“მოლდოვა, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს”- დიმიტრი მედვედევი

182
spot_img

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განაცხადებით, რუსეთის მიერ მოლდოვის ამჟამინდელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მოლდოვა, როგორ ქვეყანა აღარ არსებობს.

„ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს. ადგილობრივმა ბოსებმა ის რუმინეთს მიყიდეს, უღალატეს რა თავიანთ სამშობლოს და მათთან რაიმეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“, – აღნიშნა მედვედევმა.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, თუმცა ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რაც დღეს გვაქვს. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ სიაში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობს“, – აღნიშნა რეჩანმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,   მოლდოვაში არავინ შესულა ისეთი, ვინც ამას არ იმსახურებდა და მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს“.