Home Blog Page 1680

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 იანვარს ქუთაისში +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით -1, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხში დარღვევები აღმოაჩინა

დარღვევები საავტომობილო საწვავის ხარისხში, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საავტომობილო საწვავის ხარისხი ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურზე შეამოწმეს.

ჯამში აღებულია დიზელის 80 და ბენზინის 20 ერთეული სინჯი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში.

დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდი ციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.

2023 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს

საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 თურქს, 8 ჩინელს, 7 ბანგლადეშელს, 6 იორდანელს, 6 ერაყელს, 5 პაკისტანელს და ა.შ.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 85-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 27 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.

რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 165 პირი გააძევეს, 2021 წელს – 77, 2020 წელს კი 49.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს.

„უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია-გია ცაგარეიშვილი

გახარია იყო მინისტრი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული, თურმე ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, რასაც უკავშირდება არჩევნების შესახებ მისი განცხადებები.

„2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რომლის მეშვეობითაც გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი გახდა, მაინტერესებს, ეს არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? თუ ახლა გადაწყვიტა მთვარის მოტაცება კონსტანტინე გამსახურდიას სტილში. მანამდე გახარია იყო მთავრობის წევრი, ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ არჩევნები არ იყო მოტაცებული, მაშინ ნებაყოფლობით დაქორწინდა ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“. გახარია იყო მინისტრი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჩვენს მთავრობაში, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის. ახლა აღშფოთებულია და განიცდის, თურმე ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულია, თუმცა შემიძლია, მკვეთრად თქმაც, არც ამის მერიდება. ასე რომ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს “, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საკითხში“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, მან მადლობა გადაუხადა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს კიევის უსაფრთხოების პაკეტის შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, ამ დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ – მათი დახმარებით რთულ პრობლემას გაუმკლავდებით. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოთ. მზად იყავით, რომ ეს იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ვარაუდობდით. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

კურო

რთული და ყოველმხრივ დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება, თან სრულიად მარტოს მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ ყველა საქმისთვის ძალა არ გეყოფათ, ერთი ან ორი ყველაზე რთული დავალება აირჩიეთ ან დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

ტყუპები

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. სავარაუდოდ, საღამოს უსიამოვნო სიახლეს მიიღებთ. ეცადეთ, ეს ინფორმაცია უფრო სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოთ. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

კირჩხიბი

ეს დღე რომ ნაყოფიერი იყოს, მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები დაისახოთ. უმჯობესია დღის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და საღამოსთვის მეორეხარისხოვანი საქმეები შემოინახოთ. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ლომი

თქვენი აქტიურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ კოლეგები თქვენს ზოგიერთ იდეას გააკრიტიკებენ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული

მთელი ყურადღება ერთ საინტერესო საქმეზე ან დავალებაზე გაქვთ გადატანილი და სხვა საკითხებისთვის დრო აღარ გრჩებათ, ამიტომ, 31 იანვრისთვის რაიმე მნიშვნელოვანი არ უნდა დაგეგმოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი

ამ დღეს რაც უფრო ბევრ ადგილზე მოხვდებით და ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით მეტი შანსია, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ. ნუ შეგეშინდებათ, დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო განვითარებულ მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ და ემოციები აკონტროლოთ. ეცადეთ მთელი დღე ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ამ დღეს დაგეგმილი ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თევზები

ეს დღე მსუბუქი მუშაობის ან უჩვეულო აქტივობებისთვის არის ხელსაყრელი. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმდენად შემცირებულია, რომ მეტი უნდა დაისვენოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

 კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ტერევენკოს და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

ებრაელი სპეცრაზმელები საავადმყოფოში შეიპარნენ და პალესტინელი „ბოევიკები“ მოკლეს

მუსულმანი ქალების და საავადმყოფოს პერსონალის ტანსაცმელში გადაცმული ისრაელის სპეცრაზმის წარმომადგენლები ქალაქ ჯენინის საავადმყოფოში შეიპარნენ და პალესტინელი „ბოევიკები“ მოკლეს.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებული „ბოევიკები“ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. სპეცოპერაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჯენინში, იბნ-სინას საავადმყოფოში ჩატარდა.

ისრაელის მხარის ინფორმაციით, „ბოევიკები“ „ჰამასის“ წევრები იყვნენ და ისინი იბნ-სინას საავადმყოფოს შეხვედრებისთვის და ტერაქტების დასაგეგმად იყენებდნენ.

პალესტინური ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს, ღაზას სექტორი ომის დაწყებიდან ებრაელმა სამხედროებმა 370 ადამიანი მოკლეს და 6 ათასზე მეტი დააპატიმრეს.

 

“ვიქტორ ორბანი ევროკავშირში ერთადერთი ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი უნგრელი კოლეგა – ვიქტორ ორბანი ევროკავშირში ერთადერთი ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია.

”ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა. უნგრეთი დარჩა, უფრო სწორად, არა უნგრეთი, არ ვისურვებდი ჩვენთვის ასეთი მეგობრული ქვეყნის სახელის გამოყენებას, მაგრამ ვიქტორ ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა. ის ერთადერთია ასეთი აშკარა ანტიუკრაინელი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ტუსკმა.

ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან-დმიტრო კულება

ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრული ახალი ამბების პორტალ Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ.

“ეს რომ დადასტურებულიყო [რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი], დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი [სიიარტო] ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცემს პატივს,” – განაცხადა კულებამ.

“ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი “ათასობით ტერორისტს” არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას.

“ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება – ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგული არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით.

ღაზას სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!” , – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.