Home Blog Page 1664

სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს

ყველას გვქონია დღე, როცა სახლიდან გასულები ან სახლში დაბრუნებულები დავფიქრებულვართ, ბინაში ხომ ყველაფერი რიგზეა? წარმოდგენილ სცენარში კედლები წყლითაა დასველებული, ავეჯი გადამწვარია, ოთახები გაქურდული და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქონებას ვუფრთხილდებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევები მაინც ხდება. მათი არიდება ვერა, მაგრამ მათგან გამოწვეული უსიამოვნო ფიქრების არიდება ბინის დაზღვევის წყალობით შეგვიძლია.

ბინის დაზღვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად. მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით, შენ აზღვევ რემონტს, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თუ გაქირავებული ბინის დაზღვევას გადაწყვეტ, დამატებით დამქირავებლის მიერ დაზიანების ხარჯებიც აგინაზღაურდება. ასე რომ, შეგიძლია დააზღვიო ბინა თვეში 12 ლარიდან და აღარ იდარდო ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: მეზობლისგან ჩამოსული წყალი, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ვანდალიზმი, ასევე ხანძარი და სტიქიური მოვლენები. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლო მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შენი ბინიდან მეზობელთან წყალი ჩავა და მისი ქონება დაზიანდა, ზარალი ანაზღაურდება.
ბინის დაზღვევის შეძენა ონლაინ, მარტივად თვეში 12 ლარიდან შეგიძლია. ქონების დაზიანების შემთხვევაში კი შეძლებ ზარალიც ონლაინ აინაზღაურო. ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენით შენ უფრთხილდები სივრცეს, რომელიც ძალიან გიყვარს. პროდუქტზე ვრცლად ინფორმაციის ნახვა თიბისი დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ამ ნომერზე ნებისმიერ დროს დაგეხმარებიან 032 2 422 222, *4222.

R

“პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით ამერიკის ბაზრის ათვისებას”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ -ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა „უნდა გაგრძელდეს ბაზრების დივერსიფიკაციის ძალისხმევა, რომ არ იყოთ რუსეთის პოლიტიკური გავლენების მძევალი“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაუშვან პირდაპირი ფრენები, გაამარტივონ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაცია დამყარდება ამერიკულ საზოგადოებასთან.

„ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით, ამერიკის ბაზრის ათვისებას. დაუშვით პირდაპირი ფრენები, გაამარტივეთ სავიზო რეჟიმი და უფრო ახლო კომუნიკაციას დავამყარებთ ამერიკულ საზოგადოებასთან.

გადადით ქმედებაზე და დაგვიმტკიცეთ, რასაც საუბრობთ. თუ არა და პოლიტიკური მიმომხილველივით, ყველაფერზე კომენტარის კეთება არ გეზარებათ, ან არ გეუხერხულებათ? მაშინ ჩავთვლით, რომ ამ განცხადების უკან, კიდევ ერთი პოლიტიკური თითლიბაზობაა და სხვა არაფერი… NOTHING PERSONAL JUST BUSINESS…“ – წერს ქადაგიძე.

“სულ მაკვირვებდა გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, რად უღირდა – “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” ყვირილი”- თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი, ლობისტური კამპანიის ნაწილია.

როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკური სიცოცხლისთვის, საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, თუმცა, ამის მიუხედავად სააკაშვილის იმიჯის რეინკარნაცია ვერ მოხერხდება.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.

მასალებით მტკიცდება ის, რასაც აქამდე ვამბობდით. კერძოდ, ის რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანია “Akerman LLC” და “Globalpoint” -ის მიერ არის მომზადებული და გავრცელებული საერთაშორისო მედიაში.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების “საპასუხო დასკვნებს” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანიამ “Akerman LLC” დაიქირავა.

მოკლედ სააკაშვილის თემა თავიდან ბოლომდე ნაყიდია.

თან ნაყიდია არაერთ მილიონად!

სააკაშვილის პოლიტიკური სიცოცხლისთვის საზღვარგარეთ მილიონებს იხდიან, ქვეყანაში კი შედარებით ნაკლებს.

სულ მაკვირვებდა ყოფილი პრეზიდენტის, გალოთებული გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, ხანაც ფხიზელისა და ხანაც მთვრალის, რას უხდიდნენ, რად უღირდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის ყვირილი და თურმე მხოლოდ 1000 ლარი. ვადაგასულია ეს თქვენი “ფრი მიშა”,

პოლიტიკურად მკვდარია ამ თქვენი მიხეილ სააკაშვილის იმიჯი და მის რეინკარნაციას დედა გიულის თუნდაც ჩვენთვის მოპარული მილიონები ვეღარ უშველის.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, კომპანია „ნოვას” 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და იმპორტიორს საქართველოში – კომპანია „ნოვას”, თიბისის მხარდაჭერით, პორტფელში 3 ახალი საწარმოო მიმართულება – XPS, წებო-ცემენტები და შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები დაემატა.

XPS და წებო-ცემენტის წარმოება თბილისში, 8800 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. შავი მეტალის წარმოება კი – ბათუმში, ადლიის დასახლებაში10 300 კვ.მ ფართობზე.

 ხალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, თიბისის მხრიდან, 28 მილიონ ლარამდე გაიცა, მათ შორის – სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებშითბილისისა და ბათუმის წარმოებებისთვის კი – 20 მილიონი ლარი.

ახალი წარმოებები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს:

  • XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი) – ნოვა” პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაშირომელიც XPS-ს აწარმოებს. პროდუქცია გამოიყენება ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის.
  • ოვას წებო-ცემენტები – ამიერიდან კომპანია უკვე ქართული წარმოების  4 დასახელების ებო-ცემენტს შესთავაზებს მომხმარებელს.
  • ბეტეკის წებო-ცემენტები  „ნოვამ” სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის – NIPPON PAINT ჯგუფის პორტფელში შემავალი  ბრენდის  – BETEK-ის წებო-ცემენტების წარმოების ფრანჩიზა მოიპოვა. „ნოვას” საწარმოში წარმოებული BETEK-ის ებო-ცემენტით ამიერკავკასიის რეგიონი მომარაგდებაპროდუქციას მინიჭებული აქვს CE სტანდარტის ნიშანდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქონლისა და წარმოების მაღალ ხარისხს.
  • შავი მეტალი – უნიკალური რესურსის მქონე საწარმო, სადაც შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები იწარმოება.

ახალი წარმოებების ფარგლებში, 80 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 60 – თბილისში, ბათუმში კი – 20. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 „ნოვას პორტფელში ახალ  საწარმოო მიმართულებების დამატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის  განვითარებისთვისწარმოების მუდმივი გაფართოება საშუალებას გვაძლევს, რომ პროდუქციის იმპორტი შევამციროთ და ქართული ნაწარმის ექსპორტი გავზარდოთ, რაც კომპანიის მთავარ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს”, – ედიშერ ხიმშიაშვილი, „ნოვას” გენერალური დირექტორი.

გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ, ნულიდან –  90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი „ნოვა” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. თიბისის დახმარებით, „ნოვა” თავის სფეროში  პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის – EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, რომ მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

 დღეისათვის ნოვა” 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებსკომპანიის საქმიანობა კი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებასსაცალო გაყიდვებსსადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბითპროექტებს/კორპორატიულ მიმართულებასექსპორტსექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას.

ნოვას ისტორია 2006 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტით დაიწყო. 2011 წელს კი მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზები დაამატა.
2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგამალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქცია იტალიური ბრენდის POLIVINIL-ის საწარმოო ხაზებით იწარმოება. 2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი ახალი საწარმოო ხაზი დაემატა, როგორიცაა მაგალითად ნოვა კლასიკი – ჩამკეტიანი სახურავი და საიდინგები – ფასადის შესაფუთად, რომლებსაც მხოლოდ ნოვა” აწარმოებს საქართველოში.

2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრეს საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი, მარნეულში და ხაშური ფლობს.

 კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, EBRD და თიბისი, რომელთა ინვესტიციების საშუალებითაც, „ნოვამ” ევროპული სტანდარტები დანერგა და საწარმოო მიმართულებები განავითარა. 

კომპანიის მთავარი სლოგანია – „კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ”, რომლის შესაბამისად, „ნოვა” თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.

 

მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელურ დისკუსიაზე მომავლის პროდუქტებზე ისაუბრეს

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში მეორე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც მომავლის პროდუქტების განხილვას შეეხო.

დისკუსიის სპიკერები თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია და ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული კომპანიების „პოსტრედის“ და „არტისიოს“ დამფუძნებლები ბესო კაჭარავა და ირაკლი სვანიძე იყვნენ.

ბიზნესები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შექმნან მომავლის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნება არამხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების გაზიარება, სხვა კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ამ გზით ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი, შეიძლება, ბევრისთვის დამხმარე საშუალებად იქცეს.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება მრავალი წელია, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე ზრუნავს და, საუკეთესო მაგალითების ჩვენებით, დამწყებ კომპანიებს წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს უზიარებს. თიბისის ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, პანელური დისკუსიების სერია დაიწყო. 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები აუდიტორიას წარმატებულ მაგალითებზე მოუყვებიან, განვითარების შესაძლებლობებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხს გასცემენ.
პანელური დისკუსიების პირველი შეხვედრა 16 მარტს გაიმართა, მეორე კი, 27 აპრილს ჩატარდა. დისკუსია დაჯილდოების კიდევ ერთ ნომინაციას შეეხებოდა, მონაწილეებმა მომავლის პროდუქტების შესახებ ისაუბრეს, ბიზნეს გარემოში ბოლო ათწლეულში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს და დამსწრე აუდიტორიას პირადი გამოცდილებები გაუზიარეს. R

ექიმი თავის საქმეს სიყვარულით უნდა ემსახურებოდეს!

აკაკი ნადარეიშვილი – პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურორადიოლოგი,თავის სფეროს გამორჩეული და პროფესიონალი სპეციალისტია. ის ქართული მედიცინის ძველ და გამორჩეულ მედიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება და დღემდე ამ პლეადის გამორჩეულ ექიმად ითვლება. წელს ბატონ აკაკი ნადარეიშვილს მედია-ჯგუფის ოქროს ვარსკვლავი გადაეცა , ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის. ის მართლაც საამაყო ექიმია ქართული მედიცინის ისტორიაში.

ბიოგრაფია: აკაკი ნადარეიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება 1962-1968 წლებში მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. უროლოგიაში 1971 წელს გაიარა კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში.1972-1974 წლებში მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრაზე გაიარა ორდინატურის სრული კურსი.1981 წლიდან ამავე კლინიკის ონკოუროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ.1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მოსკოვში ნაყოფიერი მუშაობისა და უდიდესი გამოცდილების შემდეგ 1990 წელს, აკაკი ნადარეიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ახლად დაარსებულ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. პარალელურად ხელმძღვანელობს საქართველოში პირველად შექმნილ ულტრაბგერით განყოფილებას. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2000წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. აკაკი ნადარეიშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროშიც -გახლავთ 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის,10-ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და საპატიო სიგელის მფლობელი სასარგებლო მოდელზე. ამავე დროს საქართველოს რადიოლოგთა გამგეობის,ევროპის რადიოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების და ECR და RSNA-ს წევრია. მისი ხელმძღვანელობით ასზე მეტი ახალდამთავრებული ექიმი დაეუფლა რადიოლოგიის სპეციალობას და ათზე მეტი ახალგაზრდა რადიოლოგმა დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად.

2000 წლიდან არის სამეცნიერო აკადემიის რადიოლოგიური კათედრის პროფესორი. 2018წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. 2022 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

აკაკი ნადარეიშვილი: “ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. უყვარდეს თავისი პროფესია და პაციენტი. მე ავირჩიე ისეთი პროფესია, რომელსაც უნდა ემსახურებოდე ერთგულად და ბოლომდე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს შორის სიყვარული – ყველა საქმეს სიყვარულით უნდა ემსახურებოდე”.

“რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ბოროტების შეჩერება იარაღით არის შესაძლებელი და ამას უკრაინელი მებრძოლები აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

„ტერორის კიდევ ერთი ღამე. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უმანში დაზიანდა ათი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად დაინგრა. რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით. გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ უმანში სულ მცირე 14, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონში კი სამი ადამიანი დაიღუპა.

„ბუშმა ავღანეთში მახინჯი სიტუაცია შექმნა, ბაიდენი კი მას უკრაინაშიც ახორციელებს“

„ჯო ბაიდენი უკრაინაში ჯორჯ ბუშ-უმცროსის პოლიტიკის ასლის რეალიზებას ახდენს, – ნათქვამია ამერიკული გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯორჯ ბუშმა ავღანეთში მორალურად მახინჯი სიტუაცია შექმნა, ჯო ბაიდენი კი მას უკრაინაშიც ახორციელებს“ (ავტორი – ენდრიუ ნაპოლიტანო, Fox News-ის პოლიტიკური მიმომხილველი).

ბოლო 20 წლის განმავლობაში იმპერიის გაფართოების მცდელობის სამარცხვინო ჩაშლა, რომელიც ავღანეთთან მიმართებით გამოიხატა – ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ ვერა და ვერ აითვისა. ეს კატასტროფა იმ დროს დაიწყო, როცა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, რომელიც ძალიან გაღიზიანებული იყო საყვედურებით, რომ მან არ დაუჯერა დაზვერვის ცნობებს და შესაძლებლობა მისცა ტერორისტებს 2001 წლის 11 სექტემბერს თავიანთი გეგმა განეხორციელებინათ – დაარწმუნა როგორც ამერიკელი ხალხი და კონგრესი, ასევე ნატოელი მოკავშირეებიც იმაში, რომ ავღანელი მმართველებისათვის ჭკუა ესწავლებინა – განურჩევლად იმისა, ისინი იყვნენ დამნაშავენი ტერაქტის მოწყობაში თუ არა.

ჩვენმა მთავრობამ ამორალური კამპანია დაიწყო შურისძიებისათვის, თანაც ისეთი სახით, თითქოსდა ავღანელებს მათთვის საძულველი რეჟიმისაგან ათავისუფლებდა, სინამდვილეში კი საქმე ამერიკულ ქედმაღლობას უკავშირდებოდა.
აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ჯორჯ ბუშისათვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მომზადდნენ აშშ-ის მეგობრების მიერ, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთის მიერ. მაგრამ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველაფერი ავღანეთისთვის დაებრალებინა და ქვეყანაში ჯარი შეიყვანა, ამოხოცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამით ვაშინგტონმა თითქოსდა მთელ მსოფლიოს დაანახა და გააფრთხილა – „ჩვენთან ხუმრობას არავის არ გირჩევთ, იცოდეთ, სამაგიეროს აუცილებლად მიიღებთო“.

ჯორჯ ბუშ-უმცროსის იმპულსური რეაქცია და მზადყოფნა იმისთვის, რომ გამოეყენებინა ამერიკელების შიში, დასაბამი მისცა მოვლენათა სერიას, რომლის კულმინაცია პირიქით – იმ მსოფლმხედველობის ტრიუმფი გახდა, რომლის განადგურებას ჯორჯ ბუში და მისი არმია ცდილობდა და რომლისთვისაც ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა.
საერთაშორისო საზოგადოება რომ მის სასარგებლოდ განწყობილიყო, ჯორჯ ბუშმა ისტორიის გამოწვევა სცადა და განაცხადა, რომ ავღანეთში დასავლური სახის დემოკრატიას დაამყარებდა. ამით მან თავის თავში ვუდრო ვილსონი იპოვა – აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აცხადებდა, რომ ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი აუცილებელია, „მსოფლიო დემოკრატიული და უსაფრთხო რომ გახდესო“.

განა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა არ იცოდა, რომ მე-19 საუკუნეში ათი ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში? განა არ იცოდა მან მე-20 საუკუნეში ასი ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის დაღუპვა იმავე ავღანეთში, რომლებმაც თანამედროვე იარაღის გამოყენებითაც კი ვერ შეძლეს ამ ღარიბი და მკაცრი ხალხის ნებისყოფის გატეხა და კულტურის შეცვლა?

ჯორჯ ბუშის გამბიტი მისი არაკომპეტენტურობის დადასტურებას წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ ბარაკ ობამამ გააგრძელა. ეს იყო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა თავისივე რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია, როცა ავღანეთის ომი დაგმო და ამერიკელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების გეგმა გამოაცხადა. დონალდ ტრამპს, ალბათ, კეთილი განზრახვა ჰქონდა – ამერიკელები უკვე ომით ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მან ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ თალიბებთან მოლაპარაკება დაიწყო, მაინც ბოლომდე ვერ მიიყვანა. სამაგიეროდ, ჯო ბაიდენმა „კარგად“ დააბოლოვა – იმის კვალობაზე, რომ აშშ-ის ჯარს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და იმის იმედად, რომ ავღანეთის პროამერიკულ ხელისუფლებას უამრავ იარაღს უტოვებდა თავდაცვისათვის, სასწრაფოდ დაიწყო ამერიკელების გამოყვანა ავღანეთიდან, რის შედეგადაც ხელისუფლება დაირღვა, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ავღანეთის სახელისუფლებო არმია დაიშალა და ძალაუფლება ისევ თალიბებმა დაიბრუნეს. ყველას ახსოვს, თუ რა საშინელება სუფევდა ქაბულში იმ დროს.

შეუძლიათ თუ არა პრეზიდენტებს ადამიანების მოკვლა, როცა მათ მოესურვებათ – ეროვნული უშიშროების ან იმპერიის გაფართოების სახელით? მოკლედ, რომ ვთქვათ, არა.

მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები იმპერიის მშენებლობით ჯერ კიდევ იმ დროიდან იყვნენ დაკავებულები, როცა თომას ჯეფერსონი ნაპოლეონ ბონაპარტს ლუიზიანას ყიდვაზე შეუთანხმდა, თუმცა, ვუდრო ვილოსნის, ჯორჯ ბუშისა და ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, თომას ჯეფერსონმა ეს ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე გააკეთა.
ამერიკის იმპერიის თანამედროვე მშენებლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ადამიანების მოკვლა შეუძლიათ. ჯორჯ ბუში ამტკიცებდა, რომ მას ამის უფლებამოსილება აქვს. ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს – თალიბების წინააღმდეგ კი არა, ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჯო ბაიდენი უკრაინაში ომს აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი სამხედროები თვლიან – ამ ომში გამარჯვება შეუძლებელია. საინტერესოა, რისი იმედი აქვს ბაიდენს, როცა აშშ-მა მთელი 20 წლის განმავლობაში ავღანელი მწყემსების არმია ვერ გაანადგურა და ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ არმიას იწვევს ბრძოლაში? თანაც ვაშინგტონიდან ხუთი ათასი კილომეტრის მოშორებით. რისთვის? როგორც ჩანს, იმპერიის განდიდებისათვის.

სწორედ იმპერიის სახელით კლავს ამერიკის ხელისუფლება ადამიანებს უკრაინის ომში. ეს დანაშაულია, რადგან ვინც არ უნდა იყოს – ამერიკელი, უკრაინელი თუ რუსი, ყველას აქვს სიცოცხლის უფლება.

ავღანეთის გაკვეთილი ის გაფრთხილებაა, რომელსაც ჯო ბაიდენი იგნორირებას. ჯორჯ ნუშის მსგავსად, იფი არფიქრობს ადამიანების დაღუპვასა და რესურსების ხარჯვაზე. მას სურს იმპერია გააფართოოს, რომ ისევ პრეზიდენტად აირჩიონ. იგივე სურდა ჯორჯ ბუშსაც, რომლის რეპუტაცია დღეს ისტორიის სანაგვეზეა. სავარაუდოდ, სულ მალე ჯო ბაიდენიც იქ აღმოჩნდება.

წყარო

“საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ” – ჯინ შაჰინი

აშშ-ის რადიო „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჯინ შაჰინი: „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ”, რომელშიც გარკვეული კრიტიკაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.

„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ,“- ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ.

„ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა „იუესეიდი“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?”- იკითხა ჯინ შაჰინმა.

ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

„მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორეს მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს,“- თქვა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება.

სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.

მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.

წყარო

“მოლდოვა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განაცხადებით, რუსეთის მიერ მოლდოვის ამჟამინდელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მოლდოვა, როგორ ქვეყანა აღარ არსებობს.

„ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს. ადგილობრივმა ბოსებმა ის რუმინეთს მიყიდეს, უღალატეს რა თავიანთ სამშობლოს და მათთან რაიმეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“, – აღნიშნა მედვედევმა.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, თუმცა ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რაც დღეს გვაქვს. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ სიაში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობს“, – აღნიშნა რეჩანმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,   მოლდოვაში არავინ შესულა ისეთი, ვინც ამას არ იმსახურებდა და მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს“.

„პირველი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის 3 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-მარტის პერიოდში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდულად გაიზარდა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს, რასაც ძალიან ბევრი ტურისტი შემოჰყავს ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად აისახება შემოსავლების ზრდაზე. პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია,“-აცხადებს მაია ომიაძე.

2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით არის გაზრდილი და 795 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.

2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით  გაიზარდა  თურქეთიდან,  73.2%  ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.

2023 წლის 1 კვარტალში,  მოგზაურობიდან  მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი,  ისრაელი,  სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.