პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იქნება.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იქნება.
შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“, – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ.
„გისურვებთ სიხარულით, წარმატებებით, ახალი წამოწყებებით სავსე და ჰარმონიულ 2024 წელს“, – აღნიშნულია მილოცვაში.
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისნის რაიონში, ნანეიშვილის ქუჩის N 11 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბერს 23:50-დან 30 დეკემბრის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწუწყდება: ხომერიკის ქუჩას, აფანასიევის, შერვაშიძის, ნანეიშვილის, ანწუხელიძის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ. და კედიას ქუჩის კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/12 22:30-დან 30/12 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: თევდორე 48, კედიას ქუჩას, წერეთლის N 55, ვანის N 15-ს.
ისნის რაიონში, მეტრომშენის დას. ყვარლის ქუჩის N 98 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 21:45-დან 30 დეკემბრის 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს.
ვაკის რაიონში, სოფ. ახალდაბა, დოდო აბაშიძის და ახალდაბის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30 დეკემბრის 09:00-მდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს სოფელ ახალდაბას.
ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ ბჟოლეთის ქუჩის N 2 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 30/12-ის 02:00-ზე. შეწყვეტილი აქვთ ბჟოლეთის, არალეთის და გოგაშენის ქუჩებს, წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 30/12-ის 09:00-მდე.
ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩის და ურეკის ჩიხის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 15:00-დან 30 დეკემბრის 03:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ზღვის უბნის( თემქის) მე-4,9,10 კვარტლებს, ურეკის, გამყრელიძე, მაღალაშვილი, სადმელი, ხევძმარას, ბარამიძის ქუჩებს და გურამიშვილის N35-37.
მთაწმინდის რაიონი,ოქროყანა, ბესიკის ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბერს, 16:00-დან 30 დეკემბრის 04:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ოქროყანაში- ჭავჭავაძე, თაყაიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ბომბორის, ციურიხის და ბესიკის ქუჩებს.
ისნის რაიონი,ნიორაძის ქუჩის N 8 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/12 16:30-დან 30/12 01:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; ნიორაძის, ქურხულის და გუთნის ქუჩებს.
ისნის რაიონი, ნიაბის ქუჩის N 50 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 დეკემბრის 17:30-დან 30დეკემბრის 06:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილის, ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა – მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ამის შესახებ მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმის შეაფასებისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება.
„როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან – დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა. აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე არსებული 500 და 1000-ლარიანი ფრანჩიზები, რომლის ხარჯიც, ჯამურად, სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
თუ რეფორმის პირველ ეტაპზე, დაფინანსების DRG მოდელი გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე, ინფექციური დაავადებების მართვაზე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობაზე ვრცელდებოდა, 2023 წლის ნოემბრიდან, მათ საკეისრო კვეთისა და მშობიარობის მომსახურებები დაემატა. ცვლილების მიხედვით, ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1222 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ მომსახურებებზე, DRG სისტემით, უკვე დაფინანსდა 3500-ზე მეტი მშობიარობა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიახლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, არასაჭირო საკეისრო კვეთების შემცირება იყო, რაც ასევე, წარმატებულად სრულდება და სახეზეა მაჩვენებლის კლებაც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრულ სამართლიან ტარიფებთან ერთად, ეფექტური მონიტორინგის სისტემაა. სამართლიანი ტარიფების დაწესების მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე. აღსანიშნავია, რომ ტარიფების ცვლილება სექტორის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აგრძელებს მუშაობას DRG სისტემის გაფართოებაზე. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ეტაპობრივად, ყველა მომსახურებაზე გავრცელდება.
საქართველოში, DRG სისტემა 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება სამართლიანი ფასები, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა, საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, საქართველოში, DRG სისტემა წარმატებით დაინერგა და ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვერძი
წინა სადღესასწაულო განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ, ვერც მოულოდნელი გაუგებრობები. დაგეგმეთ დღის განრიგი და მიჰყევით მას.
კურო
საკმაოდ წარმატებული დღეა თქვენთვის მოლაპარაკებებისა და გონებრივი აქტივობების კუთხით, ამიტომ იმოქმედეთ.
ტყუპები
ყურადღების ცენტრში ხართ, შესაძლოა თქვენით დაინტერესდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, თქვენი დაკვირვების ობიექტია.
კირჩხიბი
იზრუნეთ ემოციურ ბალანსზე და ენერგოტონუსის ამაღლებაზე. მეტი სიმშვიდითა და დიპლომატიით აღიჭურვეთ, რადგან ადამიანი, ვისაც დღეს დახმარებაზე უარს ეტყვით ხვალ შესაძლოა თქვენი მხსნელი აღმოჩნდეს.
ლომი
დღეს, თქვენ გაქვთ რესურსი და ენერგია ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.
ქალწული
იყავით მომთმენი და კეთილგონიერება გამოიჩინეთ, საკმაოდ კარგი დღეა სხვადასხვა კომუნიკაციებისა და აქტივობებისთვის.
სასწორი
კარგი დროა თქვენი პოზიციის გასამყარებლად, გააანალიზეთ სამომავლო პერსპექტივები, დაისახეთ სტრატეგია, შეგიძლიათ საჭიროებისას ახლობელ ადამიანებსაც სთხოვოთ დახმარება.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს და ოჯახის წევრებს. შესაძლოა, არაერთი იდეა და ბიზნესს პროექტი დაისახოთ, ამიტომ კარგად გათვალეთ რისკები და დაიხმარეთ პროფესიონალები კონკრეტულ საკითხებში.
მშვილდოსანი
შესაძლოა ამ დღეს აქტუალური იყოს ფინანსური თემები. მოახდინეთ დროული რეაგირება წარმოქმნილ პრობლემებზე, მიენდეთ თქვენს ინტუიციას.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს, ფინანსური ან საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მიიღოთ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის, ხელსაყრელი დრო არ არის. მეტად ენდეთ მეგობრების რჩევებს.
მერწყული
საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, გართობა, საქმე… მოსაწყენად არ გცალიათ. ნუ იქნებით ზედაპირული, წარმოქმნილ რთულ საკითხებს სჯობს, ბოლომდე ჩაეძიოთ და აღმოფხვრათ პრობლემის მიზეზი.
თევზები
გამოიყენეთ კონტაქტები, ნაცნობობა, ჩაერთეთ ღონისძიებებში, ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ამ შემთხვევაში , ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება.
ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, პროექტი 2024 წლიდან დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მიიღებს ბინას.
„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერ მინისტრს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორც ასეთი ოჯახების შეფასების, ისე ბინებით უზრუნველყოფის კუთხით. 2 წლიანი პროექტი, მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახებს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. უკვე 2025 წლის ბოლომდე, ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ექნებათ საკუთარი ბინა და სრულად უზრუნველვყოფთ მათ დაკმაყოფილებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი” არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, – ამის შესახებ, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. კომპანია ,,ავერსმა” კონკურენციის სააგენტოს ყველანაირად არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებულ ქმედებას. სააგენტომ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა „ავერსის” არგუმენტირებული მტკიცებულებები.
კომპანია ,,ავერსი” არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან ,,ავერსს” არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ავერსი” აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში”, – ნათქვამია განცხადებაში.
თელავში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე დღეს 73 კგ-ში ჩემპიონი გიორგი ჩიხელიძე გახდა, რომელმაც ფინალში მიხეილ ბახბახაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლები საბა ხალიშვილმა და ლუკა კაპანაძემ მოიპოვეს.
81 კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი დიმიტრი გოჩილაიძე გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მან ვლადიმერ ახალკაცს სძლია. მესამე ადგილზე ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე გავიდნენ.
90 კგ-ში ოქროს მედალი გამოცდილმა უშანგი მარგიანმა მოიპოვა, რომელმაც გიორგი ჯაბნიაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ბაქარ ერაშვილმა და აკაკი ჯაფარიძემ მოიპოვეს.
100 კგ-ის ფინალში მიხეილ ჯაფარიძემ იმედა გოგოლაძეს სძლია, ბრინჯაოს მედლებს კი ონისე სანებლიძე და სოსო ებილაშვილი დაეუფლნენ.
მძიმეწონოსნებში ჩემპიონი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ირაკლი დემეტრაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლები კი საბა ინანეიშვილმა და უჩა ტაბატაძემ მოიპოვეს.
ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
27 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
“ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის დადასტურება გვაქვს ეროვნულ და მოკავშირეთა რადარებზე”, – აღნიშნა პოლონეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვესლავ კუკულამ.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსული საკრუიზო რაკეტა Х-22 ან Х-101 პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რომელიც შემდეგ ისევ უკრაინაში დაბრუნდა, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ იყო განეიტრალებული.
ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
„ქართული ოცნება“ – 36.6%;
„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 21.5%;
„საქართველოსთვის“ – 8.8%;
„ლელო“ – 6.7%;
„გირჩი/დროა“ – 5%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 4.7%;
„ხალხისთვის“ – 3.7%;
„ალტ-ინფო“ – 3%;
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 2.9%;
„ხალხის ძალა“ – 2.5%;
„მოქალაქეები“ – 1.7%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1.7%;
„ევროპული საქართველო“ – 0.7%;
სხვა – 0.5%.
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.