ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელმა „რაღაც“ BBC-თან არ ჩათვალა მიზანშეწონილად პირდაპირი კავშირი და თავისი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი ან მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან.

„თქვა უფალმან, ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“ (ლუკას სახარება 12-2)“, – წერს დავით ქართველიშვილი.

რაც დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, პოლიტიკური დევნის კამპანიაა – ელენე ხოშტარია

„ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტვ „პირველის“ ეთერში „ბიბისის“ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, რის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ადრე კეზერაშვილთან კარგი ურთიერთობით სარგებლობდა და ახლა მის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთნენ.

„ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კეზერაშვილის მიმართ, მისი ბიზნესის მიმართ, ეს არის ადამიანების საქმეა და ყველა უნდა შეეჩვიოს რომ ყველანაირი კითხვა უნდა დაისვას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც „ფორმულა“ შეიქმნა და რაც მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური დევნის კამპანია, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ კეზერაშვილის დევნას, არამედ „ფორმულას“ დევნას, ოპოზიციის დევნას და ზოგადად მოცილებას, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს.

მესამე საკითხი – ე.წ. ქოლ ცენტრების თემა არის უბინძურესი და უმძიმესი საქმე. ქვეყნის სირცხვილია და მიდის საერთაშორისო გამოძიება. ნებისმიერი ვინც ამაში არის ჩართული, კატასტროფაა. ამ საქმეზე გამოძიებას თავად ოპოზიცია ითხოვდა, იმიტომ რომ ფაქტია საქართველოში ეს სისტემა ფუნქციონირებს, საკმაოდ მასიურია, ბევრი ახალგაზრდაა დასაქმებული და შეუძლებელია ეს სუსის მფარველობის გარეშე ხდებოდეს.

სამწუხაროდ, არცერთი გამოძიება ამაზე არ ჩატარებულა. ვნახეთ, რომ ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა.

ბოლო პუნქტი, რომელიც არ შემიძლია არ დავასახელო. მე ვხედავ რამდენიმე ძალიან არაკეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად სარგებლობდა დავით კეზერაშვილთან ურთიერთობით და დღეს, არ ვიცი რა მიზეზებით, უცებ კამპანიაში ჩაერთნენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის დამტკიცებული“, – აცხადებს ხოშტარია.

პური გაიაფდა

პური გაიაფდა. პირველადი მოხმარების სურსათსა და საწვავზე ფასების შემცირების შემდეგ, ღირებულებამ პურზეც დაიკლო. დღეიდან სავაჭრო ობიექტებში ფართო მოხმარების პურის სახეობებს მომხმარებელი 10 თეთრით ნაკლებად ყიდულობს. ამ შედეგებისთვის, ფქვილის ფასის კლების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწარმოებლებთან მოლაპარაკებას მართავდა.

პურის გაიაფება წინა კვირაში, მთავრობის სხდომაზე დაანონსდა. პრემიერის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პურის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დაიწყო. უწყებაში დღეს თქვეს, რომ საკვები პროდუქტის გაიაფება, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგია.

„არ მაინტერესებს ვინ რა გვარის არის დავიღალეთ ამ სიბინძურით”- ჩარკვიანი

ახალაიას კლანი იქნება, პეტრეს კლანი იქნება, მელიას კლანი იქნება,  არ მაინტერესებს, დავიღალეთ ამ სიბინძურით – ამის შესახებ პარტია „კანონი და სიმართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„არ მაინტერესებს ვინ რა გვარის არის. ახალაიას კლანი იქნება, პეტრეს კლანი იქნება, მელიას კლანი იქნება, არ მაინტერესებს, დავიღალეთ ამ სიბინძურით, რეფორმები მინდა სამართლებრივ ქვეყანაში, რომ კლანური მმართველობა და მკვლელები არ ბედავდნენ ტლინიკინს პირველ რიგში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

,,აშშ-ს საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს” – მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, შეერთებული შტატების საელჩოს სურს რომ კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, პირდაპირ ერევა მართლმსაჯულებაში. ეს ფაქტიც ამის პირდაპირი დადასტურებაა. როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს მოსამართლე არის კარგი და კეთილსინდისიერი, მეორე მოსამართლე კი არ არის კარგი და კეთილსინდისიერი, ანუ პრაქტიკულად ყოფს სიტუაციას, ეს არის აშკარა. სხვას კი არაფერს ვამბობთ. ელჩი გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ მოსამართლეებს ეუბნება: „შენ კარგი ხარ, იმიტომ რომ მიჯერებ, ამიტომ წაგიყვან ჩემთან ამერიკაში. ის ცუდია, იმიტომ რომ არ მიჯერებს და ამერიკაში ჩემთან არ წავიყვან“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

,, ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი” – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, კეზერაშვილი იშვიათი გარეწარია და ამისთვის საზოგადოებას „ბიბისის“ გამოძიება არ სჭირდებოდა.

„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის „ბიბისის“ გამოძიება. ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ რაც ჩვენი საწყობები რუსებმა  გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, კეზერაშვილმა ცხვარი ან ხარი დაკლა ბედნიერებისგან, იმიტომ რომ მანამდე რაც ჰქონდა მოპარული და შეჭმული, მიდი და გაიგე.

დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან, ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. აქ იყო და კეზერაშვილმა გაძარცვა ქართული ჯარი, ევროპაში წავიდა და გაძარცვა ევროპელი პენსიონერები“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.