Home Blog Page 1671

“ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა”

ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა – არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი ჩატარდება თუ რეაბილიტაცია.

„ჩვენი კომენტარები და შეფასებები ამ შენობის მყისიერად რეაბილიტაციას ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა. ჩვენ ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ველოდებით. ჩვენი კომენტარები და შეფასებები პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და დიდი ალბათობით იგულისხმებოდა შენობის რეაბილიტაციის ნაცვლად, ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების ახალი კლინიკის აშენება.

წლის ბოლომდე აუცილებლად გვეცოდინება, მოხდება დემონტაჟი, თუ რეაბილიტაცია. ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, თუმცა მედპერსონალი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას. პაციენტებს ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფო იმ სტანდარტებში იქნება მოქცეული, რისი მიღწევაც კლინიკებს 2025 წლისთვის მოუწევთ. აქედან გამომდინარეა დაჩქარებული ის პროცესები, რაც შესწავლას გულისხმობს. არ არსებობს სამსახურის დაკარგვის საშიშროება, ან იმის, რომ კლინიკა თავისით დაიშალოს და ყურადღება არ მივაქციოთ, პაციენტი ვერ მიიღონ“,- აღნიშნავს მინისტრი.

Stephane, the Most Popular Pop Singer from Georgia, to Perform Live in New York

New York, NY – [Date: 26 May 2023] – We are proud to announce the live performance of Stephane, the most popular pop singer from Georgia, in New York on May 26th, 2023.

The concert will take place at Webster Hall, an iconic venue with a rich history of hosting legendary artists such as Madonna, Tina Turner, Prince, U2, Aerosmith, Guns N’ Roses, Sting, B.B King, Mick Jagger, and JayZ. With a capacity of 1,500 people, Webster Hall provides an intimate setting for Stephane’s performance, the first-ever Georgian artist to perform at Webster Hall.

Stephane is known for his unique blend of pop music. The concert in New York will give the Georgian diaspora in the United States a rare opportunity to experience Stephane’s music live. The event promises to be a memorable night, filled with soulful melodies and unforgettable performances.

“We are thrilled to bring Stephane to New York and provide a platform for the Georgian diaspora to celebrate their culture,” says organizer, Salome Liluashvili. “Stephane’s music is a perfect blend of modern jazz, blues, and pop. He will be backed by a full band of talented musicians and will perform a selection of his most beloved hits, as well as new material from his upcoming album. We are excited to share it with the diverse New York audience.”

The event is supported by Globalize, a leading organization helping Georgian startups and exporters to expand globally. Globalize will host a conference and exhibition of export products throughout the day.

Tickets for the concert will be available on [Ticketing Platform] starting on April 1. Early bird tickets are available at a discounted price of [Price], with prices increasing closer to the event.

For more information, please visit [Organizer’s Website].

“გვჭირდება გარანტია, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს”

ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოუგუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლუკაშენკომ და შოიგუმ განიხილეს ის შეთანხმებები, რომლებზეც ბელარუსის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა გასულ კვირას მოსკოვში ისაუბრეს.

ლუკაშენკოს განცხადებით, „დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ იყო მიცემული“. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც, კერძოდ, მან ახსენა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, ასეთ პირობებში მას სურს, უსაფრთხოების სრული გარანტიები მიიღოს რუსეთისგან.

შეგახსენებთ, მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

Коба Кобаладзе встретился с Александром Тевдорадзе

 

6 апреля этого года директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе встретился с директором компании объединенного водоснабжения Грузии Александром Тевдорадзе. Всреча проходила в главном офисе компании.

 

Целью встречи сторон была содействие и поддержка компании объединенного водоснабжения в инфраструктурном развитии “Ассоциации ветеранов-фермеров”, которая основана в регионе Гурии.

 

Стороны подчеркнули важность совместного содействия и поддержки государственных институции и общественности в преодолении социальных и экономических вызовов, стоящих перед ветеранами, которые проживают в регионе.

 

Александр Тевдорадзе заручился перед Кобой Кобаладзе поддержкой и содействием, которая будет оказана “Ассоциации ветеранов-фермеров Гурии” и отметил, что для сотрудничества, ориентированного на результат, со стороны компании будут предприняты действенные шаги.

 

Коба Кобаладзе поблагодарил Александра Тевдорадзе и компанию объединенного водоснабжения Грузии за чуткость, внимание и поддержку.

 

На встрече также присутствовала заместитель директора компании объединенного водоснабжения Грузии Нинона Розашвили.

ჩაფიძის გულის ცენტრმა, ვეტერანებისთვის, 142-ე საქველმოქმედო აქცია ნიქოზში ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიქოზში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 142-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 65 -მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 90 სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, მემორანდუმი, კვლავ 5 წლით გაგრძელდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 142 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 626 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები – უცხოური პრესა

როგორ დაანგრია პუტინმა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიღწევები“ (ავტორი – დანილა გალპეროვიჩი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ნატოში ფინეთის სრულუფლებიანი წევრობა, რომელიც გასულ კვირას ოფიციალურად განხორციელდა, ვლადიმერ პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარი უნდა იყოს – მიუნხენის ცნობილი გამოსვლიდან, სულ მცირე 16 წლის განმავლობაში, იგი მუდამ ცდილობდა ნატოს გაფართოება დაემუხრუჭებინა, პირიქით კი გამოუვიდა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისათვის (Голос Америки) მიცემულ ინტერვიუში, როცა ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხო, ასეთი კომენტარი გაუკეთა კრემლის „წარმატებას“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთისაკენ გაფართოების „დამუხრუჭებასთან“ დაკავშირებით: ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი ბიძგი მისცა ორი ტრადიციულად ნეიტრალური სახელმწიფოს ლტოლვის გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების მიზნით. შვედეთი სამხედრო ბლოკებს 1809 წლიდან თავს არიდებდა და ის, რომ სტოკჰოლმმა აზრი შეიცვალა, ამაში, რასაკვირველია, პუტინის „მიღწევა“ ნამდვილად არის: კრემლმა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით შვედეთის თითქმის ორსაუკუნოვანი ტრადიცია გააუქმა. ფინეთი, რომელიც ნეიტრალური იყო მთელი 80 წლის განმავლობაში, უკვე ნატოს წევრია. ორივე ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტება დაინახეს. თომას ჰენდრიკ ილვესი დარწმუნებულია, რომ სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობისა და რუსეთის არმიის სარდლობის მოქმედება იყო მთავარი მოტივი იმისა, რომ ფინელებმა და შვედებმა რუსეთში საშიში მეზობელი დაინახეს – „ბუჩაში და სხვა ქალაქებში რუსების მიერ ჩადენილმა ბოროტებამ – მკვლელობებმა, გაუპატიურებებმა, წამების საკნებმა და სხვა საშინელებებმა შვედებს და ფინელებს ნატოსადმი მიერთება გადააწყვეტინათ. ისინი მიხვდნენ, რომ მოწოდებები „მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ“ და „ხელი-ხელს ჩავკიდოთ“ მეტად აღარ მუშაობს“. შვედეთს 200 წლის განმავლობაში მართლაც შეგნებულად არ სურდა სამხედრო ბლოკებში გაერთიანება. კაცმა რომ თქვას, ეს იმპერიული რუსეთის იმპერიული დიპლომატიის შედეგი იყო. ფინეთი კი, იმის გამო, რომ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, მცირე გამონაკლისი პერიოდის გარდა, სხვა ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთის (სსრკ-ს) მიმართ მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა. დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. პუტინის პოლიტიკური კარიერის მკვლევრებს კარგად ახსოვთ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის ლიდერს თვითონაც სურდა ნატოს წევრი გამხდარიყო და ალიანსის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიეღო, ხოლო რუსეთის სამხედრო სარდლობა 2000-იან წლების დასაწყისიდან აქტიურად თანამშრომლობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

მაშინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ნატოში არაფერს საშიშს არ ხედავდა. პუტინის ტონი ერაყის ომის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ მისი მოქმედების რადიკალური ცვლილება საქართველოში და უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ გამოიკვეთა – როცა კრემლმა ჩათვალა, რომ დასავლეთს რბილი თუ მკაცრი ხელით სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმის შეცვლა აქვს განზრახული. როგორც ოსლოში (ნორვეგია) არსებული მსოფლიოს პრობლემების კვლევითი საერთაშორისო ინსტიტუტის (PRIO) წამყვანი მენიერ-თანამშრომელი პავლე ბაევი ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ვლადიმერ პუტინს ძალიან აღელვებდა რაკეტების განლაგება რუსეთთან ახლოს (რუმინეთში), ასევე რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ნატოს გემების ცურვა (მაგალითად, ნორვეგიის ფიორდებში და შავი ზღვის აკვატორიაში). თუმცა ექსპერტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს, პრინციპში, ნატოს გაფართოებისა მაინცდამაინც არ ეშინოდა. უბრალოდ, იგი ამ ფაქტს საფრთხობელასა და მუქარის სახით იყენებდა იმავე დასავლეთის წინააღმდეგ. მას ამ მხრივ საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავდა – მას უსმენდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ექსპერტები, პოლიტიკოსები და ა.შ.“. თომას ჰენდრიკ ილვესიც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის თეზისს – „ნატოს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს“ – დასავლეთში საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა: იცით, დასავლეთში ბევრი სასარგებლო იდიოტია, რომელსაც კრემლის პროპაგანდისა სჯერათ… მაგრამ საჭიროა გავიხსენოთ, რომ 2021 წლის დეკემბრამდე ვლადიმერ პუტინი ფაქტობრივად, ეთანხმებოდა ნატოს გაფართოებას, შემდეგ კი მან იმ ქვეყნების ალიანსიდან გამოსვლა მოითხოვა, რომლებიც მას ახლახან შეუერთდნენ“. ახალ კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროპაგანდა, როცა ნატომ თავისი მიჯნები რუსეთთან ბევრად გაზარდა, შეიძლება კრემლის არსენალიდან გაქრეს, რათა არ გაახსენოს რუსეთის მოსახლეობას, თუ ვინ ცდილობდა გაფართოების დამუხრუჭებას და რამდენად წარმატებით განახორციელა დანაპირები. განა მოეწონებათ რუსებს იმის გახსენება, რომ ვლადიმერ პუტინმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება კი არ დაამუხრუჭა და შეწყვიტა, არამედ პირიქით, უფრო დააჩქარა.

წყარო

“მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა”- პრემიერი

ეს იყო „სურპრიზი” ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო გვქონდეს.

„მე გეტყვით, რომ ჯერ ერთი არა თუ მე, არამედ არც ერთ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა არ უნახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. შესაბამისად ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროა და გაუგებარია, ამის თაობაზე თქვენ ალბათ გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაც მან მიმართა თავის კოლეგას. მე ვფიქრობ სიმართლე გაირკვევა, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა.

ეს იყო „სურპრიზი” ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, მე არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ყოველთვის მოვისმინოთ. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ეს არის დაუშვებელი.

ხელისუფლებები, მთავრობები აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ დამოუკიდებელი სასამართლოები. ყველა ქვეყანაში ესაა ერთგვარი ტაბუ, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. მე გიყვებით ზოგადად, ჩვენ ამ პოლიტიკას მივდევთ, როგორც მთავრობა და ამ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ. ესაა ჩვენი საერთო სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო გვქონდეს,”- განაცხადა პრემიერმა.

“დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე”- ლევან მურუსიძე

დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ, იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მხარეს, არ ვაპირებ, ავყვე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მურუსიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს და ზოგადად იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები, რომ კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს, სხვათა შორის უნიჭოდ ექნება ადგილი, ამას ველოდები და შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.

“ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან”- პრემიერი

რეალურად, ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში, ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა, ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული, 4-5 ათასი საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში, რადგან ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო მხოლოდ 150 საქმე.

„ამხელა განსხვავებაა, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში. მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის ყველა მოსამართლეს მადლობას ვუხდი. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გუნდის და მოსამართლეების დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

“2012 წლამდე სასამართლო იყო ერთი ადამიანის მიერ მართული, რეალურად, პროკურატურის დანაყოფი”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ერთი ადამიანის მიერ მართული, რეალურად, პროკურატურის დანაყოფი.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი.

„მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და ყველას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, როგორც იტყვიან, აბსოლუტურად დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად, კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციისმიმცემი. სასამართლო იმ დროს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ იმ დღეს, როცა „ქართული ოცნება“ გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი.

ასევე, მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან, მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და რა თქმა უნდა, ჩვენ არც არაფერი გაგვიკეთებია. პირიქით, მოსვლის დღიდან, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა, შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. ოთხი ტალღის რეფორმების შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ერთ-ერთი სამაგალითო მთელ ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჩვენი სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

“საუდის არაბეთი სულ უფრო მეტად დრეიფობს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ – რუსეთისა და ჩინეთისაკენ”

„როცა დარწმუნდა, რომ ამერიკელებისადმი ნდობა აღარ შეიძლება, საუდის არაბეთი სულ უფრო მეტად დრეიფობს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ – რუსეთისა და ჩინეთისაკენ”, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „დი ცეიტის“ (Die Zeit) მიერ დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „მემკვიდრე პრინცი ორიენტაციას ჩინეთისაკენ იღებს“ (ავტორი – მაიკლ ტუმანი).

ეს ჩანს იმაში, რომ ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, რაც მის გაძვირებას იწვევს და ამით ძირს უთხრის დასავლეთის მცდელობას – წაართვას რუსეთს „შავი ოქროს“ ექსპორტით მიღებული შემოსავლები. და ეს საუდელების რაიმე „კაპრიზი“ და მხოლოდ ეკონომიკური მოგების ძიება, არამედ სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრა, რომელსაც შეუძლია ისეთ სიტუაციამდე მიყვანა, როცა ახლოაღმოსავლური სახელმწიფო ჩინეთ-რუსეთის ალიანსის განუყოფელი ნაწილი გახდება“, – ხაზს უსვამს სტატიის ავტორი. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: ამ კვირაში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს მოხდა OPEC-ის – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის – წყალობით, რომელიც საუდის არაბეთის „თხოვნით“ „შავი ქოროს“ მოპოვება შეამცირა. რუსეთმა ეს უფრო ადგრე განახორციელა – რადგან ნავთობის ამოღების შემცირებით ფასები მატულობს, კრემლს ასეთი სიტუაცია აწყობს. „ყველაზე კარგი წინამძღვრები იმისათვის, რომ მსოფლიო ეკონომიკა კრიზისში ჩავარდეს, ისაა, რომ ნავთობზე ფასები შემცირდეს. და თუ ამას ინფლაციას დავამატებთ, მივიღებთ შხამიან ნარევს. ცუდი ისაა, რომ ამით არამარტო დასავლეთი დაზარალდება, არამედ „გლობალური სამხრეთის“ ბევრი ქვეყანაც, რომლებსაც საკუთარი ნავთობი არ აქვთ და მის იმპორტს ახდენენ. არადა, მთელი 40 წლის განმავლობაში სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო. 1980-იან წლებში ცივი ომის გამწვავების დროს, საუდის არაბეთმა მკაფიო პოზიცია დაიკავა: ერ-რიადმა მაქსიმალურად გაზარდა ნავთობის მოპოვება, რის შედეგადაც „შავი ოქრო“ გაიაფდა.

დასავლეთის ეკონომიკა განვითარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცუდ სიტუაციაში ჩავარდა საბჭოთა კავშირი: მოსკოვის საექსპორტო შემოსავლები ძალიან შემცირდა. ეს იყო ერთ-ერთი ის ფაქტორთაგანი, რომელმაც საბჭოთა ქვეყანა მნიშვნელოვნად დაასუსტა, ბოლოს კი კრიზისი დაიწყო და დაიშალა. დღეს კი პირიქითაა – ერ-რიადი დასავლეთს ხელს უშლის სურვილის განხორციელებაში – მოუსპოს ვლადიმერ პუტინს ენერგორესურსების ექსპორტით შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ, რომ ნავთობზე ფასები აკონტროლონ – მასზე ისეთი ფასი დააწესონ, რომელიც აღარ უნდა გაიზარდოს (კრემლის საზარალოდ), მაგრამ საუდის არაბეთი ძველებურად ამერიკის დამჯერი აღარ არის, რაც რუსეთის სიხარულს იწვევს…

ერ-რიადის პოლიტიკური კურსის ცვლილება „რაღაც კაპრიზი“ არ არის. საუდელების და ამერიკელების ურთიერთობა საკმაო ხნის წინათ გაფუჭდა: ერ-რიადს, რომელიც მაინც და მაინც დიდად არ ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე, აღიზიანებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის გამუდმებული საყვედურები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტების წინააღმდეგობრივი განცხადებებისა და მათი „მიხვეულ-მოხვეული“ მოქმედების ფონზე საუდელები დარწმუნდნენ, რომ ვაშინგტონისადმი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. ბოლო ხანს კი, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ იბნ სალმანის ძალაუფლების განმტკიცების პირობებში, ერ-რიადი სულ უფრო შორდება ვაშინგტონს. იბნ სალმანი ფხიზელი თვალით უყურებს თავისი ქვეყნის საექსპორტო სტატისტიკას და ხედავს, რომ დღეს-დღეობით არაბული ენერგორესურსების მთავარი შემსყიდველი ამერიკა კი აღარ არის, არამედ ჩინეთია. ამიტომ თავის საგარეო პოლიტიკაში ერ-რიადი „ცისქვეშეთზე“ ორიენტირებას ცდილობს. საუდელები ფულს აბანდებენ ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობსაცავების მშენებლობაში – ამ ყველაფერს კი თან გეოპოლიტიკური ცვლილებებიც ახლავს: 2022 წლის დეკემბერში, მოსკოვურ ვიზიტამდე, სი ძინპინი საუდის არაბეთს ეწვია, მას მემკვიდრე პრინცმა მდიდრული მასპინძლობა გაუწია. ორიოდე თვის შემდეგ კი, მარტში, პეკინმა სუნიტური ერ-რიადი და შიიტური თეირანი შეარიგა, რომლებიც იემენის ამბებში ჩარევის გამო ერთმანეთს „ემდურებოდნენ“. „ცისქვეშეთის“ ეს საშუამავლო ნაბიჯი ამერიკისადმი დარტყმას ნიშნავდა. ახლა ერ-რიადი ფიქრობს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს „დიალოგში მონაწილე პარტნიორის“ სტატუსით. ყველაზე ძლიერი არაბული სახელმწიფო სულ უფრო იხრება ჩინეთისაკენ. დასავლეთს უკვე აღარ უნდა ჰქონდეს საუდელების იმედი ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად – ერ-რიადს საკმაო ხანია მოსკოვთან თბილი ურთიერთობები აქვს: იბნ სალმანი, OPEC-ის გაფართოებულ შემადგენლობასთან – OPEC+-თან ერთად, კრემლთან ათანხმებს ენერგორესურსების მოპოვების საკითხს. სხვათა შორის, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის მიხედვით, საუდელი ლიდერი არ არის დაინტერესებული რუსეთის საექსპორტო შემოსავლების შემცირებით – მას ხომ ამით თვითონაც მოგება ექნება.. ამჟამად დასავლეთს არ შეუძლია საუდის არაბეთს რაიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტი შესთავაზოს: არც ევროკავშირს და არც ამერიკას არ შეუძლია საუდელების ნავთობის დიდი რაოდენობით ყიდვა. ამასთანა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ როგორმე ერ-რიადის რუსულ-ჩინური დრეიფი დაამუხრუჭონ და დაარწმუნონ, რომ ნეიტრალური მოთამაშის როლში ყოფნა მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. და თუ საუდის არაბეთი რუსეთ-ჩინეთის ალიანსის განუყოფელ ნაწილად იქცევა, ეს დასავლეთისათვის და მთელი მსოფლიოსათვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება“.

წყარო

“რა პასუხისმგებლობაზე უნდა ესაუბრო, როდესაც პრეზიდენტის სტატუსით მოძალადეების მხარეს დგება”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის ოპერის თეატრში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება.

„სალომე ზურაბიშვილმა, მარტის ძალადობრივ აქციებზე, სადაც სამართალდამცველებს გამიზნულად, ცოცხლად წვავდნენ, განაცხადა: „წინააღმდეგობა ისეთივე გმირობაა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“.

არ ვიცი, ამ აღვირახსნილობას რა ეწოდება და ასეთი მასშტაბის ნაძირალას რა უნდა უწოდო, ან რა პასუხისმგებლობასა და კონსტიტუციის დაცვაზე უნდა ესაუბრო, როდესაც ნაძირალა ადამიანი, პრეზიდენტის სტატუსით, მოძალადეების მხარეს დგება და საკუთარი ქვეყნის სამართალდამცველებს როდიონოვის ჯარს ადარებს?!

სალომე ზურაბიშვილო, აღვირახსნილი ქაჯი ხარ ქალბატონო, რომელსაც პასუხისმგებლობა „საიდანაც გინდა იქიდან გათხარე“, ისე შეუსაბამოა, როგორც „ღორი და კდემამოსილება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.