ლისის ტბის გარშემო მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა

86
spot_img
თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა.
🇬🇪🇺🇦მარათონში 50 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა.
🇬🇪🇺🇦გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
🇬🇪🇺🇦აღსანიშნავია, რომ მეორე საპრიზო ადგილი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა, ჯიმი ინატაშვილმა დაიკავა.
🇬🇪🇺🇦ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები.
🇬🇪🇺🇦მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციის დამკვიდრებას.