Home Blog Page 1665

ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.

ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ – დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როდემდე გასტანს თბილი და უნალექო ამინდი

თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +6°.

სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°.

გაგრა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.

ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.

ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.

ფოთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.

ხულო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -1°.

ზუგდიდი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +9°.

ქუთაისი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.

ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°.

ჭიათურა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით -1°.

ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით 0°.

ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით 0°.

მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -3°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +3°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +2.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით 0°.

ცხინვალი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +2°.

სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით 0°.

გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4°.

თიანეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -2°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -2°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +1°.

ბაკურიანი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -3°.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +5°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +7°.

საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +8°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +7°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°.

ხაშურის შემოვლით გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების თანამდეროვე სისტემა მოეწყო.

გარდა აღნიშნული საგზაო მონაკვეთისა, გარე განათების სისტემა მოეწყო ქალაქ ხაშურათან დამაკავშირებელ მონაკვეთსა და სურამის სატრანსპორტო კვანძზეც.

გარე განათების ახალი  თანამედროვე სისტემა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და ღამის საათებში გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ასევე, პროექტის ფარგლებში, ძველი სანათების ნაცვლად ახალი ლედ სანათები დამონტაჟდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ80-კმ93.5 მონაკვეთზეც (გორი).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 672 615 ლარი შეადგინა. სამუშაოები 6 თვეში შესრულდა.

ეკოაქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს წვნიანი შეასხეს

და ვინჩის „მონა ლიზას“ შემდეგ ფრანგი ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე კლოდ მონეს ნამუშევარი „გაზაფხული“ გახდა. ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოძრაობა „საკვების კონტრშეტევა“-ს წარმომადგენლებმა ნახატს წვნიანი შეასხეს. აქტივისტები ეკოლოგიურ პრობლემებზე უმოქმედობას აპროტესტებდნენ.

„ეს იქნება ერთადერთი გაზაფხული, რომელიც დაგვრჩება“, – აცხადებდნენ ეკოაქტივისტები.

„მონა ლიზასგან“ განსხვავებით, კლოდ მონეს ნახატს ბარიერული შუშა არ იცავდა და უცნობია რამდენად დაზიანდა ნამუშევარი. ორივე აქტივისტი ქალი დაკავებულია.

რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

ნატომ შესაძლოა აშშ-ის ნაცვლად უკრაინის დახმარების კოორდინაცია დაიწყოს

ნატომ შესაძლოა აშშ-ის ნაცვლად უკრაინის დახმარების კოორდინაცია დაიწყოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის მოკავშირეები რამშტეინის სამიტების ფორმატში გეგმის შეცვლას განიხილავენ, რომელიც ნატოს სამხედრო დახმარების კოორდინაციას აშშ-ის ნაცვლად ითვალისწინებს.

რამშტეინის ფორმატის სამიტი მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ნატოს 31-ვე წევრ სახელმწიფოს. სამიტი რეგულარულად იკრიბება 2022 წლის აპრილიდან, რათა კოორდინაცია გაუწიოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

არსებული ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართება.

მოსაზრების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესაძლებლობაა.

მედიის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც გასულ კვირას ნატოს წევრებს შორის განიხილეს.

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერენ ინიციატივას, ისევე როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები. თუმცა გერმანია, ფიქრობს, რომ ასეთი ნაბიჯით კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს ჩაეყრება საფუძველი, რომელიც ნატოს რუსეთთან ომში ყოფნას გულისხმობს.

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. არ დანებდეთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ მონდომების შემთხვევაში, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ყველაფრის ერთდროულად კეთების ნაცვლად, ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე გადაიტანეთ და დაასრულეთ.

კურო

ამ დღეს ხშირი კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება – ეს როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ახალ ნაცნობებთან შეხვედრას ეხება. ვიღაც კარგ იდეას ან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ. შეეცადეთ, ყველა ის შეცდომა გამოასწოროთ, რომელიც უახლოეს წარსულში დაუშვით. საქმეში მეტი ინიციატივა და ექსპერიმენტული მიდგომა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ფინანსური თვალსაზრისით მშვენიერი დღეა. შეიძლება მოულოდნელად დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ – გამუდმებულმა შენიშვნებმა შეიძლება თქვენი თანამოსაუბრე შეურაცხყოს და ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. თუ შეეცდებით, შესაძლოა, გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა შეძლოთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა ძალიან მალე ახდეს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს პასუხი მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, ბედისწერის მინიშნებებსაც შენიშნავთ. შეგიძლიათ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ, მით უმეტეს, რომ ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტს გაჩუქებთ.

ლომი

უმჯობესია, სამსახურში მეტისმეტი ინიციატივა და თავდადება არ გამოიჩინოთ – ვარსკვლავები ნაკლებ აქტიურობას და დღის მშვიდად გატარებას გირჩევენ. რაც შეიძლება ბევრის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება სერიოზული შეცდომა გამოიწვიოს. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ ახალი დავალებების რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროთ და მთელი ყურადღება ძველის დასრულებაზე გადაიტანოთ.

ქალწული

რთული და ემოციურად დატვირთული დღეა. გირჩევთ, რთული საქმეების დაწყებას მოერიდეთ, რათა ზედმეტი შეცდომები თავიდან აიცილოთ. დაძაბულობა პირად ურთიერთობებშიც იგრძნობა. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს ჩხუბი სრულიად უმიზეზოდ დაიწყოთ და მერე ეს დიდხანს ინანოთ, ამიტომ ჯობია, ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ.

სასწორი

ამ დღეს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების დაძლევა მოგიწევთ, ამიტომ რთული, შრომატევადი საქმეების კეთება არ უნდა დაიწყოთ – ამისთვის არც დრო გეყოფათ და არც ენერგია. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ, უფრო მეტი უსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ.

მორიელი

რთული და არახელსაყრელი დღეა. თავს ძალაგამოცლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები მარტივი და სასიამოვნო საქმის კეთებას გირჩევენ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ და საჭიროების შემთხვევაში პრევენციულ ზომებს მიმართეთ. შეეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. დღეს ზოგი მორიელი შეხვდება ადამიანს, რომელიც იმედს გაუცრუებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად ნათელი ემოციები და თავგადასავლები გსურთ. ზოგჯერ შეიძლება, რომ პროფესიული ვალდებულებები დაივიწყოთ და თავგადასავლებში თავით გადაეშვათ. ეცადეთ, უარყოფითი კომენტარები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება იმ ადამიანს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც გიყვარდათ და რომანტიკული მოგონებები მოგეძალოთ.

თხის რქა

მოემზადეთ გამოცდისთვის, რომელსაც ბედი გიმზადებთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადალახვა მოგიწევთ. საქმიანი მერწყულები შეძლებენ პარტნიორებთან ფინანსური უთანხმოება მოაგვარონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ – ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

მერწყული

ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული ყველა მოვლენა აკონტროლოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ამ დღეს წარმატებას სხვანაირად ვერ მიაღწევთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, საკუთარი აზრები და მოთხოვნები სწორად, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

თევზები

ეს დღე ახალი საქმეების დაგეგმვას უნდა დაუთმოთ. შეადგინეთ პრიორიტეტების სია და ეტაპობრივად განხორციელება დაიწყეთ. სახლის დალაგება და პირადი ნივთების მოწესრიგება განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად, გულწრფელ საუბრებში გაატაროთ. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ.

,,სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს”- ოთარ შამუგია

სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელიც დღეს, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა , მიმდინარე დღეებში, დაახლოებით ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით. გეოლოგები ადგილზე რჩებიან და მონიტორინგი ვითარების დასტაბილურებამდე გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები,“- აცხადებს ოთარ შამუგია.

,,სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის რიგითი აქტივისტი”- რატი იონათამიშვილი

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ ასრულებს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას. ის დღეს არის საქართველოს კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი. პერსონამ, რომელიც კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო, საპირისპიროდ დაგვამახსოვრა თავი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩევლებს უღალატა და ახლა ცდილობს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს.

„ეს ადამიანი იქცა არა ვინმეს ლიდერად, ეს ძალიან მაღალი შეფასება იქნება მისთვის, არამედ არის რადიკალური ოპოზიციის რიგითი აქტივისტი, რომელიც ცდილობს ამ ოპოზიციურ ველზე თავის დამკვიდრებას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, აქეთკენ მიდის, რომ წინასაარჩევნოდ ის უკვე ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესებში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ჩართულობა რაიმე პოზიტივის მომტანი იქნება ამ პროცესებში, ან ის გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას, ეს ასე არ იქნება. ჩვენმა საზოგადოება ძალიან ზუსტად და ობიექტურად იცის, ვის რა ინტერესები გააჩნია, ვინ რისთვის არის მზად საკუთარი ქვეყნისთვის და ა.შ. ეს ადამიანები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქცევიან ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. იღებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, აფინანსებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიებს და ამ ერთ ჭაობში არიან ჩაფლულები. პოლიტიკური წონა ამ ადამიანებს ჩვენი საზოგადოებისთვის არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელება

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. სამართალდამცველებმა ორივე პირი 9 თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პერსონალურ მონაცემთა შესახებ ახალი ნორმები ამოქმედდება

მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდება, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მონაცემთა სუბიექტის უფლებების გაზრდაა. ამის შესახებ ვრცლად „ქალების ნარატივში“ JG Counselor-ის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი შენგელიამ ისაუბრა.

„ 1-ლი მარტიდან ცვლილებების საფუძველზე კომპანიებში უნდა შეიქმნას ახალი საშტატო ახალი პოზიცია – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი“, რომელიც სავალდებულო ხდება საჯარო დაწესებულებებში იყოს ყველგან, ხოლო კერძო დაწესებულებებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობის მონაცემთა დამუშავება ხორციელდება. ამ პოზიციაზე კი კადრი უკვე პირველი ივნისიდან უნდა იყოს დანიშნული.“-აღნიშნა ნინი შენგელიამ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ძირითადი ფუნქციაა დაეხმაროს ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. მისი დანიშვნის ვალდებულება აქვთ, სადაზღვევო ორგანიზაციებს, ბანკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საჯარო დაწესებულებებს და ყველა იმ პირს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 %-ის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს.

„მომართვიანობა არის უკვე ძალიან მაღალი. ეს არის საკითხი რომელიც აინტერესებს ყველას. არ არის აუცილებელი რომ ყველა კომპანიას ჰყავდეს შიდა კადრი, ეს შეიძლება იყოს აუთსორსინგ სერვისით ან ცალკე შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული კადრი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სამუშაო პროცესი იმდენად ყოველდღიური და მოცულობითია, რომ ამის შეთავსება არსებული კადრისთვის შეუძლებელია, შესაბამისად ახალი პოზიციის გაჩენა კერძო კომპანიებს ხარჯებსაც გაუზრდით,“- განაცხადა ნინი შენგელიამ.

კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, უნდა შეიმუშაოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტი რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემთა დამუშავების მიზნები, მონაცემთა სუბიექტების კატეგორიები, შენახვის ვადები, ვისთვის ხდება მონაცემთა გადაცემა და ა.შ. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად მკაცრდება პასუხისმგებლობაც. დადგენილი ჯარიმების ოდენობა განსხვავდება სამართალდარღვევის ტიპების მიხედვით და ძირითადად 1,000 – 6,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.