Home Blog Page 1705

“სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?!”

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გახარია, მის გუნდთან ერთად ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

„გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ სხვადასხვა წონით კატეგორიები არიან და იმიტომ, სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?! მაინც რა გამართლება ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? მარტივი: რაღაცით უნდათ ყურადღების მიქცევა ამ ხელმოცარულებს?! მანამდე ლილუაშვილი გამოვიდა და იქნებ ძველ საპრეზიდენტო მოდელს დავუბრუნდეთო იძახდა. სავარაუდოდ გახარია ჰყავდა წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ბუჩუკური გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში და თავისივე სისულელეებში ძალიან სასაცილოდ აიხლართა. მოკლედ არ იციან რა ქნან ოღონდ რამენაირად ყურადღება მიიქციონ.

ბოლოს ალბათ გამოვლენ და იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის პრეზიდენტს გახარიას შესთავაზებენ მწვრთნელად… ისე, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ძალიან კარგად ჟღერს გახარიასადმი, წესით ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა!” – წერს ნიკოლეიშვილი.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

“დიდი ბრიტანეთს დღეს სურს უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ეს ნიშნავს – მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის,” – განაცხადა სუნაკმა.

“ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ”

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ და ბრიტანეთი არაპროპორციულ ძალას იყენებენ, როგორც ამას ისრაელი აკეთებს პალესტინაში.

„იემენი, „ჰუსიტებთან“ ერთად და მთელი ძალის გამოყენებით, ამბობს, რომ გასცემს აუცილებელ პასუხს რეგიონში ამერიკასა და ინგლისს. ამბობენ, რომ აქ ოდნავი უმოქმედობის ადგილი არ არის. ამ დროისთვის, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიახლეებს ძალიან განსხვავებული არხებიდან. ჩვენ გვესმის სხვადასხვა არხებიდან, რომ „ჰუსიტები“ ძალიან წარმატებულ თავდაცვას ახორციელებენ და წარმატებით პასუხობენ ამერიკასა და ინგლისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

12-15 იანვარს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

“რუსები სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ” – კირილ ბუდანოვი

რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის აღნიშნული გადაწყვეტილება მის სამხედრო ფლოტზე უკრაინული თავდასხმების მიერაა გამოწვეული.

„ჩვენ რეგულარულად ვურტყამთ მოწინააღმდეგის სამხედრო ფლოტსა და საპორტო ნაგებობებს, ამიტომ რუსებს სასწრაფოდ მოუწიათ ყველაფრის სამხეთ-აღმოსავლეთში გადატანა. ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი, ისევე როგორც გაზის მომპოვებელი პლატფორმები, უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე საზღვაო საექსპორტო დერეფნები კვლავ ფუნქციონირებენ, ომის მიეს გამოწვეული რისკების მიუხედავადაც.

უცხოური ვალუტის კურსი 13 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9308 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.

“დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია” – რომან გოცირიძე

დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია – ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით, მას უახლოვდება სანქციები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა დანიის ელჩის OpEd-თან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

გოცირიძის თქმით, „ივანიშვილს თავის დროზე ვერდიქტი ევროპარლამენტმა გამოუტანა“, რომელმაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვა დაასანქცირონ ივანიშვილი, თუმცა, სანქციების დაწესება სტატუსის მიცემამდე, ქვეყანას დააზიანებდა, ამიტომ გოცირიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი არჩევნებამდე დაასანქცირონ, რაც მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოზე იქნება დამოკიდებული.

„არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ”, – განაცხადა გოცირიძემ.

“ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ სახე კარგად გამოეჩინა” – დავით მათიკაშვილი გახარიაზე

გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები ავნონ თავის ქვეყანას.

„გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხალხი, რომელმაც ფაქტობრივად მას მანდატი მისცა იმისთვის, რომ ის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, მიატოვა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი, სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა, რომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნა განხორციელებულიყო და ზუსტად ერთ დღეში, თუ ორ დღეში ის გადადგა თანამდებობიდან და ამით აბსოლუტურად ხაზგასმით აჩვენა ის ვაი-პოლიტიკოსის სახე, რომლის საქციელიც წესით აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო მის მიერ ნაბიჯები. სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის სვლა, რომლის შესახებაც დამერწმუნეთ, როგორც სამეგრელოში, ასევე, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ყველამ ყველაფერი იცის გადასარევად და ეს მართლაც არის 2%-იანი პარტია და 2%-იანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ 2%-ს ვერაფრით გაცდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა” – „ჰუსიტების“ წარმომადგენელი

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი იყო“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ჰუსიტები“ გააგრძელებენ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებს.

„იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი ისრაელის გემების ნავიგაციის აღკვეთას არაბულ და წითელ ზღვებში“, – განაცხადა სარეემ.

“ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა” – გია ვოლსკი

ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოხატოს კრიტიკა ხატის ელემენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა ეკლესიაზე თავდასხმაა.

ვოლსკიმ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ქმედება უწოდა.

“პირველი – გაუგონარი სიცრუეა თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. მეორეც, ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დაზე და საერთოდ ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის, ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა… ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი – პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როცა ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს”

ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს დანიის ელჩთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„დანიის ელჩი ცდება, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის ერთპიროვნული მმართველია. ერთპიროვნული მმართველობა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილისნაირი ხუთი ადამიანი რომ გვყავდეს, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებოდნენ თვისი პარტიებით და ტელევიზიებით, ბევრად უკეთესი წყობა იქნებოდა, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა. ალბათ ელჩი უკეთესად უნდა ერკვეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე დოკუმენტებს ამზადებს. ვიზიარებ კრიტიკას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არის ერთპიროვნული მმართველი და პრობლემებს თუ თანამდებობებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რათა ზუსტად გვესმოდეს რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. ელჩის დაბარების მიზეზი მის მიერ დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატია გახდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.

“გახარია დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე” – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ­ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას აფასებს.

მისი თქმით, გახარია, პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო.

„პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი “ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.