Home Blog Page 1689

ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024?

ჩინური ზოდიაქო, ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ყოველწლიურად ასოცირდება ზოდიაქოს თორმეტი ცხოველიდან ერთ-ერთთან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი.

ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.

დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა – ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. 2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გამონაკლისი არც მომავალი დრაკონის  წელი იქნება – ის ტრანსფორმაციის, ზრდისა და სიმრავლის წლად ითვლება.

დრაკონი არის იანგის სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლის ელემენტთან. მოსალოდნელია, რომ ამ დროს მისი პოზიტიური ენერგია გაძლიერდება, რაც ყველასთვის პოზიტიურ ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოიტანს.

მაგრამ რას ნიშნავს თქვენთვის დრაკონის წელი?

ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ცხოველს აქვს უნიკალური ურთიერთობა დრაკონთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ენერგიის ტიპზე. თუ თქვენ დაიბადეთ დრაკონის ნიშნის ქვეშ, გელოდებათ განსაკუთრებით იღბლიანი წელი წარმატებისა და პიროვნული ზრდის მრავალი შესაძლებლობით.

ჩინურ ასტროლოგიაში ყოველი ზოდიაქოს წელი ასევე ასოცირდება ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთთან: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი. დრაკონის წელი ხის ელემენტთან ასოცირდება.

ჩინურ ფილოსოფიაში ითვლება, რომ ხის ელემენტი წარმოადგენს ზრდის, პროგრესისა და განვითარების საწყის ეტაპებს. ხე ასოცირდება აღმოსავლეთთან, გაზაფხულთან და პლანეტა იუპიტერთან. გარდა ამისა, მისი ენერგია უკავშირდება მწვანე ფერს, ქარიან ამინდს და მითიურ ცისფერ დრაკონს.

ასევე ამბობენ, რომ ხის ელემენტი არის ცეცხლის ელემენტის დედა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ვნების, კრეატიულობის და ინოვაციების გაღვივების პოტენციალი. გარდა ამისა, მწვანე ფერი, რომელიც დაკავშირებულია ხის ელემენტთან, შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის მეტაფორად.

ვის ელის ყველაზე კარგი წელი?

ვირთხის, მაიმუნის და მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კარგი წელი ელით. ეს ნიშნები მჭიდროდ უკავშირდებიან დრაკონს, რაც 2024 წელს დიდი წარმატებისა და სიმრავლის დროდ აქცევს.

მეორე მხრივ, ზოგი შეიძლება დაბრკოლებებს წააწყდეს. მაგალითად, ხარის, გველისა და ძაღლის ნიშნები შეიძლება შეხვდნენ გამოწვევებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

მაგრამ არ ინერვიულოთ; არსებობს გზები ამ სირთულეების დასაძლევად. ხარს შეუძლია დაეყრდნოს თავის მოთმინებასა და შეუპოვრობას, გველს შეუძლია გამოიყენოს თავისი ინტუიცია და ადაპტირების უნარი, რათა გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. ძაღლს ასევე შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ ერთგულებას და პატიოსნებას.

როგორი იქნება 2024 წელი დრაკონებისთვის?

2024 წელი ამაღელვებელი წელი იქნება დრაკონის წელში დაბადებულებისთვის, რადგან მათი ზოდიაქოს ნიშნის სიცოცხლისუნარიანობა ძლიერდება.

2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ხის დრაკონის ენერგია გადამწყვეტ გავლენას მოახდენს დრაკონებზე, გააძლიერებს მათ ბუნებრივ თვისებებს – გამბედაობას, თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას. შედეგად, დრაკონები იგრძნობენ ძალაუფლებას, აიღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ცხოვრებაზე და მიაღწევენ მიზნებს.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 2023 წლის საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 2023 წლის საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღრმად პატივცემულო ძმანო მღვდელმთავარნო,

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,

წელს, ღმრთის მადლით, ჩვენ გალობით, ჰიმნითა და სულიერი სიმღერით კვლავ ვდღესასწაულობთ დაუსაბამო ძისა და ღმრთის სიტყვის ხორციელ შობას, სახელდობრ, საღმრთო და საკაცობრიო საიდუმლოს გაცხადებას.

წმინდა ნიკოლოზ კაბასილას მიხედვით, საღმრთო ლიტურგიისას „ცხადდება ღმრთის განკაცების საიდუმლო“, იმ დროს, როდესაც ლიტურგიის დასაწყისი ასამაღლებელი „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ იმის მოწმობაა, „რომ ღმრთის განკაცებით ადამიანებმა ღმრთის სამპიროვნება პირველად შეიცნეს“.[1] იგივე წმინდა მამა ბრძანებს, რომ „მხოლოდ ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ პირველად განაცხადა ავთენტური და სრულყოფილი ადამიანი, მისი ზნის, ცხოვრებისა და ყოველივე დანარჩენის შესახებ“.[2]

ღმრთის ძისა და სიტყვის პიროვნებაში ადამიანური ბუნების ამაღლება, მადლით ადამიანური განღმრთობის გახსნის გზასთან ერთად, კაცობრიობას დაუძლეველ მნიშვნელობას მატებს. ამ ჭეშმარიტების დავიწყება ადამიანის პიროვნების პატივისცემას ამცრობს. უზენაესი განგებულების უარყოფა არა მხოლოდ ათავისუფლებს ადამიანებს, არამედ მრავალფეროვნად ამცრობს და განჰყოფს. ღმრთაებრივი წარმომავლობისა და მარადიულობის იმედის გაცნობიერების გარეშე, ადამიანები ადამიანად დარჩენისთვის იბრძვიან და ვერ ახერხებენ „ადამიანური მდგომარეობის“ წინააღმდეგობების გამკლავებას.

ადამიანის არსებობის ქრისტიანული აღქმა ჩვენ სამყაროში ძალადობის, ომისა და უსამართლობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს გადაწყვეტს. ადამიანის პიროვნების, სიმშვიდისა და სამართლიანობის პატივისცემა ღმრთის საჩუქარია, თუმცა ქრისტესაგან მომდინარე მშვიდობის დამყარება, ადამიანების მონაწილეობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. მშვიდობისათვის ბრძოლის ქრისტიანული ხედვა ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის, სიტყვებში მდგომარეობს, რომელიც სიმშვიდეს თავის მოწაფეებისადმი მიმართვისას აცხადებს: „მშვიდობა თქვენდა“ და გვაგულიანებს, გვიყვარდეს ჩვენი მტრები,[3] ხოლო ქრისტეში გაცხადებას „მშვიბობის სახარებას“[4] უწოდებს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის მშვიდობისაკენ მიმავალი გზა მშვიდობით მიიღწევა; არაძალადობა, დიალოგი, სიყვარული, მიტევება და შერიგება კი უპირატესობენ უთანხმოების გადაჭრის სხვა სახეებზე. მშვიდობის ღმრთისმეტყველება ნათლად არის გადმოცემული მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტში „მსოფლიოს სიცოცხლისათვის: მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ“ (2020):

„მაგრამ ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ქმნილებებისადმი მიმართულ ღმრთის ნებას, იმაზე მეტად არაფერი ეწინააღმდეგება, ვიდრე მოყვასზე ძალადობა… პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალადობა უმთავრესი ცოდვაა. ეს, სწორედ რომ, ჩვენ ქმნილ ბუნებასა და ზებუნებრივ მოწოდებას უპირისპირდება, რომ ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულისმიერ გაერთიანებას ვესწრაფვოთ… მიძინებული შესაქმის უღრმესი სინამდვილის ნამდვილი გამოცხადებაა, როგორც იგი ღმერთმა თავის მარადიულ აზრებში განიზრახა და შექმნა“. [5]

ნათელია, რომ მშვიდობა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისთავადად. ეს არის ვალდებულება, მიღწევა და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტელი ბრძოლა. ავტომატური გადაწყვეტილებები ან მუდმივი რეცეპტები არ არსებობს. მშვიდობისადმი მუდმივი საფრთხის პირობებში, უნდა ვფხიზლობდეთ და მზად ვიყოთ პრობლემათა დიალოგით მოსაგვარებლად. პოლიტიკის დიდი გმირები მშვიდობის ჩემპიონები არიან. ჩვენ რაც შეგვეხება, ვაგრძელებთ რელიგიის სამშვიდობო დანიშნულების ხაზგასმას. ეს იმ დროს, როდესაც რელიგიებს აკრიტიკებენ „ღმრთის სახელით“ მზრდადი ფანატიზმისა და ძალადობის გამო, იმის ნაცვლად, რომ წარმოადგენდნენ მშვიდობის, სოლიდარობისა და შერიგების ძალებს. თუმცა ეს მიუთითებს რელიგიური რწმენის გაუცხოებაზე და არა მის განუყოფელ ნაწილზე. ღმრთის ნამდვილი რწმენა რელიგიური ფანატიზმის უმკაცრესი კრიტიკოსია. რელიგიები, მშვიდობის, სამართლიანობისა და შესაქმის ადამიანისმიერი განადგურებისგან დაცვისაკენ მომართული ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეები არიან.

წელს მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წლის 10 დეკემბერი) 75-ე წლისთავს, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტური ადამიანური იდეალებისა და ღირებულებების შეჯამებას, „საერთო სტანდარტს, რომლისკენაც უნდა მიემართოს ყველა ხალხი და ყველა ერი“. ადამიანის უფლებები, რომლის მთავარი მიზანიც მოიცავს ადამიანის ღირსების დაცვას მისი ინდივიდუალური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობებით, მხოლოდ მათი თავდაპირველი დინამიკით არის გაგებული, თუ ისინი თავისუფლებითა და სამართლიანობით აღიარებულია გლობალური მშვიდობის საფუძვლად და კრიტერიუმად. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მომავალი ასევე დაკავშირებულია რელიგიების წვლილთან, მათი პატივისცემისა და სინამდვილედ ქცევის საქმეში.

ამ ფიქრებითა და სადღესასწაულო განწყობებით, სრული რწმენით, რომ ეკლესიის ცხოვრება თავისთავად მომართულია არაადამიანურობის წინააღმდეგ, სადაც კი ასეთი არაადამიანობა წარმოიქმნება, ყველას გიწვევთ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურის აღშენებისათვის კეთილ ბრძოლაში, სადაც ხალხი ნებისმიერ ადამიანში და-ძმასა და მეგობარს დაინახავს, ვიდრე საფრთხესა და მტერს. უფრო მეტიც, ყველას შეგახსენებთ, ძვირფასო ძმანო იერარქნო და შვილნო, რომ ქრისტეშობა არის თვითშეგნებისა და მადლიერების, ღმერთკაცისა და „კაც-ღმერთის“ განსხვავების გაცხადების, ქრისტეში თავისუფლების „დიდი სასწაულის“ გააზრებისა და ღმრთისგან გაუცხოების „დიდი ჭრილობის“ განკურნების ჟამი. ბოლოს, მოკრძალებით დავიჩოქებთ ღმთისმშობელი მარიამის წინაშე, რომელსაც ხელთ უპყრია განკაცებული სიტყვა და გადმოგცემთ ქრისტეს წმინდა დიდი დედა ეკლესიის კურთხევას; გისურვებთ წარმატებულ, ჯანმრთელ, ნაყოფიერ, მშვიდობიან და სიხარულით აღსავსე უფლის ნაწყალობებ ახალი წელს!

ქრისტეშობა 2023

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

ღმრთის წინაშე მარად თქვენთვის მლოცველი, – წერია ეპისტოლეში.

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს – გაეცანით, 31 დეკემბრის ღამის ამინდის პროგნოზს.

თბილისი -7° 1°

სოხუმი 1° 7°

ზუგდიდი -1° 5°

მესტია -12° -2°

ფოთი 2° 7°

ბათუმი 2° 7°

ოზურგეთი -2° 3°

ქუთაისი -2° 5°

ახალციხე -6° 1°

ბორჯომი -6° 1°

ბაკურიანი -11° -5°

გორი -8° 1°

ცხინვალი -10° -1°

გუდაური -18° -9°

თელავი -7° 1°

რუსთავი -6° 2°

მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას- სალომე სამადაშვილი

მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას და იქვე არ მიაყოლა ძალიან გასაგები გზავნილი დეოლიგარქიზაცია რას ნიშნავს ივანიშვილთან მიმართებაში და სანქციებზე საუბრის დაწყება უნდა მომხდარიყო ჩემი აზრით პარალელურ რეჟიმში, რომ ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რაზე არის საუბარი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლებაა, ამიტომ, დასავლეთის პოზიციონირება მეტად ნათელი უნდა ყოფილიყო.

„მე არ მიყვარს სპეკულაციებზე საუბარი, მით უმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ იმ მოწყვლად გარემოში, რომელშიც ვართ, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების პროგნოზირებაც რთულია, ბოლო მომენტში მიიღება გადაწყვეტილებები, მაგრამ ერთი რამ არის ჩემთვის ნათელი, რაც ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, რომ როდესაც ივანიშვილი, მისი რუსული ოლიგარქიული რეჟიმი არის მთავარი დაბრკოლება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მათ შორის, დასავლეთის პოზიციონირება რომ დიახ, ჩვენ ქართველ ხალხს, თქვენს ქვეყანას გვერდში ვუდგავართ და გვერდში ვუდგავართ არა მხოლოდ იმით, რომ გიხსნით ევროკავშირში მომავალში გაწევრიანებისთვის შესაძლებლობებს, არამედ, გვერდში გიდგავართ იმით, რომ გეხმარებით ისეთი ნაბიჯის გადადგმაში, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

,,ივანიშვილი არა „ქართულ ოცნებას”, არამედ საქართველოს მოევლინა მხსნელად”- თამარ ჩიბურდანიძე

მთელი დღის განმავლობაში არ წყდება კომენტარები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება, “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არა „ქართულ ოცნებას”, არამედ საქართველოს მოევლინა მხსნელად.

“მთელი დღის განმავლობაში არ წყდება კომენტარები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ძირითადად მის დაბრუნებას მოახლოებულ არჩევნებს მიაწერს და თვლიან, რომ ის “ქართული ოცნებას” ისევ მაშველად მოევლინა. ოპოზიციის აზროვნება რა თქმა უნდა, მეტს ვერ სწვდება და თავს დატეხილი ალიაქოთი სხვაგვარად ვერ ახსნეს.

რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილი არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ისევ საქართველოს მოევლინა მხსნელად. განმარტა კიდეც მის განცხადებაში, მსოფლიოში შექმნილ ურთულეს ვითარებაში, სადაც საქართველომ შეიძლება ძლიერი პოზიციები მოიპოვოს, მისი რესურსი სჭირდება. სრულიად ვეთანხმებით, გეოპოლიტიკურ ვითარებას, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ რყევებია, ნამდვილად სჭირდება ბიძინა ივანიშვილის შორსმჭვრეტელობა და ძალა. განსაკუთრებით ეს ორი წელი ხელისუფლებამ შეუძლებელი შეძლო და დღეს მისი რჩევები ნამდვილად წაადგება ქვეყანას.

ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა არა ოპოზიციის დასასრულებლად, ესენი უკვე დასრულებულნი არიან, არამედ, საქართველოსთვის ახალი რეალობის სრულად გამოსაყენებლად ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში”- წერს ჩიბურდანიძე.

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ძალიან აქტიურად დაიწყება. საოჯახო საქმეების პარალელურად, ნათესავებისა და მეგობრებთან დარეკვას და მოკითხვასაც მოახერხებთ. თუ საჩუქრების ყიდვა ვერ მოასწარით, დღეს ამის საშუალება მოგეცემათ. მოკლედ, ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

კურო

დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ და ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით აგავსებთ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რაღაც მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ.

ტყუპები

კრიტიკული დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, მაგრამ ზედმეტი შინაგანი ენერგია და ემოციურობა შეიძლება თქვენთვის დამანგრეველი იყოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წყენის გამო საქმის გარჩევას და კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ ბიუჯეტი სწორად გაანაწილოთ. ურთიერთობებში კი მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც გაანაწყენოს და მოწმენდილ ცაზე პრობლემები შეგიქმნათ.

ლომი

დღეს ოჯახისგან ან ბიზნეს-პარტნიორისგან სასიხარულო სიახლეები გელით. დღის მეორე ნახევარში სადღესასწაულო საქმეებს შეუდგებით. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად, გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, ცდილობთ ლოგინში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და შეძლებთ ყველა საახალწლო ამოცანას გაუმკლავდეთ. ამით განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაახარებთ, რომლებსაც თქვენი ხელმძღვანელობა სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სისწრაფეშია.

სასწორი

ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და, ამასთანავე, მოიკითხეთ ის ადამიანები, ვინც თქვენს ყურადღებას იმსახურებს – თქვენ ხომ საოცარი უნარი გაქვთ, ყველგან და ყველაფერი მოასწროთ! ელოდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარს, რომელიც სასიამოვნო სიახლეს მოგაწოდებთ.

მორიელი

სავარაუდოდ, დილას უფროს ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. გირჩევთ, სანამ მოინახულებთ, მათთვის სასიამოვნო საჩუქარი შეარჩიოთ. ბევრი მორიელი ახალ წელს ოჯახურ გარემოცვაში შეხვდება. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მშვილდოსანი

დილიდან ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ საახალწლო საქმეებს წარმატებით გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, შორიდან ახალი ამბები გელით – ვიღაცას თქვენთვის ახალი წლის განსაკუთრებულად მოლოცვა მოუნდება. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სახლშიც და სამსახურშიც ენერგიის დაზოგვის რეჟიმი უნდა ჩართოთ. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება და საყვარელი კერძის მომზადებაც კი შეძლებთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია.

მერწყული

გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის მეორე ნახევარში ზოგი მერწყულის გეგმები შეიძლება გარემოებების ან განწყობის გამო მკვეთრად შეიცვალოს. შეიძლება, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა საახალწლო სიურპრიზი მოგიმზადონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები

ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ამ დღეს თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერია. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე გადაიტანოთ. ეცადეთ, კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

,,როდესაც არ არსებობს ოპოზიცია, იქ შეიძლება კორუფციის რისკმაც წამოყოს თავი” – მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად მიუთითა იმ პრობლემაზე, რაც ოპოზიციის არარსებობას უკავშირდება – დღეს ოპოზიცია რა როლსაც უნდა ითავსებდეს, აბსოლუტურად დაცლილია იმ როლისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ოპოზიციამ თავისი თავი დაისამარა, რადგან ისეთ ნარატივზე ააგო დღის წესრიგი, რომ ერთ მშვენიერ დღეა უბრალოდ გაქრნენ. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რუსულ კანონთან რაც ააგეს, გაქრა მათი იმედები, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და გაქრნენ ორბიტიდან. 60%-ზე რომ ახვალ რეიტინგით ამდენი წლის შემდეგ, სწორედ აქ დაინახა ამ ადამიანმა რისკები. როდესაც არ არსებობს ოპოზიცია, იქ შეიძლება კორუფციის რისკმაც წამოყოს თავი და გულწრფელად ილაპარაკა ამის შესახებ“, -აღნიშნა მდინარაძემ.

,,ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება ის არის სხვა რიგის მოთამაშე”- მდინარაძე

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება. ის არის სხვა რიგის მოთამაშე ბევრისგან განსხვავებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დადებითი თვისებების შესახებ მმართველ გუნდზე უკეთ, მათმა ოპონენტებმა იციან.

„ბიძინა ივანიშვილი არის დღეიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ყოველთვის ეს ადამიანი აკეთებდა, იმის ინტენსივობა, ადამიანებთან ურთიერთობა გაიზრდება. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება რაც არის, მის გონებას უკავშირდება. ის არის სხვა რიგის მოთამაშე ბევრისგან განსხვავებით. ის არის გადაჭარბების გარეშე, სხვა წონით კატეგორიაში პოლიტიკურად იქიდან გამომდინარე, რომ მისი ყველა რჩევა, თუ მისი გადაწყვეტილებები, როდესაც პოლიტიკაში იყო ჩართული, სხვა რანგის იყო და სხვა შედეგებზე გადიოდა. ეს ხომ ყველამ იცის. ჩვენზე კარგად ჩვენმა ოპონენტებმაც იციან და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მართლა ფასდაუდებელია მისი უშუალო ჩართულობა ამ კონსულტაციებში როდესაც ქვეყანა დგას რთული გამოწვევების წინაშე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

11 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი $-ის პიროტექნიკა შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 5.6 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკის (ფოიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი) იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების თანახმად, 11 თვეში საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი.

სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
2018 წელი – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი
სტატისტიკაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქტებთან ერთად, გასული წლების მსგავსად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა პიროტექნიკაზე, თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების არაერთი მოწოდებისა თუ გაფრთხილებისა, არ მიჰყიდონ პიროტექნიკა ბავშვებს, მისგან გამოწვეული ზიანი, განსაკურებით კი არასრულწლოვნებში, ყოველწლიურად მაინც სულ უფრო მასშტაბური ხდება.

ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია: ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

თუმცა, მიუხედავად კანონით გაწერილი ჯარიმებისა, ნათელია, რომ კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩება, რაკიღა თბილისის ქუჩებში და არამხოლოდ, მოზარდებზე პიროტექნიკის მიყიდვა კვლავ ხელმისაწვდომი და მარტივია.

,,გუნდს დაუბრუნდა ადამიანი, რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა”- თამთა მეგრელიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ვრცელი პოსტით ეხმიანება სოცქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის და დღეს გუნდს დაუბრუნდა ადამიანი, რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში დაბრუნდა. მის მიერ განვლილი გზა იყო რთული. ის მკვლელი სისტემის პირისპირ საკუთარი ოჯახით დადგა ქართველი ხალხისთვის, ისევ ქართველი ხალხის იმედით მათ არჩევანს მინდობილი… პირველი განცხადებით – „ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებას, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის და მე მგონი, ამას მოვახერხებ, რომ ერთად დავდგეთ. ძალიან დიდი ალბათობით, თუ გაინტერესებთ, ალბათ მინიმუმ 90 პროცენტიანი ალბათობით, მე ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში“ – მან ეს მოახერხა, გაიმარჯვა და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა შეასრულა. დანაშაულებრივი სისტემა, ჰუმანური, ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე მორგებული სისტემით ჩაანაცვლა და დღესაც, წლების შემდეგ უცვლელია ის პოლიტიკური ნდობა, რომელიც პირველად „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა და მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოუცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის მმართველობით ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას დაედო საფუძველი – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან უკვე მერამდენედ ქვეყნის მართვის მანდატის მიღება შეძლო და ხალხის იმედები გაამართლა. ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ მაღალი პოლიტიკური ნდობის პირობებში ბევრი ძირეული ცვლილება მოხდა.

მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილს სახელმწიფოებრივი პასუხი გაეცა და შექმნილი ინსტიტუციური მდგრადობა ხელშეუხებელი დარჩა. 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკის გააზრება ფაქტობრივი დადასტურებაა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის! ის გონიერ, პრაგმატულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება. ქართულ პოლიტიკაში დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და დღეიდან კიდევ მეტი შეიცვლება.

მმართველობის პროცესში ერთგვარი „სისხლის გადასხმა“ მხოლოდ გამართლებული რისკია და ერთი შეხედვით მტკივნეულ პროცესებზე საბოლოოდ დადებითად აისახება. დღეს გუნდს დაუბრუნდა კაცი რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. თითქმის უკონკურენტო პოლიტიკურ ველზე მეტი პოლიტიკური სიფრთხილე, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, 2024წლის არჩევნებში უკვე გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ხელწერაა (გნებავთ ეს სიტყვები მოინიშნეთ). დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის! დიახ, „ქართული ოცნება“ დღეს უკონკურენტო პოლიტიკური ძალაა და მასში მიმდინარე ჯანსაღი პროცესები მხოლოდ მხარდამჭერ ამომრჩეველთა რაოდენობას გაზრდის“, – წერს მეგრელიშვილი.

ბელგოროდში სარაკეტო შეტევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა –

ბელგოროდის დაბომბვას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. ხოლო დაშავებულია 108 ადამიანი, მათგან 15 ბავშვია – ამის შესახებ TASS რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 დეკემბერს, ნაშუადღევს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ბელგოროდის ცენტრზე.

აფეთქებების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

,,დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ”- ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაში ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, შფოთვებსა და რისკებს – დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნება შეაფასა.

ხუხაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ხედავს და ასახელებს ორი მიზეზს, რის გამოც, მისი აზრით ივანიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა, ერთი მხრივ, პირადი კეთილდღეობა დააზღვია, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა და გადაწყვიტა, „ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა“.

„ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ლოგიკა არ არის. „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნება საარჩევნო მიზნებისთვის არაფერში სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ლოგიკას აქ ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, პირად შფოთვებსა და რისკებს. ალბათ, ეს გახდა განმაპირობებელი მისი ამ გადაწყვეტილებისა. ამ პირად მიზეზებში ორ ძირითად ბლოკს გამოვყოფ, რაზეც მან ირიბად ისაუბრა და გარკვეულწილად აღიარა კიდეც, რის გამო ბრუნდება, თუმცა, შეეცადა კონტექსტი შეეცვალა. შევეცდები სწორი კონტექსტი წარმოგიდგინოთ, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი.

პირველი, ეს არის ის, რომ მას პრობლემები აქვს პირად კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით სერიოზული შფოთვები ჰქონდა და ამის პრევენცია გადაწყვიტა პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით. უცნაური იქნება, რომ ვიღაცამ იფიქროს პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის სანქცირებაზე. ეს ძალიან გაუგებარი იქნებოდა. მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში, თუ ის არაფორმალურ მმართველობას შეინარჩუნებდა, ეს [სანქცირება] დღეს თუ არა ხვალ, აბსოლუტურად რეალური შეიძლება გამხდარიყო. ასე რომ, ამ ნაბიჯით ამის პრევენცია მოახდინა, საკუთარი კეთილდღეობა დაიცვა. ნუ ჩავთვლით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა. შესაძლოა, დღეს საპატიო თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიხილოთ პრემიერის რანგში, ან ვვარაუდობ, რომ უფრო, შესაძლოა პრეზიდენტის რანგში ხედავდეს თავის თავს. მისთვის პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მართვა ყველაზე კომფორტული იქნებოდა, როდესაც ყოველდღიური მუშაობა არ გიწევს, მაგრამ მასთანავე ხარ სახელმწიფოს მეთაური და შეგიძლია, ტელეფონით მართო ყველაფერი. ეს ერთი მიზეზია და ასევე არის მეორე მიზეზიც, რაზეც დღეს მან ასევე ირიბად ისაუბრა: „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა გარკვეული ინტერეს-ჯგუფები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს და დიდ ფულს დიდი ამბიციები მოაქვს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების დისტანციიდან მართვა საკმაოდ პრობლემატური გახდა. შესაბამისად, მას სისტემის შიგნით ძალაუფლების შესუსტების, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა. არა იმდენად პარტიული კუთხით, არამედ ინტერეს ჯგუფების კუთხით, რომელთაც მისი ფული აღარაფერში სჭირდებათ, რადგან თავისი ფული აქვთ. შესაბამისად, მათი მართვა უკვე პრობლემატური გახდა და გადაწყვიტა, ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა.

მას მაგიდასთან ლეგალურად დაჯდომის უფლება გაუჩნდა და ველოდები, რომ რაღაცები დატრიალდება. ერთი-ორი ვიღაც დაისჯება და ის დაიწყებს ახალ სისტემაზე კონტროლის აღდგენას ხელით მართვის რეჟიმში. შესაძლოა ვიღაც დაიჭიროს კიდეც. არ ვსაუბრობ მაინცდამაინც თანამდებობის პირებზე. ინტერეს-ჯგუფები ბევრად უფრო სერიოზული სისტემებია. შეიძლება, არ დაიჭიროს ის, ვინც ჩანს, მაგრამ მაგალითად, დაიჭიროს მისი პარტნიორი და ამით ის ადგილზე მოსვას. აქ მილიონნაირი ტექნოლოგია შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი მოტივია და ორივე უკავშირდება მის პირად კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ის დღეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პრობლემას წყვეტს და არა სახელმწიფოებრივს, ან რაიმე ტიპის პოლიტიკურს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის საქმის კურსშიც, დიდი ალბათობით, დღემდე არ იყო სისტემა. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია. ეს იციან და ამას ხვდებიან, მაგრამ ვინ იქნება, ეს არ იციან. ამიტომ ყველა ცუდი მოლოდინის რეჟიმშია გადასული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილის გადაწყვეტილება კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე ოპოზიციისთვის.

„ზოგადად, ქვეყნისთვის მისი ეს გადაწყვეტილება კარგია. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან აზიანებს ქვეყანას. თუ შენ მართავ ქვეყანას, ჯობს შენი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. თუ რაღაცას აკეთებ, პასუხისმგებლობაც შენი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილი რაღაცას აშავებდეს და ჩვენ იძულებული ვიყოთ, აქციებს ღარიბაშვილს ვუწყობდეთ, რომელიც ერთი ფოსტალიონი კაცი და გაუგებრობაა, არასერიოზულია. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოს.

ოპოზიციისთვისაც კარგია, რადგან რეალური სამიზნე უკვე გამოკვეთილია. ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, პოლიტიკური წესრიგი დაბრუნდა. ვინ ვინ არის, ყველას თავისი სახელი ჰქვია და არა ისე, რომ არის და თან არ არის. რელიგიაში იყო გადასული – ადამიანი, რომელიც ყველგან იყო და თან არსად იყო. პოლიტიკა ხომ რელიგია არაა. დავბრუნდეთ მიწაზე და რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სასარგებლო პარტიული რეიტინგის მიმართულებით საარჩევნო მიზნებისთვის, გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ მხრივ სერიოზული ცვლილებები იქნება.

„არ მგონია, რომ სერიოზული ცვლილებები იყოს. მითუმეტეს, გრძელ თამაშზე ვსაუბრობთ. ჯერ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. რაღაც რყევა დღეს ალბათ იქნება, მაგრამ ეს რყევა მნიშვნელოვანი არ იქნება. საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული იყო. გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით. რამე ახალი იყო? ბიძინა მართლა წასული ეგონა ვინმეს? არავის ეგონა. მიყრუებულ სოფელშიც კი, ადამიანს, ვინც ტელევიზორსაც არ რთავს, რომ ჰკითხოთ, გეტყოდათ, რომ ბიძინა არის მამამარჩენალი. ახლა მარტო მამამარჩენალი კი არაა, არამედ ახლა არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თუნდაც საპატიო “,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.