Home Blog Page 1719

“ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით – მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე ნატო-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება.

კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას.

ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა – ნატო-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს!

გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია – არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება“! – აცხადებს ოქრიაშვილი.

“დღეს იქნება ეს თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება”-ლაშა დარსალია

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი იწყება. მოლაპარაკებების მონაწილეები შვეიცარიაში უკვე იკრიბებიან.ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს .

„ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება ის დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ახორციელებენ. შესაბამისად, ამ ფონზე წარიმართება მოლაპარაკებების ეს რაუნდი.

როგორც კი დევნილთა თემა დადგება, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის შლის რაუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს იქნება ეს თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ამაში განსაკუთრებული როლი უკავია ჩვენი პარტნიორების პოზიციას. ცალკე მინდა ხაზი გავუსვა იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს პარტნიორების მხრიდან აქვს.

ამ წუთას საქართველოს მოქალაქეების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა არის დაკავებული. რუსეთი პერიოდულად აკავებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს, იყენებს ამას როგორც ზეწოლის მექანიზმს და შემდგომ რამდენიმე მათგანის გათავისუფლება უნდა წარმოაჩინოს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცალსახად პროვოკაციული მიდგომა და პროვოკაციული მიდგომა ზოგადად“, – აცხადებს დარსალია.

“ექსპერტიზის თანახმად, ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტი აღმოჩნდა”

ექსპერტ ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტი აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ შსს-ს თანამშრომელმა, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარმა ექსპერტმა ალექსანდრე დადიანიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოწმის სახით წარსდგა.

მისი თქმით, საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა ჩატარდა.

„ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ლაზარე გრიგორიადისის კეპი, ჰუდი, ფეხსაცმელი და ქურთუკი, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ქურთუკზე იყო ნავთობპროდუქტი აღმოჩენილი. ქურთუკი თავიდან ბოლომდე არის გამოკვლეული“, – განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ვისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა – ვიდეო

ისლანდიაში, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანმა ამოხეთქა. კრატერიდან ამოფრქვეული მასა, ქვეყნის დედაქალაქიდანაც ჩანს.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, ვულკანის გააქტიურებას წინ ძლიერი მიწისძვრა უძღოდა. სტიქიის გამო, ავიარეისები გადაიდო.

“შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს”

კრემლში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი მიიღებს ზომებს, რომლებიც იქნება ანალოგიური იმ ნაბიჯებისა, რომლებიც იგეგმება ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უკვე დამდგარი ფაქტის კონტექსტში.

Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს

დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში  ისარგებლონ Visa  კონსიერჟის  და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:

  • კონცეპტ 360-ის უპირატესობები;
  • ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;
  • ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;
  • მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;
  • საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;
  • Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;
  • თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;
  • კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;
  • FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;
  • ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;
  • ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;
  • ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება  შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს.

R

 

 

 

მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან – Colorado Springs Gazette

აშშ-ის კოლორადოს შტატის მთავარ გაზეთში – Colorado Springs Gazette-ში (რომელიც 1874 წლიდან იბეჭდება და შტატის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს) გამოქვეყნებულია სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით „მივიწყებული ფრონტი: რუსები არმიაში გაწვევას თავს არიდებენ და საქართველოში გარბიან“ (ავტორები – ზიკ ლოიდი და მაიკლ ბრეთუეითი).

როგორც რედაქცია აცხადებს, კოლორადოს უნივერსიტეტის ორი ამერიკელი სტუდენტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს და მათ შთაბეჭდილებებს გაზეთი აქვეყნებს. ამჯერად მათი პუბლიკაცია საქართველოში ყოფნას ასახავს, ისინი ესაუბრებიან ქართველ ექსპერტებს…

„თბილისში ცხელი ზაფხული დგას. ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში ღამით ხალხმრავლობაა – აქ ბევრ ენაზე ლაპარაკს გაიგონებთ, მაგრამ სხვებთან შედარებით, ერთი ენა დომინირებს. ეს არც ქართულია და არც ინგლისური. ეს არის რუსული ენა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს. იმ დროს ქვეყანაში ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. რადგანაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, რუსული ენა თითქმის ყველა ქართველმა იცოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო, რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა საქართველოდან წავიდა, თუმცა მოსახლეობაში რუსული ენა ჯერ კიდევ ბევრმა იცის. 2010-იან წლებში რუსეთიდან ბევრი რუსი ჩამოდიოდა საქართველოში ტურისტის სახით, შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ქართული სამხრეთული ხილ-ბოსტნეულისა და კერძების დასაგემოვნებლად. მაგრამ ის, რაც შარშან, 2022 წელს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით, პატარა კავკასიური ქვეყნისათვის მოულოდნელი იყო – საქართველო რუსეთიდან დიდი მიგრაციული ტალღის წინაშე აღმოჩნდა: ომში გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, რუსი ახალგაზრდები საქართველოში გამორბოდნენ და თავს აფარებდნენ. ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ“, – აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები, რომლებიც ქართველ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრებიან:

„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებიდან ბევრი მხარს ვლადიმერ პუტინს უჭერს. უბრალოდ, მათ ომში გაწვევა არ სურთ“, – ამბობს პროფესორი. მისი აზრით, საქართველოში კრემლის მხარდამჭერი რუსების რაოდენობის ზრდა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველია, მიგრანტებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი ისეთი პიროვნება შემოდის, რომლებიც კრემლის ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

„როცა რუსეთი 15 წლის წინათ, 2008 წელს, საქართველოს თავს დაესხა, კრემლი ჯარის შემოჭრას იმით ამართლებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებებს იცავდა“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

„რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს საქართველოსთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, ქართული არმია მარტოდმარტო უმკლავდებოდა რუსულ აგრესიას“, – აღნიშნავს სტატიის ავტორებთან საუბარში ლაშა ჭანტურიძე, აშშ-ის ნორვიჩის უნივერსიტეტის (ვერმონტის შტატი) პროფესორი.

დღეისათვის რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% [აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები] ოკუპირებული აქვს, რომლებშიც მილიტარიზებულია – იქ მოსკოვს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს კრემლის აგენტების გამოვლენას, რომლებიც, როგორც ჩანს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სიტუაცია ქვეყნის შიგნით გააკონტროლოს, მაგრამ მას არ შეუძლია მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების ჩატარება უცხო ქვეყნის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან“, – ამბობს ლაშა ჭანტურიძე.

„რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გარკვეულ საშიშროებას უქმნის. თავის მხრივ, რუსები იძულებულნი არიან უცხო ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვივნონ და ხშირად მოისმინონ ქართველების საყვედურები თავიანთი ქვეყნის – რუსეთის მიმართ. ბევრი მათგანი უკან არ ბრუნდება“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო

“დღეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსები 50/50-ზეა”- დავით ქართველიშვილი

„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს”- ასე ეხმაურება  „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსები 50/50-ზეა.

„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს. ის უკვე ფაქტობრივად ალიანსშია ამ ეტაპზე „სასწავლო პოლიგონის“ სახით. ეს ფაქტია და მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ამას ითხოვდა დასავლეთისგან თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და უკრაინა ამ სტატუსს ეღირსა. საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით. მერკშაიდერის უკვდავ შეკითხვას მდივან სტოლტენბერგის მისამართით: „დალოდების უფლება ხომ გვაქვს?“ თამამად გვიპასუხეს, რომ შეგვიძლია დაველოდოთ. საკონტროლო შეკითხვას: „ხომ არ იცით, მიგვიღებენ თუ არა?“ ასევე დამაიმედებელ პასუხს გვაძლევენ („შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა“). მეტი რა ჯანდაბა გვინდა? ასე რომ, ჩვენი შანსები კვლავ 50/50-ზეა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 100/0-ზე, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე 0/100-ზე.

თუ გვსურს, ჩრდილო-ატლანტიკურ „ავტობანზე“ უკრაინას არ ჩამოვრჩეთ ან გავასწროთ კიდეც: ამის ფორმულა და ცოცხალი მაგალითიც იგივეა“, – წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/posts/pfbid0w5G7qDFtSoxbPpV38pwvdAxu1VhFcwBg97MQmfAwebvWq7r2kZSACtyXeGLLoutil

ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.

„დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს დააახლოებს უკრაინას ნატოს-თან, სადაც მისი ადგიულია. ჩვენ ასევე გადავდგამმთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ალიანსის წევრი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრებოდა სამიტს. ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონსაც და განაცხადა, რომ ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.

 “ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამიტს “ტვიტერზე” ეხმაურება.

“ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.

საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!”, – წერს პრეზიდენტი.

“როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მოიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი”-ზელენსკი

მივიღეთ სიგნალები, რომ უკრაინის გარეშე ფორმულირება განიხილება. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ უკრაინის გარეშე ფორმულირება განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება ეხება მხოლოდ მოწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის როგორც მოწვევის, ისე გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება „უცნაური ფორმულირება პირობებზე“ უკრაინის მოწვევისთვის.

„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მოიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გაურკვევლობა სისუსტეა“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამიტზე განიხილავს.

ვილნიუსის სამიტი: რა შეიცვლება უკრაინისთვის და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვილნიუსის სამიტი: რა შეიცვლება უკრაინისთვის და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

კიდევ ერთი ისტორიული სამიტი ევროპის კონტინენტზე საომარ ვითარებაში – ნატო უკრაინის წევრობის ბედს წყვეტს. 11-12 ივლისს ვილნიუსი სამიტს მასპინძლობს, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რამდენად პირდაპირი და სწრაფი იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანება. სამიტის დაწყების წინა დღეს, უკრაინის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია – უკრაინა ალიანსის წევრი „სამოქმედო გეგმის“ – იგივე “მაპის” გარეშე გახდება. ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამიტის გზავნილებს ახლა გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა და რეალური გავლენა ექნება, როგორც კიევში თუ ფრონტის ხაზზე, ისე – მოსკოვში. სწორედ ამიტომ მათი აზრით, ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე დაშვებული შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და უნდა გასცდეს დაპირებას „ღია კარის“ პოლიტიკის თაობაზე. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნატოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, სამხედრო მეთაურებს, ანალიტიკოსებსა და ყოფილ დიპლომატებს ესაუბრა.
რა შეიცვლება უკრაინისთვის?

„ვილნიუსის სამიტი არის ამ თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი. მოდით, ნუღარ გავიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომას“, – ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. რასმუსენი ფიქრობს, რომ 15 წლის შემდეგ, ევროპის მიწაზე კიდევ ერთი ომის პირობებში, ალიანსმა შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზოს. ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, მსოფლიო ლიდერებს წესით ახლა უკეთ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოსა და უკრაინის „რუხ ზონაში“ დატოვებამ არათუ არ შეაკავა პუტინი, არამედ, პირიქით, მას ომის შესაძლებლობა მისცა.

„უკრაინა უკვე 15 წელია მოსაცდელ ოთახშია. ეს არაა უსაფრთხო ადგილი. დადგა დრო, რომ ის უსაფრთხო ადგილას გადავიყვანოთ… სწორედ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეუთავაზებლობამ წააქეზა ვლადიმირ პუტინი“, – აღნიშნავს ანდერს ფოგ რასმუსენი და განმარტავს, რომ „რუხი ზონები“ „საშიში ზონებია“, და ნეიტრალიტეტს უსაფრთხოება არ მოაქვს, რაც ფინეთმა და შვედეთმა კარგად გაიაზრეს.
ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ძალიან საშიშია ის არგუმენტები, რომელიც ბევრი ლიდერისგან ისმის იმის შესახებ, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებსა და წევრობას არ უნდა ელოდოს მანამ, სანამ საომარი მოქმედებები არ შეწყდება. რადგან ეს მხოლოდ მეტად წააქეზებს პუტინის აგრესიულ მისწრაფებებს:

„ეს უკიდურესად საშიში არგუმენტია. თუკი ნატოს წევრობა და უსაფრთხოების გარანტიები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზეა დამოკიდებული, მაშინ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მეტ მოტივაციას ვაძლევთ, რომ ომი გააგრძელოს. [უკრაინის] მოწვევით კი ვეტყვით მას: უკრაინა ნატოს წევრი გახდება! დიახ, არა ერთ ღამეში, მაგრამ ამ პროცესს ვერ შეაჩერებ, ჩვენი კარი მისთვის ღიაა და შენ არ ხარ კარისკაცი“. განმარტავს ყოფილი გენერალური მდივანი.

2008 წლის გაკვეთილებს განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიც. ის ფიქრობს, რომ ალიანსის მტკიცე ნაბიჯები არა ესკალაციას, არამედ ომის სწრაფად დამთავრებას და სხვა ომების თავიდან აცილებასაც შუწყობს ხელს. „2008 წელს ბუქარესტში ჩვენი, გერმანიის და საფრანგეთის მოსაზრებები გაიყო უკრაინისა და საქართველოსთვის “მაპის” მინიჭების თაობაზე. ეს პუტინისთვის არა პროვოკაცია, არამედ შესაძლებლობა აღმოჩნდა. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანელები და ფრანგები ურყევად ეწინააღმდეგებოდნენ მათი წევრობის განხილვას ახლო მომავალში. და პუტინმა ეს შესაძლებლობად აღიქვა. ის ორი ქვეყანა, რომელშიც პუტინი ამ სამეზობლოში შეიჭრა, სწორედ საქართველო და უკრაინაა, ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, – ამბობს სტივენ ჰედლი.

„რუხი ზონები“ რომ მხოლოდ მწვანე შუქი აღმოჩნდა პუტინისთვის, ამას არაერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსს სამიტამდე „პოლიტიკური მოწვევის“ გაჟღერებისკენ მოუწოდებდა, რასაც ექსპერტთა დიდი ნაწილი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა. მათი აზრით, კრიტიკული მნიშვნელობას ახლა იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ვადების განსაზღვრას აქვს, რაც გაწევრიანების პროცესის დასასრულებლად იქნება საჭირო.

„თუკი მოკავშირეები უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ გამონახავენ, მეორე საუკეთესო გამოსავალი გაწევრიანებამდე ნათელი და პუნქტობრივი გეგმის დასახვაა. პირველ ყოვლისა, „მაპ“-ის გაუქმება, როგორც ფინეთ-შვედეთისთვის მოხდა. ფაქტია, რომ ახლა უკრაინის ჯარი ალბათ ევროპაში ბრძოლისთვის ყველაზე მომზადებული არმიაა. ამასთან, უნდა დაიდოს პირობა, რომ გაფართოების საკითხი მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე გადაიხედება”, – განმარტავს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ერთი მხრივ უკრაინამ, მეორე მხრივ კი მოსკოვმა ამ სამიტიდან კონკრეტული გზავნილები უნდა მოისმინონ, რაც „წევრობის სამოქმედო გეგმის“, იგივე „მაპის” გარეშეც შეიძლება. ისინი უკრაინისთვის „მაპის“ გაუქმებასთან ერთად, ურთიერთობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადატანას ელოდებიან. „ნატო ყოველთვის ამბობდა, რომ “მაპი” აუცილებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა ვნახავთ, რომ ის გაუქმდება, როგორც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. ვნახავთ ნატო-უკრაინის კომისიის ნატო-უკრაინის საბჭოდ გადაკეთებასაც, რაც შეიძლება პატარა განსხვავებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემს მოკავშირეების გვერდით ისხდნენ და არაერთ მნიშვნელოვან განხილვაში მიიღონ მონაწილეობა ნატოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნატო ალბათ ასევე შესთავაზებს უკრაინას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის, გრძელვადიანი დაგეგმარების და ურთიერთთავსებადობის გაზრდაში დახმარებას“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი.

ნატოს ყოფილ მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ფილიპ ბრიდლოვს მიაჩნია, რომ ამჯერად ორაზროვნება ან ბუნდოვანი პირობები დაუშვებელია. ვილნიუსში აღარ უნდა გაიმეორონ არც ბუქარესტის, და არც ბუდაპეშტის გამოცდილება: „ჩვენ ვიცით, რა არ უნდა მოხდეს, რა არ შეიძლება რომ იყოს გზავნილი და ესაა ბუდაპეშტის მსგავსი კიდევ ერთი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც არ გრძნობენ თავს ვალდებულად, რომ შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები“, – ამბობს თადარიგის გენერალი და დასძენს: „ამჯერად, გამოყენებული ენა, ლექსიკა უნდა იყოს არა შეთავაზების, არამედ – მავალდებულებელი ხასიათის, რათა მსოფლიომ დაინახოს: ეს ერები ერთგულნი იმის, რისი შესრულების პირობაც უკრაინის უსაფრთხოებისა და დაცულობის შესაქმნელად დადეს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყურება ეს დარღვეული შეთანხმება და ახლა იგივე ვეღარ მოხდება, ის ბევრად ძლიერი უნდა იყოს.“

ბალტიისპირელი ლიდერების აზრით და გამოცდილებით, ერთადერთი რამ, რასაც რუსეთის მიერ მეზობლების მიმართ აგრესიის ციკლის დასრულება შეუძლია, არის ნატოს წევრობა. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ განვსაზღვროთ პრაქტიკული გზა წინ წასასვლელად და ჩვენც უნდა გავაგზავნოთ იმედის ძლიერი გზავნილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სანგრებში, რომ ჰორიზონტზე ნატოს წევრობის პერსპექტივით, ისინი რუსეთთან თავიანთ ბოლო ომს იბრძვიან“ – აცხადებს კაია კალასი, ესტონეთის პრემიერი.
ნატო და საქართველო თუკი 2008 წელს ალიანსი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ერთდროულად საუბრობდნენ, თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოზე, როგორც უკრაინის მსგავს, წევრობის სერიოზულ კანდიდატზე, ახლა არ იმსჯელებენ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ხელიდან გაშვებული მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი , საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი, ევრაზიის კვლევების დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის „გზები გაიყარა”: „2008 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად, საქართველო და უკრაინა იყო ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა. ეს ტანდემი, ეს კავშირი გაწყდა. ახლა ნატო უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. დიახ, ალიანსში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, რამდენად პირდაპირი უნდა იყოს კიევის გზა, მაგრამ მე არ მესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე გადაწყვეტილებები იყოს განხილული ამ სამიტისას საქართველოს ნატოს წევრობასთან მეტად დასაახლოებლად. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება“, – მიიჩნევს ჰამილტონი.

11-12 ივლისს ვილნიუსში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვედეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები.

“სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას”, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

“ამერიკის ხმის” კითხვაზე პასუხად, ამ თემაზე თეთრ სახლშიც გააკეთეს კომენტარი: “საქართველო ნატოს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ამერიკა აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ “ამერიკის ხმისთვის” გაკეთებულ განცხადებაში.

მაშინ, როცა ქართული შეიარაღებული ძალების მზაობა და დამსახურება ნატოს ყოფილი მთავარსარდლებისთვის ეჭვს არ იწვევს, შეშფოთების საგნად სწორედ პოლიტიკური ნაწილი რჩება. სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს არ უწყობს ხელს ის კითხვები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ მიმართულებასთან და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით არსებობს.
“სამხედრო თვალსაზრისით მათ ყველა მოლოდინი დააკმაყოფილეს, რაც კი ჩვენ ნატოს ახალი წევრისგან გვენდომებოდა. ამ მხრივ ისინი მოწვევის კრიტერიუმებსაც კი სცდებიან”, – ამბობს ფილიპ ბრიდლოვი, ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თუმცა განმარტავს, რომ არსებობს მოსაზრებები პოლიტიკური კუთხით, იმის შესახებ, რომ საქართველო შესაძლოა უკან მიდიოდეს.

“ნატოსა და ამერიკაშია ყველას არ მგონია ესმოდეს ის „რუხი ზონები“ ან ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიგნით აწარმოებს. ჩვენ ვხედავთ საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოწვევა შეუქმნას იმ მიმართულებას, თუ საით შეიძლება მიდიოდეს საქართველო. ვხედავთ რუსულ გავლენას თითქმის ყველაფერში ამასთან დაკავშირებით. და ჩვენ ეს გვაწუხებს”, – დასძენს თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი.

როგორი გადაწყვეტილებებითაც უნდა დამთავრდეს ვილნიუსის სამიტი კიევისთვის, ამერიკის დედაქალაქში აწუხებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ნაწილი არ არის და ამის მიზეზი თბილისის მხრიდან ნაკლები აქტიურობაა.
ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ახლა მოკავშირეები იმ კონკრეტულ გზებს განიხილავენ თუ როგორი იქნება მომავალში ნატოს ურთიერთობა უკრაინასთან, და არა – საქართველოსთან.

“რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”, – უთხრა “ამერიკის ხმას” დენ ფრიდმა.

ნატოს სამიტის მოახლოების ფონზე უკრაინის ჯარი რუსეთის საოკუპაციო ძალებს უტევს და ცოტა ხნის წინ დაწყებულ კონტრიერიშს აგრძელებს. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის უსაფრთხოების მიმდინარე პრაქტიკულ და გრძელვადიან საჭიროებებზე ქმედითი ნაბიჯების შემუშავება იქნება. უკრაინა კი ნატოს წევრ ქვეყნებს კვლავ თანამედროვე და დასავლური შეიარაღების მიწოდებას სთხოვს.

წყარო