“ყველას გილოცავთ, ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი” – მამუკა მდინარაძე

17
spot_img

ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.

“ის ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო. ეს არის მარტივი ამბავი. ყველას გილოცავთ. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ. ქალი, რომელიც იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, ფორმალურად ამ სტატუსს ინარჩუნებს, ამბობს, რომ არც შარშან და არც წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, თქვენი მხრიდან, თუ თემის გადატანის მცდელობაა, ეგ ცუდი ამბავია, ჩემი აზრით. ამის მიუხედავად გილოცავთ ყველას, – განაცხადა მამუკამ მდინარაძემ.

კითხვაზე, ულოცავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძემ ასე უპასუხა:

“ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის საქართველოს მტერია, პირდაპირ გეუბნებით”, – აღნიშნა მდინარაძემ.