ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

51
spot_img

ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციის ნაწილი არიგებდა ბროშურებს, რითიც აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ „ჰამასის“ მხარდაჭერა ან სიძულვილი ნებისმიერი რელიგიის მიმართ აქციაზე დაუშვებელი იქნებოდა.

აქციის ორგანიზატორები კი აცხადებდნენ, რომ არ მიიჩნევდნენ ამის აუცილებლობას. ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, უკვე მკაფიოდ დააფიქსირეს მოსაზრება, რომ ეწინააღმდეგებოდნენ რასიზმის ყველა ფორმას.