ნატომ შესაძლოა აშშ-ის ნაცვლად უკრაინის დახმარების კოორდინაცია დაიწყოს

35
spot_img

ნატომ შესაძლოა აშშ-ის ნაცვლად უკრაინის დახმარების კოორდინაცია დაიწყოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის მოკავშირეები რამშტეინის სამიტების ფორმატში გეგმის შეცვლას განიხილავენ, რომელიც ნატოს სამხედრო დახმარების კოორდინაციას აშშ-ის ნაცვლად ითვალისწინებს.

რამშტეინის ფორმატის სამიტი მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ნატოს 31-ვე წევრ სახელმწიფოს. სამიტი რეგულარულად იკრიბება 2022 წლის აპრილიდან, რათა კოორდინაცია გაუწიოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

არსებული ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართება.

მოსაზრების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესაძლებლობაა.

მედიის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც გასულ კვირას ნატოს წევრებს შორის განიხილეს.

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერენ ინიციატივას, ისევე როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები. თუმცა გერმანია, ფიქრობს, რომ ასეთი ნაბიჯით კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს ჩაეყრება საფუძველი, რომელიც ნატოს რუსეთთან ომში ყოფნას გულისხმობს.