Home Blog Page 1678

,,ქოლ-ცენტრების საქმემ“კეზერაშვილი და ნაცების კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო” – იონათამიშვილი

„ქოლცენტრების“ საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქოლცენტრების საქმემ“კეზერაშვილი და ნაცების კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო, რადგან მართლმსაჯულების სიახლოვე იგრძნეს და მორიგ ჯერზე, უკადრებელი იკადრეს. ე. წ. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გატესტეს ჯერ. ოღონდ ისრები „ქართული ოცნებისკენ“ გადმოეტანათ და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს…

„ქოლცენტრების“ საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი. მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, როგორ დაიმალებოდა…

ამავე დროს, ალექსიძე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია! ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს! იქნებ აქეთ გადმოესროლათ უბინძურესი ბრალდება! გახსოვთ, ალბათ, კეზერაშვილის დაპირება, ხელისუფლებას ვამხელ ამ საქმეშიო… სცადა! არ გამოუვიდა! ყველამ ყველაფერი იცის, ზეპირად!

თავისი ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ, როგორც მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი ხალხი“, – წერს რატი იონათამიშვილი.

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი დაამარცხა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ, რობერტ კობლიაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი დღეს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალში გავიდნენ გელა ბოლქვაძე და შმაგი ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

,,თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ვიმსჯელოთ” – სარჯველაძე

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ, ყველა მოსაზრებას უაპელაციოდ დავეთანხმოთ. თუ პარტნიორები ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები უნდა მივიღოთ და ამაზე მსჯელობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„დავუშვათ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და რა უნდა მოხდეს?! პოლიტიკოსებმა უნდა დაიბარონ პარლამენტში მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია: ანგარიშს ნუ მოსთხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსამართლეებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან ჩვენ უნდა ვიყოთ სრული პატივისცემის რეჟიმში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ სასამართლოს.

როდესაც პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცევა სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაშინ უნდა შევახსენო ყველას, რომ რატომ იქმნება იუსტიციის საბჭო კონსტიტუციის მიხედვით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

გიორგი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

გიორგი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
ქართველი ძალოსანი გიორგი ჩხეიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.
109 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 381 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ამავე წონით კატეგორიაში კარგად იასპარეზა ზაზა ლომთაძემ, რომელმაც აკვრაში დაძლეული 213 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამური 376 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ხვალ ეკლესიებში არტოსის პური დარიგდება

23 აპრილს აღდგომის სწორზე მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეთერთმეტე შეხვედრამ რუსეთი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დააახლოვა, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი “რამშტეინის” შეხვედრის შემდეგ.

როგორც რეზნიკოვი წერს, რუსეთი ნიურნბერგ II-ს უახლოვდება.

“რამშტაინ-11-ის შედეგები: რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს. ამ ფორმატის ყოველი შეხვედრა არა მხოლოდ უფრო სასარგებლო “საჩუქრებს” აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ მიზნად ისახავს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას” – წერს რეზნიკოვი 

შეგახსენებთ, 21 აპრილს, გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების “რამშტეინის” ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  განიხილეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალისა და მხარდაჭერის საშუალებების საკითხები.

პრეპარატის დანერგვას სჭირდება მომზადება“ – ივანე ჩხეიძე მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“

ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ, – ამის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა.

„1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია მოგვიანებით შედეგებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია, ნარჩუნდება თუ არა ეს ზრდის ტემპი მომდევნო წლების განმავლობაში. სხვანაირად ხანგრძლივ ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის 1 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ის 2011 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

რუსეთი საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლას იწყებს

რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაში 20-დღიანი მოგზაურობისას ბათუმის პორტშიც გაჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას VESTIKAVKAZA ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული გემი „პეტრე დიდი“ და პირველ მოგზაურობაში აგვისტოში გაემგზავრება.

ბათუმის გარდა, გემი გაჩერდება შავი ზღვის სხვა პორტებშიც, მათ შორის ნოვოროსიისკში, სოჭსა და სტამბოლში, აზოვის ზღვაში კი ტაგანროგში. „პეტრე დიდს“ 300-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

სალონიკში ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს

20 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.

საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

,,ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია”- პაპუაშვილი

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდებით 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზაზა პაპუაშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ შეკრების მიზანია საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის წინაშე მდგარი განსაცდელების თავიდან აცილება.

„ის განსაცდელებიც, რაც შეიძლება, ქვეყანას შეექმნას, უნდა ავიცილოთ თავიდან. ამდენი შეურაცხყოფა, ბრძანებები, რაღაცები დაანონსებულია ომები და მაიდნები და… ამას სჭირდება საზოგადოების შეკრება და პროტესტის გამოხატვა, რომ საქართველოს უმრავლესობა არ ფიქრობს ისე, როგორც ვინმე ტვინგადახრილი ადამიანი. საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ძალა, რომ ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს ქვეყანაში“, – ამბობს პაპუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს არიდებული აქვს „ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია“.

„არასდროს არ მითქვამს მე, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იოლია. დღესდღეობით ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია – მოდი, მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ეს შეკრება დანაწევრებისკენ კი არ არის, არამედ საზოგადოების გაერთიანებისკენ, რომ მოტივირებული იყო ხელისუფალი, ჯარი, პოლიციელი და ყველა ჩვენგანი. ქართველები ვიგებთ, როცა სრული ერთიანობა გვაქვს ერთ საკითხში მაინც, რომ არ ჩამოინგრეს ჩვენი ქვეყანა. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი შეკრების არსი“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ბელგოროდში კიდევ ერთი ავიაბომბი აღმოაჩინეს 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით ბობი ჩამოაგდო, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.

მისი თქმით, ბომბი გამნაღმველებმა იპოვეს. ბომბს პოლიგონზე გააუვნებელყოფენ.

გლადკოვმა თქვა, რომ 200 მეტრის რადიუსში მდებარე მაღალსართულიანი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ. წინასწარი მონაცემებით, ეს სამი ათასზე მეტი ადამიანია.

ტელეგრამ-არხ Baza- სცნობით, საავიაციო ბომბი მიწისქვეშ არის. წინასწარი ინფორმაციით, ბომბმა შვიდი მეტრის სიღრმემდე ჩააღწია.

20 აპრილს, რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით  ბელგოროდის ცენტრში ბომბი ჩამოაგდო, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი. აფეთქების ადგილზე კი 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.