ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა – დეტალები

85
spot_img

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.