Home Blog Page 1721

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა – დეტალები

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.

გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან.

გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი.

გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.

ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, “რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოვიყენოთ ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.”

“მადლობა ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ქვეყნის სანუკვარი მომავლის შენებას”

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით, ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განცხადებით, მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც საქართველოს მოუპოვებია დღევანდელი დღე ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გზაზე საქართველოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა.

„იშვიათი და უდიდესი პატივია ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს. გილოცავ საქართველო! მდიდარო, მრავალ საუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენი კაცებით. მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის. შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო. გილოცავ დღევანდელ დღეს!

მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენ სამშობლოს მოუპოვებია დღევანდელი დღე ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს თითოეულმა ქართველმა ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის, არც უბრალოდ გეოგრაფია და, არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის მსოფლმხედველობა, სულიერობა და ბუნებრივი მდგომარეობა, რაც განფენილია ქართველი კაცის ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში, სადღეგრძელოში, ადამიანის სიყვარულსა და მიმტევებლობაში.

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით, ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა ამ საერთო სიხარულის დადგომაში. ჩვენ დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ანდერძად დაგვიტოვა : „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“ – ეს სიტყვები ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლო გამარჯვების იმედით.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს სამშობლოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა.

ბოლოს, მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი, სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის -ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას. დიდება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“ეს არის იმ მუხლჩაუხრელი და დიდი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია” – ილია დარჩიაშვილი კანდიდატის სტატუსზე

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს აქვს გარანტირებულად იმის პოლიტიკური პირობა, რომ აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის შედეგი იმ მუხლჩაუხრელი და დიდი შრომის, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია. ეს იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოიტანა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

“დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება” – პრემიერი

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება – ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და ხალხმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა.

„მოგესალმებით ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, უპირველესად მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას!

ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას.

ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ – ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს.

ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ, ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება.

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება“,- განაცხადა პრემიერმა.

“სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, აქედან გამომდინარე, მისი ადგილი ამ ღონისძიებაზე არ იყო”

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – აქედან გამომდინარე, მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას: თუ რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლის საშუალება.

გარდა ამისა, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.

“ყველას ვულოცავ კანდიდატის სტატუსს. ხალხში ხედავთ როგორი განწყობაა – საზეიმო განწყობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზულო საფუძველი, ჩვენი ვიბრძოლეთ ქვეყნის წინსვლისთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ევროკავშირის ელჩს ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტყვა, მადლობა პირადად მას და ყველა ევროპელ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა კობახიძემ.

“ყველას გილოცავთ, ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი” – მამუკა მდინარაძე

ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.

“ის ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო. ეს არის მარტივი ამბავი. ყველას გილოცავთ. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ. ქალი, რომელიც იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, ფორმალურად ამ სტატუსს ინარჩუნებს, ამბობს, რომ არც შარშან და არც წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, თქვენი მხრიდან, თუ თემის გადატანის მცდელობაა, ეგ ცუდი ამბავია, ჩემი აზრით. ამის მიუხედავად გილოცავთ ყველას, – განაცხადა მამუკამ მდინარაძემ.

კითხვაზე, ულოცავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძემ ასე უპასუხა:

“ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის საქართველოს მტერია, პირდაპირ გეუბნებით”, – აღნიშნა მდინარაძემ.

“საქართველო წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი”

მსურს, თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროკავშირის ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამას ჩვენ საუკუნეები ველოდით, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებულიყო. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელი საქართველო გაერთიანებულია ერთი დიადი, დიდი მიზნის გარშემო, რასაც ქვია ევროკავშირის წევრობა, – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.

ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ვიცე-პრემიერმა 14 დეკემბრის ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში.

„ჩვენთვის ევროპაში ყოფნა ცივილიზაციური არჩევანია და შესაბამისად, ის აღემატება ეკონომიკურ, პრაგმატულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში, თითოეული ქართველისთვის საზეიმო დღეა და ჩვენ ყველა ვართ ემოციურები, როდესაც საქართველომ დღეს უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, 2014 წლიდან მოყოლებული გავიარეთ ეს გზა, როდესაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ყველა ვალდებულება შეასრულა და იყო გამორჩეული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო ასევე წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, საქართველო ყველა აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა და სამართლიანად მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. მან ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მონდომება, შრომა და პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

“ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა” – პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებას ქართულად მიმართა

დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

მისი თქმით, ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა.

„გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას. გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველოს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე, როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.
ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!” – პაველ ჰერჩინსკი

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, „საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას. გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველოს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე, როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“ვულოცავ საქართველოს, გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება, თქვენ ევროპა ხართ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს. გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება. თქვენ ევროპა ხართ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს და მოდით, ერთად ვიმუშაოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„გუშინდელი გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს. დღეს გაფართოების მიზეზები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი მსოფლიოში, რომელსაც არყევს მრავალი კონფლიქტი. ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს არის დიდი ინვესტიცია დემოკრატიებში, რომელიც დგას მაღლა და ერთიანად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

”ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ” – კახა კალაძე

დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, „ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში“ – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ.

„საქართველოს, ქართველ ხალხს, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამ ქალაქში ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები. თავისუფლება, კეთილდღეობა, თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპა გამოხატავს და რომლებიც ოდითგანვე თბილისური და ქართული კულტურის განუყოფელი შტრიხები იყო. მჯერა, რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა.

ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში – ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართული საზოგადოების ყველა თაობამ. კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროინტეგრაციისგან ყველაზე დიდი სარგებელი უნდა მიიღოს. საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოკრატიული გარდატეხა, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსის მიეღო. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ევროპელ დიპლომატებს და მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება – ჩემი მესიჯია: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად”

ქართველი ხალხისადმი ჩემი მესიჯია: მოდით სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება.

“გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან.

პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება, ვინაიდან, იმ მომენტში მაგიდასთან ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ეს გავაკეთეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი, პერსპექტივას ვხსნით, რაც ფუნდამენტური რამეა, ვინაიდან, ეს ევროკავშირის სახეს მომავალ წლებში, მომავალ ათწლეულებში შეცვლის, მაგრამ ეს ასევე, ამ ქვეყნებსაც შეცვლის. ამიტომ [ქართველი ხალხისადმი] პირველი მესიჯია – გილოცავთ, გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ… და მეორე მესიჯი: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები”, – განაცხადა მიშელმა.