Home Blog Page 1702

26 ნოემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება ევრო – 2.9594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი.

როგორი ამინდია დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქ. თბილისში 26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.  ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.  კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ეგვიპტეში გადაიყვანა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ეგვიპტეში გადაიყვანა და ისინი ისრაელში ბრუნდებიან, – როგორც „ბიბისი“ წერს, გათავისუფლებული მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო ოთხი ტაილანდის მოქალაქეა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში

ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციის ნაწილი არიგებდა ბროშურებს, რითიც აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ „ჰამასის“ მხარდაჭერა ან სიძულვილი ნებისმიერი რელიგიის მიმართ აქციაზე დაუშვებელი იქნებოდა.

აქციის ორგანიზატორები კი აცხადებდნენ, რომ არ მიიჩნევდნენ ამის აუცილებლობას. ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, უკვე მკაფიოდ დააფიქსირეს მოსაზრება, რომ ეწინააღმდეგებოდნენ რასიზმის ყველა ფორმას.

ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე დამატებითი ბარიერები დადგეს

ესტონეთ-რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე დამატებითი ბეტონის ბარიერები განთავსდა – საზღვრის შესაძლო ჩაკეტვისთვის მზადება გრძელდება. მედიის ინფორმაციით,  გასულ კვირას, 10 ბეტონის პირამიდა დამონტაჟდა მას შემდეგ, რაც სომალისა და სირიის 19 მოქალაქეს, ყალბი დოკუმენტაციით,  რუსეთიდან ესტონეთში შესვლის უფლება მისცეს. დღეს კიდევ 15 ასეთი პირამიდა დაემატა.

ხიდზე, ოთხი სატრანსპორტო ზოლიდან, გასულ კვირას ორი დაიკეტა. ესტონეთის საზღვრის დაცვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გადასასვლელი შესაძლოა დაიხუროს.

ცნობისთვის, რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტი უკვე დახურა ფინეთმა

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა სამოქმედო სტრატეგიის შედგენისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას გეგმავთ, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი სახლიდან დაიწყოთ. მოიცილეთ ძველი ნივთები, გაბზარული ჭურჭელი, სამოსი, რომელსაც აღარ იცვამთ და გაათავისუფლეთ ადგილი ახალი და საინტერესო ნივთებისთვის.

კურო

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან დაბალია, ამიტომ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი საუბარი ან მოვლენა გამოტოვოთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ განმარტოვდეთ და ემოციურად განიტვირთოთ. სავარაუდოდ, დაუფიქრებლად შეიძენთ ნივთებს, რომლებიც თითქოს არაფერში გჭირდებათ, მაგრამ მოგვიანებით თავადაც გაოცდებით, იმდენად საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდება.

ტყუპები

მოერიდეთ ნებისმიერ სარისკო საქმიანობას და ნუ აჰყვებით გარშემო მყოფთა პროვოკაციებს. 26 ნოემბერს ნებისმიერ ავანტიურაში ჩართვა პრობლემებს და უსიამოვნებებს მოგიტანთ, რომლის შედეგებთან გამკლავება დიდხანს მოგიწევთ. შესაძლოა, რაიმე ბიზნეს-საქმიანობაში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ უმჯობესია ამაზე უარი თქვათ.

კირჩხიბი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და შეეცადეთ, მას მიჰყვეთ. სავარაუდოდ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ მეგობარს თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა. ამ დღეს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განსაზღვრავს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ და თავი უნდა დაიზღვიოთ.

ლომი

ამ დღეს რთული პრობლემის გადაჭრას ან რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანის დასრულებას შეძლებთ. ძალების მოზღვავებასაც იგრძნობთ და განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ. პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ, ცხვირწინ გიდევთ, მთავარია დაინახოთ. ვარსკვლავები ვარჯიშის დაწყებას გირჩევენ – დროა დაკარგული ფორმა აღიდგინოთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ გასცდეთ და ოცნებების გზაზე იაროთ. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.

სასწორი

შეეცადეთ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. სასურველია, რომ ახალ გარემოებებს ან საყვარელი ადამიანების განწყობას მოერგოთ. რთული სიტუაციიდან გამოსვლას იუმორის დახმარებით შეძლებთ. განდევნეთ ბნელი და სევდიანი ფიქრები და ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ.

მორიელი

ცდილობთ, გარშემო მყოფთა შექება და ყურადღება დაიმსახუროთ, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ ამისთვის მეტი თვითრეკლამა გჭირდებათ. სასურველია, შემოთავაზება მიიღოთ – შესაძლოა, ის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს უკვე დაწყებული საქმეების დროულად დასრულება ჯობს. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს, ასე რომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა აკეთოთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თხის რქა

უმიზეზო შფოთვა ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. სიტუაციის დრამატიზებას და ბუზის სპილოდ ქცევას ცდილობთ. მალე ემოციური სტაბილურობა და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ, დღეს კი ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მერწყული

თუ საჭიროა, ახლობელ ადამიანებს თქვენი გამოცდილება გაუზიარეთ და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში დაეხმარეთ. ხელსაყრელია დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა ჯობია, ყველაფერი გულდასმით გამოთვალოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ, რათა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებთან უწყვეტი კავშირი შეინარჩუნოთ.

თევზები

მოემზადეთ გეგმების შეცვლისა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის. ინფორმაციამ, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება გაგანერვიულოთ, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია. გირჩევთ ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ და არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან.

,,ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის”- გიორგი ამილახვარი

მასწავლებლებმა და სკოლებმა, მრავალწლიანი დაგროვილი გამოცდილების შედეგად, გაცილებით უკეთ იციან რა სწავლის მეთოდი და რა მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ საკლასო ოთახში, ვიდრე სამინისტრომ. ჩვენ გვინდა სკოლის ავტონომია გავაძლიეროთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორიც აქამდე არსებობდა, ძალიან რთული ენით იყო დაწერილი.

„სპეციფიკური დირექტორებისთვის, სახელმძღვანელოს ავტორებისთვის, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის და უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებდა. სასწავლო გეგმის პირველი ფაზის რეფორმის მთავარი ამოცანაა: მეტი ავტონომია და აკადემიური თავისუფლება მივცეთ სკოლას და მასწავლებელს. ეს არ არის ჩემი ან სამინისტროს რომელიმე თანამშრომლის მოსაზრება, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მასწავლებლების ყველა შეხვედრაზე ჟღერდება – მოგვეცით მეტი თავისუფლება.

ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ეროვნულ შეფასებაზე, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასში, პირველ ეტაპზე შემოვიტანოთ სადიაგნოსტიკო შეფასებები და შემდეგ, წლების განმავლობაში, როდესაც სისტემა კარგად აპრობირებული გახდება ამ შეფასებებში, სავალდებულო გავხადოთ, როგორ შეიძლება თავში მოგვსვლოდა, რომ ეს გავაუქმოთ, პირიქით, ჩვენ გავაუქმეთ იმ კონკრეტული მეთოდის სავალდებულოობა, რომელსაც თავად მასწავლებლები და სკოლები ითხოვდნენ და მივეცით არჩევანის თავისუფლება.

თუ მათ მოსწონთ ის მოდელი, რომლითაც აქამდე მიდიოდნენ, სრული უფლება აქვთ ასე გააგრძელონ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალ შეფასების მოდელზე გადავიდნენ. თვითონ გადაწყვიტოს – შეაფასებს სემესტრის შუაგულში, სემესტრის ბოლოს, რამდენჯერ გამოიყენებს შეფასებას საგანში, საშინაო დავალებაში შეფასების რა კომპონენტს მისცემს. ეს პედაგოგსა და სკოლას აძლევს მეტ აკადემიურ თავისუფლებას“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

,,მძევლების გათავისუფლება გადაიდო”- „ჰამასის“ სამხედრო ფრთა

„ჰამასის“ სამხედრო ფრთა, „კასამის ბრიგადა“ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო.

მათი თქმით, შეთანხმების შეწყვეტის ორი მიზეზი აქვთ. პირველი მიზეზია, რომ ისრაელმა მძევლების გათავისუფლება გადადო, მეორე მიზეზად კი, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში სატვირთო მანქანების არდაშვებას ასახელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ისრაელსა“ და „ჰამასს“ შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს იგეგმებოდა. „ჰამასს“ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც, ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.

,,ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ”- პაველ ჰერჩინსკი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვისას, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ გაჩუმდნენ, რადგან, მისივე თქმით, ეს არის ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა.

„დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანი მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა. სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. 

ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა. საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამის ორგანოებთან ერთად დაცვისა და პრევენციის გაძლიერების გზით ვმუშაობთ…

დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი – ნუ გაჩუმდებით!. ეს არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველო მოსახლეობის პრობლემა. 

თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში, ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“, – თქვა ევროკავშირის ელჩთან ვიდეომიმართვისას. 

,,ოპოზიციის წარმომადგენლები, ახლა ახალი თემის ძიებაში არიან”- ჩიქოვანი

არაერთხელ ყოფილა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნათქვამი, რომ რა თქმა უნდა, უმთავრესი პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, მაგრამ ოპოზიციასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა აქ პასუხისმგებლობის ნატამალს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური რეკომენდაციის იმედად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აპირებდნენ ამის გამოყენებას დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის. ეს არის ფაქტი, არც დაუმალავთ. ახლა არიან ახალი თემის ძიებაში, რომელიც ამ ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყენონ“, -აღნიშნა ჩიქოვანმა.

სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა

ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახლაგაზრდობა შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„ხელმოწერების ეს კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ჩვენი სურვილისა და ნების გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი მომავალია. კამპანია არის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ხმა გაუგზავნოს ევროპას და უთხრას, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის თითოეული მოქალაქის განაცხადი და პირველ რიგში, ახალგაზრდების, რადგან ეს არის ის სივრცე სადაც შეხვალთ, იცხოვრებთ და რომელიც ნამდვილად შეცვლის და გააძლიერებს თქვენს ყოფას, გააძლიერებს საქართველოს იდენტობას, საქართველოს კულტურას, მიცემს ამ კულტურას მეტ გაშლას, მეტ საშუალებას, რომ სხვებმაც გაიცნონ, ამიტომ ეს არის ერთად – ევროპა და საქართველო, სწორედ ის ორი დროშა, რაც დღეს აქ გვაქვს და რითიც ვამაყობთ.

ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამპანიაში იღებთ მონაწილეობას. ეს არის თქვენი კამპანია, კიდევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ჩემი კამპანია, დაწყებულია ჩემ მიერ და გადმოგეცით თქვენ. ეს არის თქვენი კამპანია. ასე რომ, აქ არანაირი სხვა, პოლიტიკური დატვრითვა მას არ გააჩნია. ეს ნამდვილად მხოლოდ თქვენი კამპანიაა ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესეც ევროპული საკითხია და ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში, ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ნამდვილად არა მხოლოდ ევროპული ბროლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის: ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.