Home Blog Page 1676

ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა თანამოსაუბრეებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს.

„შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი ნაბიჯების დეტალური განხილვა. კერძოდ, ე.წ. სკრინინგის პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას“, – განმარტა კრისტინა გერასიმოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უკრაინის დელეგაციამ ასევე მიიღო მონაწილეობა „სკრინინგის“ დაწყებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში – ეს არის უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.

“ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება” – ბექა დავითულიანი

ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავითულიანი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ კობახიძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება.

„ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას – მას ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება“, – განაცხადა დავითულიანმა.

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ლიდერობს

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩეველთა ხმების 93% აქვს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია.

მათივე ცნობით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში არჩევნებში, მის გარდა, კიდევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა მხოლოდ 2% პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა.

ამომრჩეველთა სიაში ექვსი მილიონ 478 ათას 623 ადამიანია. ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებზე დასაკვირვებლად 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.

არჩევნები ათწლეულების შემდეგ პირველად ჩატარდა ყარაბაღშიც. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა ქართული დელეგაციაც.

8 თებერვალი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 8 თებერვალს დავითობას აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

შემდეგ, წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.

1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

დავით მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი” დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

ნერგეთში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საძიებო სამუშაოებს ახორციელებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

„სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 თებერვალს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +9, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

,,სამუშაოები გაგრძელდება მანამ სანამ, ამ ქალბატონს არ ვიპოვით”- ზვიად შალამბერიძე

ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ფაქტობრივად ტრაგედიის პირველივე წუთებიდან, 22 საათის განმავლობაში შსს-ს სამაშველო სამსახური საძიებო სამუშაოებში ჩართულია და ამ წუთამდე შეუჩერებლად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ამ წუთისთვის ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი. რჩება 1 ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით არა რის ნაპოვნი. სამუშაოები გაგრძელდება მანამ სანამ, ამ ქალბატონს არ ვიპოვით. დილიდან ადგილზე გეოლოგების ჯგუფი მუშაობდა, შეისწავლეს ტერიტორია. საჭიროა კიდევ დეტალურად შესწავლა, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები შვიდივე ოჯახი თავიანთი სახლებიდან გავიყვანოთ. ნაწილი ნათესავებთან დაბინავდა, ნაწილის დაბინავებაზე კი სახელმწიფომ იზრუნა. მანამ სანამ არ გვექნება 100%-იანი გარანტია, რომ აქ მეწყრის გარემოების საშიშროება არ არის, ადამიანებს აქ არ დავაბრუნებთ. თუკი მინიმალური მაინც იქნება დაშვება, რომ აქ სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები განვითარდეს, თავისთავად ამ ადამიანებს უკვე ახალ საცხოვრებელ ადგილს მოვუძებნით.

სამწუხაროდ ასეთ ტიპის ტრაგედიები ტრადიციად ექცათ გარკვეულ ოპოზიციურ არხებს, რომ გარკვეული სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. არ შეიძლება ადამიანების ტრაგედიით ასე თამაში. გამორიცხულია ის, რომ აქ ვინმეს წინასწარ განესაზღვრა იყო თუ არა საფრთხე მეწყრული პროცესის განვითარების. ათეულობით წლებია აქ ადამიანები ცხოვრობენ და ერთი ბზარიც კი არ გაჩენილა იმ მთაზე საიდანაც ეს მასა ჩამოიშალა. ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონში გადაუღებლად წვიმდა. ამ წუთისთვის 900-ზე მეტი კერძო სახლია დაზიანებული, დაზიანებულია კორპუსები, სკოლები, ბაღები. არის 100-მდე სოფელი, სადაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, – განაცხადა შალამბერიძემ.

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და დისკუსიებში მონაწილეობა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებში გაჩენილი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, გარემოებების ან განწყობის გამო, გეგმები მკვეთრად შეიცვალოს.

კურო

ამ დღეს მოულოდნელად გაიგებთ პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. კითხვების დასმის არ უნდა შეგეშინდეთ და პასუხებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძალიან დაგაინტერესოთ და მოგხიბლოთ. თუ თქვენი სიმპათიები ორმხრივია, ეცადეთ, ურთიერთობა განავითაროთ.

ტყუპები

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სწორი და ფინანსურად გამართული იქნება. არაფრისმომცემ საუბრებზე დროს და ძალას ნუ დაკარგავთ – ერთიც და მეორეც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. პირად ურთიერთობებში აგრესიას და უხეშობას უნდა ერიდოთ და კომპრომისის მიღწევა სცადოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა ამ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს თქვენი მუშაობის შედეგებზე არ აისახება. შეგიძლიათ მშვიდად და აუჩქარებლად იმუშაოთ, ხშირად დაისვენოთ და დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ლომი

თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. გათავისუფლდით ურთიერთობებისგან, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლით. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ თანამოსაუბრეს გული გადაუშალოთ და პირადი საიდუმლოებებიც კი გაუმხილოთ. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარი, რომელიც სასიამოვნო ამბავს გაგაგებინებთ.

ქალწული

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები არ დაგეგმოთ. სამსახურში უამრავი საქმის კეთება მოგიწევთ და სხვა არაფრისთვის დრო და ძალა არ დაგრჩებათ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

სასწორი

გარშემო მყოფი ადამიანები პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება, თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა ვიღაც გაანაწყენოს და პრობლემები შეგიქმნათ.

მორიელი

ამ დღეს გეგმების შეცვლა და სხვა ადამიანების საქმეებზე ფიქრი მოგიწევთ. შეეცადეთ, პრობლემა სწრაფად მოაგვაროთ და საკუთარ პასუხისმგებლობებს დაუბრუნდეთ. თუ პარტნიორი ვერ ხვდება, რომ დახმარება გჭირდებათ, ამის შესახებ პირდაპირ უნდა უთხრათ. სახლში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რომლებსაც მალე ძალიან ინანებთ.

მშვილდოსანი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგებისა და თქვენი საქმიანი უნარების დამსახურებით, ამ დღეს მოლაპარაკებები და დისკუსიები წარმატებით დასრულდება. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, ოპონენტებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და სხვა ადამიანების აზრს პატივი სცეთ. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მაცდურ შეთავაზებას დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს.

თხის რქა

თუ რუტინული საქმეების კეთება მოგწყინდათ, ინოვაციური მიდგომა უნდა გამოიყენოთ და უინტერესო საქმე საინტერესო გახადოთ. დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და საოჯახო საქმეები იქნება. ოჯახის უფროსი წევრების დახმარებით დავალებას იმაზე ადრე გაუმკლავდებით, ვიდრე გეგონათ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – ახალი ნივთი იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. ეცადეთ, სპორტისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანებთან სიახლოვე კარგი განწყობის შენარჩუნებაში და მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას და უხეშობას, რათა საპასუხო აგრესია არ მიიღოთ. ეცადეთ, თავაზიანად აუხსნათ, რატომაა ესა თუ ის პოზიცია თქვენთვის მიუღებელი.

თევზები

სასურველი შედეგის მიღწევაში ხელს მცირე უსიამოვნებები შეგიშლით, რომლებიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ. მთავარია, არ დაიბნეთ და ამით სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით სამძებრო ღონისძიებას განაგრძობენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია რვა ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ერთი პირის მიმართ.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია რვა ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ერთი პირის მიმართ.

მეხანძრე-მაშველები სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.

სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი. სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

,,სამგზავრო მიმოსვლა ხვალ დილიდან განახლდება”- საქართველოს რკინიგზა

სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო იყო შეჩერებული, ხვალ დილიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან”- რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “ღამის კურიერის” ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან კარგი თანამშრომლობა აქვს.

“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა,”- აცხადებს დანიგანი.

,,აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ”- ნინო ჩხობაძე

ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ, – ამის შესახებ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ  მედიასთან  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა რომ ჰქონოდა, მეწყრის ზონაში ადამიანებს დროულად გაასახლებდნენ.

„ადამიანებს ეტყოდნენ, იცით, პირველი ნიშნები დაეტყო და ახლა უკვე საფრთხეა, უნდა გაგიყვანოთ. გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძის განცხადებით, სახეზეა კლიმატის ცვლილება.

„ერთადერთი პრევენცია, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის გაასახლოს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საშიშროება არის. მით უფრო, განცხადებები მანამდეც კეთდებოდა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემებია აჭარა-თრიალეთის ქედთან მიმართებით. არის საუბარი იმაზე, რომ მცირე კავკასიონიც მოყოლილია ასეთ აქტიურ ზონაში. ჩვენ ზოგადად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გააქტიურდება, იმიტომ, რომ კლიმატიც ცვლილება გვაქვს სახეზე, იმიტომ, რომ უხვი ნალექი მოდის ერთ დღეში. ის, რაც 3 თვის განმავლობაში მოდიოდა. ამ შემთხვევაში, როცა ეროზირებული გაქვს ძალიან ბევრი მიწა, რა თქმა უნდა, ეს მოწყდება, თან რომ დააკვირდეთ კადრებს, ნახავთ, რომ ფერდის ზედა ნაწილი პრაქტიკულად მოცილებულია. ახალი ნერგებია, რამდენადაც ვხვდები, მანამდე ჭრას ექვემდებარებოდა, ადამიანის ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ფერდს და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით სპეციალისტების არარსებობის გამო.

„ჩვენ ადგილზე სპეციალისტები არ გვყავს. წარმოიდგინეთ, რამდენი მეწყრული ზონაა, ყველაზე რეაგირება ფიზიკურად ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მეწყრული პროცესები გააქტიურა, ასევე, იმ ფაქტორმა, რომ ნალექი, რაც თოვლის სახით უნდა მოსულიყო, წვიმის სახით მოვიდა.

ნინო ჩხობაძემ, ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე უნდა იზრუნოს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და გადაამზადოს კადრები.

„უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, სადაც ვიცით, რომ რაღაც ხდება. თუნდაც რუკები, რომელიც მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს იმას, რომ იკრიბებიან ადამიანები, ვისაც ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთ, ათვალიერებენ ადგილზე რა ხდება. თუ ეს საფრთხის შემცველია, მაშინ გამოჰყავთ სოფლიდან ადამიანები ან სპეციალური დამცავი ღონისძიებები ტარდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.