Home Blog Page 1692

გენეტიკური ტესტით პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა

პრიგოჟინის სიკვდილი გენეტიკური ტესტით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ავიაკატასტროფის შედეგად ნაპოვნი ცხედრების გენეტიკური ანალიზის შემდეგ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება დაადასტურა“, – აცხადებენ რუსეთის ოფიციალური პირები.

ცნო­ბის­თვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები, მათ შორის მისი ხელმძღვანელიც, იმყოფებოდნენ.

“სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა” – გაბრიელ ბერი

ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი-სალოსი ცნობილია თავის წინასწარმეტყველური ნიჭით. მას არაერთი ფაქტი აქვს ნაწინასწარმეტყველები. მანამ, სანამ საკვებ პროდუქტებს შტრიხკოდები დაედოდა, ბერმა ეს იწინასწარმეტყველა. ისიც დასძინა, ჯვარი გადასახეთ და ამგვარი საკვები ისე მიიღეთო.

მან, დღევანდელი სახუმარო თემა, დაჩიპვაც იწინასწარმეტყველა.

“ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.

ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს ჩიპს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა” – ამბობს წმინდა მამა.

ბოლო ჟამზე გაბრიელ ბერს კი, ასეთი რამ აქვს ნათქვამი.

“საქართველოში ჯერ რუსის ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზლებლად. საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას

და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.

ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის

ნეტავ?).

რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება…

ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.

ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.

ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.

სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ

ანტიქრისტეს საცდურებს.

რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.”

წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

ლისის ტბის გარშემო მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა

თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა.
🇬🇪🇺🇦მარათონში 50 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა.
🇬🇪🇺🇦გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
🇬🇪🇺🇦აღსანიშნავია, რომ მეორე საპრიზო ადგილი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა, ჯიმი ინატაშვილმა დაიკავა.
🇬🇪🇺🇦ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.
🇬🇪🇺🇦მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციის დამკვიდრებას.

მაშველები შოვში 2 ადამიანს ისევ ეძებენ

შოვში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს. სულ ნაპოვნია 31 გარდაცვლილი მოქალაქე. მათგან 29 ცხედარი იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

„ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარეების – ჭანჭახის და რიონის კალაპოტებში. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირედი მოსაზრება, რომ შესაძლებელია მოიძებნოს ადამიანები“, – განაცხადა ონის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ” რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჩართო”- ბოტკოველი

სამშაბათს სადეპუტატო კითხვით მივმართავთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და გამოვითხოვთ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში – ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, მევენახეების დახმარების ნაცვლად ბინძური მეთოდებით დაიწყონ ბრძოლა მათ წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდისტული მანქანა ჩართო, საკუთარი აქტივისტები გამოჰყავთ, რომლებიც თავს მევენახეებად ასაღებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის.

„ქართულმა ოცნებამ” რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჩართო, უკვე დაიწყეს კახელი გლეხის, მევენახის “გაშავება”. პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა კონკრეტულ ტელეარხებზე, სადაც დაიწყეს საკუთარი პროპაგანდისტების ჩაწერა.

რამდენიმე სიუჟეტი ვნახეთ, სადაც თურმე, გლეხს ეუბნებიან, რომ მათ არაფერი დაუკარგავთ, მათ წელს შემოსავალი ექნებათ და დაიწყეს კონკრეტული სტატისტიკებით ლაპარაკი 2012 წელზე, 2013 წელზე, 2015-ზე… ეს არ აინტერესებს იმ დაზარალებულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ აღარ აქვს მოსავალი. მათ აინტერესებთ კონკრეტული საქმე, რას იზამს ხელისუფლება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, იმის ნაცვლად, რომ გლეხის წინააღმდეგ თქვენი რუსული პროპაგანდა გამოიყენოთ დაწყებული ტროლ-ბოტებით, დამთავრებული ამ პროპაგანდაში ჩართული საკუთარი აქტივისტებით, იზრუნეთ, რანაირად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან.

ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, ვოლსკის და ცაგარეიშვილის, რომლებიც ერთხელ არ იქნებიან ვენახში ნამყოფები და განაცხადეს, თუ როგორ უნდა დაიანგარიშონ ეს ყველაფერი, გაუგებარია მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა.

სამშაბათს “ნაციონალური მოძრაობა” ვაპირებთ, რომ სადეპუტატო კითხვით მივმართოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, გამოვითხოვთ ყველა ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში, კონკრეტულმა გლეხმა რამდენი ჩააბარა. ამის შემდეგ რუსული ოცნების წარმომადგენლებს დავეხმარებით იმ მათემატიკაში, რომელიც მათ ადრე უნდა ესწავლათ, რომ ასეთი მავნებლური განცხადებები არ გაკეთებინათ. ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, რომ მევენახეების დახმარების ნაცვლად ბინძური მეთოდებით დაიწყონ ბრძოლა მათ წინააღმდეგ”,- აღნიშნა ბოტკოველმა.

,,საქართველოს „პრო-ქართული“ ვექტორის შენარჩუნება, თავდადებისა და გმირობის ფასად დაუჯდება”- ქართველიშვილი

არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ არის „პრორუსული”, ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.

„არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია:

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სამწუხაროდ არ არის „პრორუსული”, ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.

დასავლეთი არ ცნობს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, ვინაიდან გამორიცხულია ანტიქართულმა ძალებმა არჩევნების გზით გაიმარჯვონ.

არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, დასავლეთი შეეცდება ვითარების „აყირავების“ თუ „მაიდანიზაციის“ მაქსიმალური პროვოცირების მოვლენებს ჩაუყაროს საფუძველი.

აღნიშნულ სიტუაციაში, ვითარების „კრიტიკულად“ აღქმის შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, 2008 წლის მსგავსად, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ვალდებულებების ფარგლებში. ვინაიდან ხელისუფლებაში რომელიმე „მიშაობრაზნის“ დაბრუნების შემთხვევაში, წინასწარ დაანონსებული მუქარის ფარგლებში სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაცია, გარდაუვალი იქნება.

მე მგონი, საკმაოდ რეალისტური და გულწრფელი პერსპექტივაა. საქართველოს თავისი „პრო-ქართული“ ვექტორის შენარჩუნება, უდიდესი ღვაწლის, თავდადებისა და გმირობის ფასად დაუჯდება 2024 წელს. დასავლეთი ამ სცენარით რისკავს საკუთარი იდეოლოგიური ინტერესების გამო, სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური მარცხი განიცადოს. ანუ, მორიგ „ვიეტნამურ“, „ლიბიურ“, „ერაყულ“, „სირიულ“, „ავღანურ“, „უკრაინულ“ ფოცხს დააბიჯოს“, – წერს ქართველიშვილი.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია…“ – 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე (ფოტოები)

გურამ თიკანაძე. ბავშვობიდან მახსოვს მისი ფოტოალბომი წიგნების თაროზე დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის გვერდით. ისიც კარგად მახსოვს, მამაჩემმა რომ მითხრა, ფოტოგრაფია ხელოვნებად ჩვენში მან აქციაო. შემდეგ სხვაც ბევრი რამ გავიგე. ის, რომ მთასვლელი იყო. რომ მისი დროის მისაბაძი ბიჭი იყო. რომ საუკეთესო მეგობარი იყო. და სულ ახალგაზრდა რომ დაიღუპა შხარადან დაშვებისას.

ასეთი ყოფილა გურამ თიკანაძე, კაცი, რომელმაც ფოტოგრაფია ხელოვნებად აქცია.

ერთი დანჯღრეული “ფედი” (ФЭД) ჰქონდა. ფოტოაპარატის წარმოება ენ-კა-ვე-დეს საბავშვო ბანაკებში დაიწყეს 30-იანებში, ამიტომაც ერქვა ფედი – ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი. აი, ამ საშინელებით იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. ჟურნალ “დროშის” კორესპონდენტად მუშაობდა და ცხადია, ისეთი ფოტოების გადაღება ევალებოდა, რაც იმ დროს ფასობდა, მაგრამ ვათვალიერებ გაგანია კომუნიზმის მშენებლობის დროს, 1969 წელს გამოცემულ ალბომს და პროპაგანდისთვის გამოსადეგი ნამუშევარი იქ ერთი-ორი თუა. დანარჩენები აი, სულ ასეთი ფოტოებია:

 

ნახტომი. თეთნულდის კალთებზე.

nakhtomitetnuldis-kaltebze

ეტიუდი. კიბე.

etiudikibe

წვიმის პარადოქსი. გურამი (გურამ რჩეულიშვილი).

cvimis-paradoqsiGuram-Rcheulishvili

წყლის პირას. ჩაიჭრა.

cklis-piraschaicra

ქალი-საუკუნე. ზღვის ბილიკი.

qali-saukunezgvis-biliki

სიცილი. ქურმუხი (წმინდა გიორგის ტაძარი).

siciliqurmuhis-cm-giorgis-tazari

გამოადგი ფეხი. ტკბილი ყოფილა.

gamoadgi-fekhitkbili-kopila

სასწორთან. ტკბილი ნესვი.

sascortantkbili-nesvi

როგორც გურამ თიკანაძის და, ია იგონებს, გენიალურ ფრანგ ფოტოგრაფს, ანრი კარტიე-ბრესონს უნახავს თიკანაძის ფოტოები და დანანებით უთქვამს, საბჭოთა კავშირში რომ არ დაბადებულიყო, მსოფლიო სახელი ექნებოდაო. თავად გურამი იცნობდა ფრანგის შემოქმედებას და, როგორც ამბობენ, მის ერთგვარ გავლენასაც განიცდიდა. “წვიმის პარადოქსი” ფრანგი ხელოვნის ნამუშევრებს ნამდვილად ჰგავს.

“ტკბილი ნესვი” ხრუშჩოვს რომ ენახა, ალბათ, აბსტრაქტულ-პიდარასტულ ხელოვნებად მონათლავდა, მაგრამ იაპონიაში ერთ-ერთ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა. ვინ წარადგინა, რატომ, საიდან, არ ვიცი. ფულადი პრემია საბჭოთა ბიუჯეტმა შეიტყაპუნა, თიკანაძეს კი გამარჯვების სიგელთან ერთად იაპონიიდან ფოტოაპარატი “ქენონი” ჩამოუტანეს. ეს უკვე 50-იანების ბოლოს მოხდა (“ტკბილი ნესვი” 57-შია გადაღებული) და ბოლო ხუთი წლის ფოტოები უკვე “ქენონით” აქვს გადაღებული.

გურამ თიკანაძე 1963 წლის 27 აგვისტოს შხარაზე დაიღუპა. პალო ამოუსხლტა კლდიდან და დაშვებისას მოწყდა.

ლეგომ კუბები ბრაილის შრიფტით გამოუშვა

LEGO-მ ოფიციალურად განაცხადა LEGO Braille Bricks-ის შექმნის შესახებ. სიახლე უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, რათა მათ სწავლა გაუმარტივდეთ.

LEGO Braille Bricks – Play with Braille გაყიდვაში 1 სექტემბრიდან ჩაეშვება და მისი შეძენა 89.99 დოლარად იქნება შესაძლებელი.

ნაკრები 287 დეტალისგან შედგება და ხუთ ფერშია წარმოდგენილი: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და თეთრი.

ყველა აგური სრულად თავსებადია LEGO-ს სხვა პროდუქტებთან და თითოეულ აგურზე საკინძები ბრაილის სისტემის ციფრებისა და ასოების შესაბამისად არის განლაგებული.

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. კანონმდებლობა, რომელიც მთავრობამ 23 აგვისტოს წარადგინა, დასაშვებს გახდის ორმაგ მოქალაქეობას. ამას გარდა, იგი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებსაც გაამარტივებს.

 

უფრო კონკრეტულად, ახალი კანონმდებლობა შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

გერმანიაში ლეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთება 5 წლის შემდეგ შეეძლებათ. ამ ეტაპზე აღნიშნული პერიოდი 8 წლითაა განსაზღვრული. ამასთან, თუკი პიროვნებას „განსაკუთრებული მიღწევა“ ექნება, მას მოქალაქეობის მიღებისთვის განაცხადის შეტანა 3 წელიწადში შეეძლება.
გერმანიაში დაბადებული ბავშვები, რომელთა ერთი მშობელი მაინც მინიმუმ 5 წლით ლეგალურად ცხოვრობდა გერმანიაში, ავტომატურად მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას.
67 წელს გადაცილებული მიგრანტები გერმანული ენის გამოცდის მხოლოდ ზეპირ ნაწილს ჩააბარებენ. შესაბამისად, წერითი ნაწილის ჩაბარება მათ აღარ მოეთხოვებათ.
ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები გახდება.
კანონპროექტს გერმანიის პარლამენტი მალევე განიხილავს და მას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებენ.

გერმანიის მთავრობა, რომლის უმრავლესობასაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ქმნიან, ამბოს, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივება ქვეყანას კვალიფიციური კადრების მოზიდვისთვის სჭირდება.

საყურადღებოა, რომ გერმანიის მოსახლეობის 14%-ს გერმანული პასპორტი არ აქვს, რაც ჯამში 12 მილიონ ადამიანზე მეტია; ხოლო მათგან დაახლოებით 5 მილიონი გერმანიაში უკვე ათ წელზე მეტია ცხოვრობს. 2022 წელს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი 168 545-მა ადამიანმა შეიტანა, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რიცხვია.

აღნიშნული სირთულის გამოსწორების გზად გერმანიის მთავრობას ორმაგი მოქალაქეობის დაშვება მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შვედეთში მცხოვრებ უცხოელთა 8.6%-მა გაიარა ნატურალიზაცია. გერმანიაში კი აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად დაბალი, მხოლოდ 1.1% იყო.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტს თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) აცხადებს, რომ „გერმანიის მოქალაქეობა ძვირფასი რამაა, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეა ასევე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც რადიკალი მემარჯვენე და ანტიიმიგრაციული იდეოლოგიის მქონე პარტიაა.

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სურვილის შემთხვევაში ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ, უბრალოდ, საკუთარი ენერგია მშვიდობიანი და კონსტრუქციული მიზნებისკენ უნდა უნდა მიმართოთ. გირჩევთ, მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდეთ, რათა სამოქმედოდ სწორი მომენტი შეარჩიოთ.

კურო

შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ და ნუ იდარდებთ თუ არავინ გეხმარებათ – ყველაფერს მარტო გაუმკლავდებით!

ამ დღეს წარმოქმნილი სირთულეები საშუალებას გაძლევთ, რომ რაღაც სასარგებლო ისწავლოთ ან არსებულ ვითარებას ახლებურად შეხედოთ. ეცადეთ, სწორი დასკვნები გამოიტანოთ და შეცდომას აღარ დაუშვებთ.

ტყუპები

ამ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი ხართ, რაც შეგიძლიათ, უამრავი საკითხის წარმატებით მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პრობლემებს შეგიქმნით ან დახმარებაზე უარს გეტყვით.

წარმატების ალბათობა ძალიან მაღალია შემოქმედებით საქმიანობაში. საკუთარი შესაძლებლობები სრულად რომ გააცნობიეროთ, მოქმედების თავისუფლება გჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ, ბუნებრივად მოიქცეთ, პატივი სცეთ საკუთარ გრძნობებს და სხვების მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები გელით. უკეთესობისკენ მოულოდნელი ცვლილებები შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ სიხარულისგან სუნთქვა შეგეკრათ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რაღაც ძალიან კარგის დასაწყისია.

ხელსაყრელი დღეა ახალი სფეროს ათვისებისთვის – სწრაფი და შესანიშნავი შედეგები გელით.

ლომი

რთული, მაგრამ საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ საკუთარ შიშებთან და პრობლემებთან გამკლავება, რომლებსაც დიდი ხანი არ აღიარებდით. ადვილი არ არის იმის გაცნობიერება, სინამდვილეში რას გრძნობთ, მაგრამ როგორც კი ამას შეძლებთ, სხვების გაგება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ბევრად უფრო ადვილი გახდება.

გამორიცხული არ არის კონფლიქტური სიტუაციები და ძლიერ მოწინააღმდეგესთან შერკინება. ამ ბრძოლაში გაიმარჯვებთ და საკუთარ თავში აღმოაჩენთ ნიჭს, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით.

ქალწული

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეს პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება და კონფლიქტები. იმის მიუხედავად, მოსწონთ თქვენი იდეები თუ არა, ეცადეთ, განახორციელოთ და ის აკეთოთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ.

სასწორი

გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. თუ უთანხმოების მიზეზს მშვიდად, საყვედურებისა და პრეტენზიების გარეშე განიხილავთ, შეიძლება ყველასთვის მოსაწონი გამოსავალი იპოვოთ.

ზოგმა სასწორმა შესაძლოა სტრესის გამო თავი შეუძლოდ იგრძნოს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, მაგრამ სასურველია ალკოჰოლს მოერიდოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფთა ყურადღების მიქცევას და აღფრთოვანებას ადვილად ახერხებთ. შეიძლება ამ დღეს საინტერესო შეთავაზებაც მოისმინოთ და საჭირო ნაცნობობაც გააბათ.

თუ აქამდე შეყვარებული არ გყავდათ, ამის გამოსწორებას მალე შეძლებთ – თქვენი შეხვედრა, სავარაუდოდ, სადღაც დიდ წვეულებაზე მოხდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს თანამოაზრეებისა ნაკლებობას არ უჩივით. შესანიშნავი დღეა დიდი და საინტერესო საქმის დაწყებისთვის, რომელსაც არა მარტო მოგების მოტანა, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

მხოლოდ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული ის, თ როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში. მოულოდნელი საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

თხის რქა

სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჩქარდებით. სასიკეთო ცვლილებები მოახლოვდა, მაგრამ აჩქარება კარგს არაფერს გამოიწვევს. ჯობს მშვიდად დაელოდოთ და მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ, რათა გადამწყვეტი მოქმედების დასაწყებად შესაფერისი მომენტი არ გამოგეპაროთ.

უსარგებლო საუბარზე დროს ნუ დაკარგავთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ ნებისმიერი წვრილმანი შენიშნოთ – ეს სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს უნდა მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მარტოობაში გატარებული დრო დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების მოვლენები შეაფასოთ და დასკვნები გამოიტანოთ.

მიმდინარე საქმეების დასრულებაში პატარა ხრიკები დაგეხმარებათ, რომლებსაც ადვილად მოიფიქრებთ.

თევზები

ამ დღეს ყველაფერს მიიღებთ, რასაც ისურვებთ და შეიძლება იმაზე მეტსაც. მთავარია, არ გაჩერდეთ და წინსვლა განაგრძოთ. წინ უზარმაზარი პერსპექტივები და შესაძლებლობები გელით.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში, ზაფხულის ბოლო ტესტმატჩი შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 6:33 დამარცხდა

შეხვედრა ედინბურგში, „მარიფილდზე“ გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ლუკა მატკავას ორი ზუსტი ჯარიმის დამსახურებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში შემოაბრუნეს და უპირატესობის მოპოვება შეძლეს.

შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ უკვე მსოფლიო თასზე, 9 სექტემბერს გამართავენ. საქართველოს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს.