Home Blog Page 1672

“ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია”-ვატო შაქარიშვილი

ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელს მსოფლიოს – ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!- წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ – გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოდანაც ბევრი კითხვაა – რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ გაუპრავა მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?!

„ ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…
ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელს მსოფლიოს – ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!
საქართველოდანაც ბევრი კითხვაა – რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ გაუპრავა მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?! რა როლი ჰქონდა ბუშს, დიკ ჩეინის და მათ ადმინისტრაციას 2008 წლის ავანტიურაში და ა.შ. და ა.შ.
აღნიშნული კითხვები ჩვენც დევიდ კრამერს გავატანოთ…?“-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში – ჯორჯ ბუში

კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.

ბუშის წერილში ნათქვამია, რომ წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლო ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, პუტინის შემოჭრის 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“,- ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.

სოფელ ვეჯინში 35 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

სროლის ხმა გავიგე. ბექასკენ გავიქეცი, ჩემი შვილის ხმა გავიგე – ვაიმეო… ბექა თოფი გესროლა-მეთქი?! რომ მივედი უკვე დაცემული  და უკონტაქტო იყო და კვნესოდა. რომ ველაპარაკებოდი, ხმას არ მცემდა. ვუთხარი, შვილო ხელით რამე მანიშნე, ძლივს სუნთქავდა, ხმა არ ამოუღია. ვერც დავინახე ეგ ადგილი, ჩემგან მოშორებით, დაახლოებით 80 მეტრში იყო, შებინდების პერიოდი იყო… მე ჩემს შვილს მივუტრიალდი, სასწრაფოს დავურეკე, პოლიციაში დავრეკე, ხალხი გამოვიდა ჩემს ყვირილზე. რომ მოვიდნენ, ადგილზევე იყო დაღუპული. მიწის გამო მომიკლა შვილი. სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის“, – განაცხადა მოკლულის მამამ.

4 სექტემბრიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

2023 წლის 4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) – 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით.

გამონაბოლქვის შემადგენლობის შემოწმებაზე თავის არიდება ისჯება იმავე სანქციით. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

„პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან ორი საათის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე თავისი ხარჯით სათანადო სატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმას შეესაბამება. გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციის საფუძველზე, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა – გზებზე ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლის თაობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ხელმოწერები შეგროვდება, რის შემდეგაც, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას, ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის, არანაკლებ ორი მესამედი.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსეი რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი შეცვლის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს რუსტემ უმეროვი.

„ამ კვირაში პარლამენტს მიმართავენ, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. მინდა, აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ალექსეი რეზნიკოვმა სრულფასოვანი 550 დღე გაიარა, მასშტაბური ომი. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან.

ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს მას, ბატონ უმეროვს მეტი შესავალი არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას. შემოდგომა – გაძლიერების დროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

4 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე საქმეში წარმატებას და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას გპირდებათ. ახალ ცოდნას და საჭირო უნარებს ადვილად ითვისებთ, რაც მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

შეიძლება, ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ, რომელიც სწრაფ მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და ზეიმების მოწყობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

კურო

თუ არ აჩქარდებით, ეს დღე მშვენივრად ჩაივლის. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ.

ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

ტყუპები

ამ დღის მოვლენები მიზნის მიღწევასა თუ არა, მასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, თვითგვემას ნუ მიეცემით – თქვენ უამრავი ღირსება გაქვთ, რასაც გარშემო მყოფები აუცილებლად აღნიშნავენ.

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის დაწყების, უძრავი ქონების შეძენის ან ქირაობისთვის. ახლობელი ადამიანები საოჯახო საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევასაც ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

მოულოდნელი აღმოჩენები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დღეა, დიდ შესყიდვებსა და ინვესტიციების განხორციელებასაც უნდა მოერიდოთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ საკუთარი აქმის განვითარებაზე იფიქროთ.

ლომი

ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და ის დაინახოთ, რასაც სხვები ყურადღებას ვერ ამჩნევენ. მახვილი ინტუიცია და გამჭრიახობა შეცდომებისგან დაგიცავთ, ხოლო იუმორის გრძნობა ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, იმედებს გაგიცრუებენ.

ქალწული

კარგი დღეა გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მომავალზე ფიქრისთვის. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ, რაც არ მოგწონთ. ნუ ინერვიულებთ, ამით თქვენ არავის ავნებთ.

საღამოს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.

სასწორი

რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარშემო მყოფთა ზეწოლის მიუხედავად, იმას აკეთებთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ და ეს სწორი პოზიციაა.

ნუ შეგეშინდებათ საქმესთან მარტოდმარტო შეჭიდება – პირველივე ნაბიჯების შემდეგ, დამხმარეები გამოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხზე წარმოდგენას შეგიცვლით.

მორიელი

მორიელებს საინტერესო და ნაყოფიერი დღე ელით. ბევრი პრობლემის გადაჭრას არასტანდარტული აზროვნებისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ.

საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება წარმოუდგენელი რამ ჩაიდინოთ. ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერც სტერეოტიპები, ვერც ტრადიციები და ვერც ახლობლების შეგონებები ვერ შეგიშლით. ცხოვრების ყველა სფეროში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელია, რაც გახარებთ.

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანი მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ ეცადეთ, მოკრძალებულ წარმატებებს დასჯერდეთ. იმ საქმეების მიმართ, რომლებიც ადრე გიზიდავდათ, თანდათან ინტერესს კარგავთ.

გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. სასარგებლო იქნება საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა ხნით გარემოს შეცვლა.

მერწყული

იღბალი სერიოზული პრობლემებისგან გიცავთ, მაგრამ ცოტა წინდახედულობა არ გაწყენთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. გამორიცხული არ არის, რომ შეუსრულებელი დაპირება გასცეთ ან ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ.

მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება – შესაძლოა, ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ უთანხმოება კონფლიქტად არ იქცეს.

თევზები

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოთ, საიდან დაიწყებთ და ვიღაც თქვენი არჩევანით აუცილებლად უკმაყოფილო დარჩება. გახსოვდეთ, რომ სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი უნაკლო განხორციელებაც მნიშვნელოვანია.

ემოციებმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ გირჩევთ, გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმინოთ, რომლებსაც სიტუაციის ობიექტურად შეფასება შეუძლიათ.

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

მიწისძვრა თბილისის დროით, საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე მოხდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყო

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო.

დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა რთვლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შტაბის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია ზოგადად რთვლის მიმდინარეობისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ.

„უკვე დღეიდან შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპენსირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივად დგომა“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

ქალაქ თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

,,გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ, არ გაძღა მაგათი მუცელი”- ხაბეიშვილი

ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი პატარა “მინიგარქის” – ჩიგოგიძის მეშვეობით ფეოდალურ წყობილებაში ამყოფებს გურულებს. გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნოდარ დუმბაძის სკვერის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ აღნიშნული სკვერის დასაცავად, მათ შორის, თუ საჭირო გახდა ფიზიკურად დაიცავენ.

„ჩვენ ვნახეთ ლაჩარი ადამიანების – ჩიგოგიძის მოგზავნილი „ნასედკების“ თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებზე. საუბარია ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებაზე. აქ ადგილზეც კი ვერ მოუყარეს უმრავლესობას თავი – გააყალბეს საკრებულოს კომისიის სხდომა და მიუხედავად ამისა, ეს პატარა რუსი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონსაც ხმა მისცა, ჩოხატაურელებს ართმევს ნოდარ დუმბაძის სკვერს, ამას ბედავს და დიახ, ამასობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები ამის წინააღმდეგ იბრძვიან. დღეს საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, სადაც ლაჩრულად მიუვარდნენ ჩვენს ლიდერებს. ყველამ ნახა ეს კადრები ტელევიზიით, მე ვთქვი, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი ჩოხატაურში, მოვუწოდე ამ ლაჩარ ადამიანებს ჩხუბი რომ დაიწყეს სად არიან, არცერთი არ ჩანს ახლა. ხვალ აუცილებლად დავარიგებთ ბუკლეტებს ჩოხატაურში ორ საათზე და ველოდებით ადგილობრივებს.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ პირველი – გამოძიებას ჩვენ არ ველოდებით, თუმცა ყველა პროცედურას გავივლით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ხელისუფლება შეიცვლება ეს ადამიანები დაისაჯონ. მეორე – ამ საინფორმაციო ბუკლეტებს აუცილებლად გავავრცელებთ და ყველას გავაგებინებთ, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს აუქმებენ ჩოხატაურში და მესამე – ჩვენ ვიბრძოლებთ, ფიზიკურად, მათ შორის, რომ თუ მაინც გაასხვისებენ, ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ნოდარ დუმბაძის სკვერს, როგორც კი იქ სამშენებლო მოქმედებს დაიწყებენ. ამიტომ ჩვენ ხვალ ჩოხატაურში გვექნება კამპანია, სადაც ადგილობრივების ინფორმირებას უზრუნველვყოფთ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი პატარა მინიგარქის – ჩიგოგიძის მეშვეობით ფეოდალურ წყობილებაში ამყოფებენ გურულებს და გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სკვერის „დათრევაც“ უნდათ.

ყველაფერი ხომ „დაითრიეს“, არ გაძღა მაგათი მუცელი და ახლა გადაწყვიტეს, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერიც მიისაკუთროს რუსმა ჩიგოგიძემ, არ გამოვა ასე და მათ შორის ფიზიკურად თუ მოგვიწევს ამის დაცვა, აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

,,ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს მსგავს თემაზე ექნებოდა ადეკვატური რეაქცია”- დავით შარაშიძე

აქ, სადაც ეს სიტუაცია იყო ამ დილით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმოდა გინება „ქართული ოცნებისკენ”, ჩვენი ოჯახებისკენ და შესაბამისად, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს მსგავს თემაზე ექნებოდა ადეკვატური რეაქცია, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა ჟურნალისტებთან ჩოხატაურში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

დავით შარაშიძის განმარტებით, ბრალდება, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი მხარდამჭერები დაახვედრა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მსგავსი აჟიოტაჟი არ არის უცხო საზოგადოებისთვის. ეს ომის პარტია და ჩვენი ქვეყნის მოძულე პარტია კიდევ უფრო თავს აძულებს და აზიზღებს ხალხს. დღეს იყო კვირა დღე და კვირა დღეს ჩოხატაურში იყო საყოველთაო ბაზრობა, სადაც მთელი ჩოხატაური ჩადის და თავიანთი ოჯახებისთვის საჭირო პროდუქტებს ყიდულობენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვახვედრა თავისი მხარდამჭერები, დეპუტატები, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივ ბაზარში ყველა ჩვენგანი დავდივართ და ვსარგებლობთ აღნიშნულჯ ბაზრით”, – აღნიშნა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებას” შორის, შარაშიძე პასუხობს, რომ აღნიშნული დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს ეხება, რაც ჩოხატაურში, სკვერის ნაწილში „საქართველოს ბანკის” ფილიალის გახსნას გულისხმობს.

„სკვერის კუთხეში, სადაც არანაირი გამწვანება არ იჭრება, აბსოლუტურად ყველა კანონისა და პროცედურების დაცვით იყო საკრებულოს მიერ დამტკიცებული აღნიშნული საკითხი, რაც იყო ჩოხატაურელების მოთხოვნა. იყო „საქართველოს ბანკზე“ საუბარი და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ბანკი შემოგვეყვანა ჩოხატაურში. მოლაპარაკებები შედგა და ყველა კანონის დაცვით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ისეთ საქმეს და ისეთ საკითხს არ გავიტანთ და არ გავატარებთ, რაც ჩვენი ჩოხატაურელებისთვის იქნება მიუღებელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩოხატაურში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები”, რაც ითვალისწინებს მთელი ჩოხატაურის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის, შედის ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სკვერი და სულ ცოტა ხანში ჩვენ მივიღებთ ძალიან ლამაზ, რეაბილიტირებულ ჩოხატაურს, სადაც იქნება მსუბუქი კონსტრუქციიდან აშენებული შენობები, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ხიბლს და სილამაზეს შემატებს ჩვენს მუნიციპალიტეტს“, – აცხადებს შარაშიძე.

როგორც მერმა აღნიშნა, დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ.

„შეხლა-შემოხლის მიზეზი იყო ერთი რამ: ეს პარტია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაში მიმართულია ჩვენი ჩოხატაურელების, ჩვენი გურულების წინააღმდეგ და ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს პარტიას, იმ პარტიას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტია, ცილი დასწამონ და შეუარცხყოფა აყენონ ოჯახებს. საზოგადოებას ამაზე ჰქონდა ადეკვატური რეაქცია”, – განაცხადა შარაშიძემ.

“ვითხოვთ ჩიგოგიძის ზონდერების დაკავებას” – ენმ-ის ლიდერები ჩოხატაურში ჩავიდნენ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჩოხატაურში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის სხვა წევრები რეგიონული ოფისების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი ჩოხატაურის პოლიციასთან იმყოფებიან, სადაც დავით მჟავანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მანამდე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჩავიდა. პარტიაში აცხადებენ, რომ თავდასხმაში მონაწილე პირები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკითხონ და პასუხი აგონ ჩადენილის გამო.

მათივე თქმით, ამ დრომდე ოპოზიციური პარტიის წევრების ცემაში მხილებული “ოცნების” ყველა მხარდამჭერი თავისუფალია, ისინი ჯერ გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ საგამოძიებო უწყება არ ჩქარობდა არც ნაცემი დეპუტატის გამოკითხვას, თუმცა დავით მჟავანაძემ გამომძიებლებს თავად მიაკითხა და უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა ენმ-ის წევრი დავით მჟავანაძე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა. მჟავანაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კადრებში კარგად ჩანს ყველა მოძალადე, შსს მათ დაკავებას არ ჩქარობს. გამოძიება კი მომხდარზე ძალადობის. 126-ე მუხლით დაიწყო. მომხდარის ორგანიზებაში ენმ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს. თავად ჩიგოგიძე კი ყველაფერს უარყოფს.