ხაშურის შემოვლით გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

10
spot_img

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) საერთაშორისო ავტომაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების თანამდეროვე სისტემა მოეწყო.

გარდა აღნიშნული საგზაო მონაკვეთისა, გარე განათების სისტემა მოეწყო ქალაქ ხაშურათან დამაკავშირებელ მონაკვეთსა და სურამის სატრანსპორტო კვანძზეც.

გარე განათების ახალი  თანამედროვე სისტემა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხს და ღამის საათებში გადაადგილებას ბევრად უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ასევე, პროექტის ფარგლებში, ძველი სანათების ნაცვლად ახალი ლედ სანათები დამონტაჟდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ80-კმ93.5 მონაკვეთზეც (გორი).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოების საერთო ღირებულებამ 2 672 615 ლარი შეადგინა. სამუშაოები 6 თვეში შესრულდა.