“დღეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსები 50/50-ზეა”- დავით ქართველიშვილი

198
spot_img

„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს”- ასე ეხმაურება  „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსები 50/50-ზეა.

„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს. ის უკვე ფაქტობრივად ალიანსშია ამ ეტაპზე „სასწავლო პოლიგონის“ სახით. ეს ფაქტია და მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ამას ითხოვდა დასავლეთისგან თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და უკრაინა ამ სტატუსს ეღირსა. საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით. მერკშაიდერის უკვდავ შეკითხვას მდივან სტოლტენბერგის მისამართით: „დალოდების უფლება ხომ გვაქვს?“ თამამად გვიპასუხეს, რომ შეგვიძლია დაველოდოთ. საკონტროლო შეკითხვას: „ხომ არ იცით, მიგვიღებენ თუ არა?“ ასევე დამაიმედებელ პასუხს გვაძლევენ („შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა“). მეტი რა ჯანდაბა გვინდა? ასე რომ, ჩვენი შანსები კვლავ 50/50-ზეა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 100/0-ზე, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე 0/100-ზე.

თუ გვსურს, ჩრდილო-ატლანტიკურ „ავტობანზე“ უკრაინას არ ჩამოვრჩეთ ან გავასწროთ კიდეც: ამის ფორმულა და ცოცხალი მაგალითიც იგივეა“, – წერს ქართველიშვილი.

https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/posts/pfbid0w5G7qDFtSoxbPpV38pwvdAxu1VhFcwBg97MQmfAwebvWq7r2kZSACtyXeGLLoutil