ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

142
spot_img

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

27 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.