Home Blog Page 1705

,,მძევლების გათავისუფლება გადაიდო”- „ჰამასის“ სამხედრო ფრთა

„ჰამასის“ სამხედრო ფრთა, „კასამის ბრიგადა“ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო.

მათი თქმით, შეთანხმების შეწყვეტის ორი მიზეზი აქვთ. პირველი მიზეზია, რომ ისრაელმა მძევლების გათავისუფლება გადადო, მეორე მიზეზად კი, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში სატვირთო მანქანების არდაშვებას ასახელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ისრაელსა“ და „ჰამასს“ შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს იგეგმებოდა. „ჰამასს“ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც, ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.

,,ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ”- პაველ ჰერჩინსკი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვისას, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ გაჩუმდნენ, რადგან, მისივე თქმით, ეს არის ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა.

„დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანი მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა. სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. 

ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა. საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ…

დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი – ნუ გაჩუმდებით!. ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველო მოსახლეობის პრობლემა. 

თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში, ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“, – თქვა ევროკავშირის ელჩთან ვიდეომიმართვისას. 

,,ოპოზიციის წარმომადგენლები, ახლა ახალი თემის ძიებაში არიან”- ჩიქოვანი

არაერთხელ ყოფილა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნათქვამი, რომ რა თქმა უნდა, უმთავრესი პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, მაგრამ ოპოზიციასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა აქ პასუხისმგებლობის ნატამალს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური რეკომენდაციის იმედად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აპირებდნენ ამის გამოყენებას დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის. ეს არის ფაქტი, არც დაუმალავთ. ახლა არიან ახალი თემის ძიებაში, რომელიც ამ ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყენონ“, -აღნიშნა ჩიქოვანმა.

სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა

ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახლაგაზრდობა შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„ხელმოწერების ეს კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ჩვენი სურვილისა და ნების გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი მომავალია. კამპანია არის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ხმა გაუგზავნოს ევროპას და უთხრას, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის თითოეული მოქალაქის განაცხადი და პირველ რიგში, ახალგაზრდების, რადგან ეს არის ის სივრცე სადაც შეხვალთ, იცხოვრებთ და რომელიც ნამდვილად შეცვლის და გააძლიერებს თქვენს ყოფას, გააძლიერებს საქართველოს იდენტობას, საქართველოს კულტურას, მიცემს ამ კულტურას მეტ გაშლას, მეტ საშუალებას, რომ სხვებმაც გაიცნონ, ამიტომ ეს არის ერთად – ევროპა და საქართველო, სწორედ ის ორი დროშა, რაც დღეს აქ გვაქვს და რითიც ვამაყობთ.

ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამპანიაში იღებთ მონაწილეობას. ეს არის თქვენი კამპანია, კიდევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ჩემი კამპანია, დაწყებულია ჩემ მიერ და გადმოგეცით თქვენ. ეს არის თქვენი კამპანია. ასე რომ, აქ არანაირი სხვა, პოლიტიკური დატვრითვა მას არ გააჩნია. ეს ნამდვილად მხოლოდ თქვენი კამპანიაა ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესეც ევროპული საკითხია და ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში, ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ნამდვილად არა მხოლოდ ევროპული ბროლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის: ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

,,საქართველოს ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი აქვს”- დავით მათიკაშვილი

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით.

„მივესალმებით ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი გვაქვს” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე.

დავით მათიკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვა და სხვა მიმართულებით.

მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები სხვა და სხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

გორი-კვარხეთის გზაზე მომხდარ ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს.

მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ნისლის დროს მოხდა.

,,ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი”- გაგლოევი ფაშინიანის განცხადებაზე

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თქვა, რომ „ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს მისი აზრი არ აინტერესებთ“. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ჩვენ პატივს ვცემთ სომეხ ხალხს, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მძიმე ვითარებაში დატოვა მთიანი ყარაბაღი. მან უღალატა საკუთარ ხალხს, ძირითადად ეროვნებით სომხებს, რომლებიც სომხეთისგან დახმარებას ელოდნენ. პაშინიანს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ეღიარებინა არცახის დამოუკიდებლობა. ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი.

დღეს სამხრეთ ოსეთი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის და რიგი სხვა ქვეყნების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა გაგლოევმა.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში, კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თბილისს ხმა კენჭისყრაში მონაწილე FIE-ის 134 დელეგატიდან 120-მა მისცა.

ცნობისთვის, წინა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში 2023 წელს მილანში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მისი მფლობელი სანდრო ბაზაძე გახდა.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული”- ბექა ოდიშარია

ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის შეუქცევადი პროცესია დაწყებული, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება და ამას ვერ უშველის პატიმარ სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები. უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დაშლისთვის შექმნილი ერთობის მანიფესტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის აღიარებამ ცხადი გახადა, რომ გაერთიანების მიზნით შექმნილი დოკუმენტი, პარტიიდან ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის ჩამოსაშორებლად მომზადდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის წევრად აღარავინ განიხილავს.

,,მზად ვარ ყველა კონსულტაციაში ჩავერთო”- ხათუნა სამნიძე

9 პუნქტის შესასრულებლად საჭიროა კონკრეტული ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება კონსულტაცია და მე მზად ვარ ყველა კონსულტაციაში ჩავერთო, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„აუცილებელია თანამშრომლობა და როგორც ჩანს ამ თანამშრომლობის შესაძლებლობები შესაძლოა გამოჩნდეს იქედან გამომდინარე, რომ 9 პუნქტის შესრულება არ ჩაითვლება და შეუძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ თავდასხმის რეჟიმში იქნება ოპოზიციის მიმართ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა საბოლოო სახეს ორშაბათს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, შემუშავებული იქნება ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.

ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება – სალომე ზურაბიშვილი

ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.