ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვისას, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ გაჩუმდნენ, რადგან, მისივე თქმით, ეს არის ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა.
„დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანი მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა. სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად.
ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა. საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ…
დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი – ნუ გაჩუმდებით!. ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველო მოსახლეობის პრობლემა.
თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში, ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“, – თქვა ევროკავშირის ელჩთან ვიდეომიმართვისას.