“ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან”- პრემიერი

68
spot_img

რეალურად, ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში, ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა, ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული, 4-5 ათასი საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში, რადგან ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო მხოლოდ 150 საქმე.

„ამხელა განსხვავებაა, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში. მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის ყველა მოსამართლეს მადლობას ვუხდი. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გუნდის და მოსამართლეების დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.