Home Blog Page 1708

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„ყურადღება! სარაკეტო საფრთხე მთელ უკრაინაში! სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) MiG-31K აფრინდა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.

“განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს” – ენტონი ბლინკენი

ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასამაგრებლად.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. მისივე თქმით, ყველგან, სადაც ის ჩადიოდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ლიდერები ხაზს უსვამდნენ შეშფოთებას კონფლიქტის გავრცელების გამო და პირობას დებდნენ, რომ გამოიყენებდნენ თავიანთ გავლენას ომის ესკალაციის შესაჩერებლად.

ბლინკენის განცხადებით, ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება „მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის გამო”.

„ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს”, – განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელის ლიდერებთან შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი ამის საშუალება იქნება და რომ მათ არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზა.

„გვჯერა, ისრაელის მთავრობასაც სჯერა, რომ დიპლომატიური გზა არის საუკეთესო გზა უსაფრთხოების მისაღწევად და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ განვაგრძობთ“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდება უსაფუძვლოა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით 0 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი -8გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს, ჰაერი +3გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლი და -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -5, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს.

თოვლია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია თოვლი.

გურჯაანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით თოვლჭყაპი და +5 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი რუსთავშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კერძოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

,, მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მარადიული ომია პროგრესის გარეშე”- ილონ მასკი

მე მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის მარადიული ომი პროგრესის გარეშე, – განაცხადა SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა.

“კიდევ 65 მილიარდი დოლარი უკრაინას? როგორია საბოლოო შედეგის სტრატეგია? მე მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის მარადიული ომი პროგრესის გარეშე. უბრალოდ ვწირავთ ქვეყნის [უკრაინის] ახალგაზრდობას ყოველგვარი ტერიტორიული მიღწევების გარეშე”, – აღნიშნა ილონ მასკმა.

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ შესაძლებელია, ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. ამ დღეს პრობლემების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ გირჩევთ, მომხდარზე მყისიერი რეაქცია გქონდეთ და სირთულეებზე თვალი არ დახუჭოთ.

კურო

თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ ასეთი გეგმები გქონდათ, ჯობს ხვალისთვის გადადოთ.

ტყუპები

ნუ ეცდებით, რომ ამ დღეს საკუთარი მოვალეობები ვინმეს გადააბაროთ. საეჭვოა, რომ მათი მუშაობის შედეგი მოგეწონოთ. ზოგადად, ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა კოლექტიურზე გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

იანვარი ფინანსურად რთული თვე იქნება, ამიტომ დროა, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მოძებნით. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

ლომი

ამ დღეს ზოგი მოვლენა უსამართლობად გეჩვენებათ, მაგრამ სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ და კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.

ქალწული

ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ – ყურადღება მიაქციოთ, ესაუბროთ და გაახაროთ. ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ.

სასწორი

ამ დღეს ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. სარისკო პროექტები მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ უთანხმოებასაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

მორიელი

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ და თქვენს შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, თხოვნაზე უარით უპასუხოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ამიტომ გირჩევთ, ყველა საქმე კარგად დაგეგმოთ. ამ დღეს ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

თხის რქა

ათი საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ საქმის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ და სრულყოფილად გაუმკლავდებიან. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, თუ ახალი შესაძლებლობებით სწორად ისარგებლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყოთ – მოსალოდნელია თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთის დანაკარგი.

მერწყული

თუ ამ დღეს გაზრდილი ემოციურ ფონს ვერ გაუმკლავდით, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო პროექტის დაწყების და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.

თევზები

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში და მხოლოდ ის ოპერაციები განახორციელეთ, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

,,შესაძლოა, ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი ღაზაში”- დევიდ ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, შიშობს, რომ შესაძლოა, ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი ღაზაში.

„რა თქმა უნდა, ყოველდღე ვუყურებ მომხდარს და ვსვამ კითხვებს: შეესაბამება ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს? შეეძლო თუ არა ისრაელს, უკეთესად ემოქმედა, რომ თავიდან აეცილებინა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი? რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებ. ყველა ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, არღვევს თუ არა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

ამასთან, როგორც მედია წერს, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან, მაგრამ ასევე მოუწოდა მის სამხედროებს, გამოიჩინონ თავშეკავება და იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ღაზაში შეტევისას.

მედიის ცნობით, დევიდ ქემერონმა პირდაპირ არ უპასუხა კანონმდებლებს, მიიღო თუ არა იურიდიული რჩევა იმის შესახებ, რომ ისრაელმა შესაძლოა, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ინციდენტმა გააჩინა კითხვები, იყო თუ არა დარღვევები.

,,მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს,”- დონალდ ტრამპი

მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, – ამის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში, „თრუსში“ წერს.

ტრამპის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში „ჯო მზად უნდა იყოს ბრალდებისთვის“.

„რა თქმა უნდა, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, იმუნიტეტი მქონდა. მე არ ვაწარმოებდი წინასაარჩევნო კამპანიას, არჩევნები დიდი ხნის დასრულებული იყო. მე ვეძებდი ხმების გაყალბებას და ვიპოვე ის, რაც ჩემი ვალდებულება იყო. სხვა მხრივ, ვმართავდი ქვეყანას“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრო. სასამართლომ პროცესზე მხარეთა არგუმენტები მოისმინა. დონალდ ტრამპმა სასამართლო უკვე დატოვა.

დინამო თბილისი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა – საფეხბურთო კლუბის განცხადება

დინამო თბილისი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დინამო თბილისი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს დინამოსთან არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და შესაბამისად ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.

დინამო თბილისი თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში“, – ნათქვამია განცხადებაში. 

,,უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გზა ირანსა და “ჰეზბოლაზე” დიდი ზეწოლის განსახორციელებლად”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა „ჰამასთან“ ომი ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რათა უზრუნველყონ ისრაელის მძევლების დაბრუნება და მოქალაქეების უსაფრთხოება.

ისრაელ კაცის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელის სამხედროებსა და “ჰეზბოლას” შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში.

“ამიტომ გზა უნდა ვიპოვოთ. დიპლომატიური გზა უნდა ვიპოვოთ ირანსა და “ჰეზბოლაზე” დიდი ზეწოლის განსახორციელებლად. საქმე ის არის, რომ ახლა დიდი ზეწოლა მოვახდინოთ ხვალინდელი ომის თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ “თავიდან ავიცილოთ ომი “ჰეზბოლასთან”, რომელიც, მისი თქმით, “გაანადგურებს ლიბანს”.

დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს – „ბლუმბერგი”

გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, „დიდი შვიდეულისა“ და „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთმა ქვეყანამ 16 დეკემბერს, საუდის არაბეთში უკრაინის წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე კი, მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაზე პროგრესი არ ყოფილა. მედიის ცნობით, უკრაინა და „დიდი შვიდეულის“ წევრები ეწინააღმდეგებიან „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კიევმა და მისმა მოკავშირეებმა „დიდი შვიდეულიდან“ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.

აქვე „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა მკაფიოდ გახადეს, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირი და აშშ კი დარწმუნებული არიან, რომ მათი ფინანსური მხარდაჭერა დამტკიცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.