ექიმი თავის საქმეს სიყვარულით უნდა ემსახურებოდეს!

307
spot_img

აკაკი ნადარეიშვილი – პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურორადიოლოგი,თავის სფეროს გამორჩეული და პროფესიონალი სპეციალისტია. ის ქართული მედიცინის ძველ და გამორჩეულ მედიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება და დღემდე ამ პლეადის გამორჩეულ ექიმად ითვლება. წელს ბატონ აკაკი ნადარეიშვილს მედია-ჯგუფის ოქროს ვარსკვლავი გადაეცა , ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის. ის მართლაც საამაყო ექიმია ქართული მედიცინის ისტორიაში.

ბიოგრაფია: აკაკი ნადარეიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება 1962-1968 წლებში მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. უროლოგიაში 1971 წელს გაიარა კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში.1972-1974 წლებში მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრაზე გაიარა ორდინატურის სრული კურსი.1981 წლიდან ამავე კლინიკის ონკოუროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ.1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

მოსკოვში ნაყოფიერი მუშაობისა და უდიდესი გამოცდილების შემდეგ 1990 წელს, აკაკი ნადარეიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ახლად დაარსებულ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. პარალელურად ხელმძღვანელობს საქართველოში პირველად შექმნილ ულტრაბგერით განყოფილებას. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2000წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. აკაკი ნადარეიშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროშიც -გახლავთ 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის,10-ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და საპატიო სიგელის მფლობელი სასარგებლო მოდელზე. ამავე დროს საქართველოს რადიოლოგთა გამგეობის,ევროპის რადიოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების და ECR და RSNA-ს წევრია. მისი ხელმძღვანელობით ასზე მეტი ახალდამთავრებული ექიმი დაეუფლა რადიოლოგიის სპეციალობას და ათზე მეტი ახალგაზრდა რადიოლოგმა დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად.

2000 წლიდან არის სამეცნიერო აკადემიის რადიოლოგიური კათედრის პროფესორი. 2018წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. 2022 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

აკაკი ნადარეიშვილი: “ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. უყვარდეს თავისი პროფესია და პაციენტი. მე ავირჩიე ისეთი პროფესია, რომელსაც უნდა ემსახურებოდე ერთგულად და ბოლომდე. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს შორის სიყვარული – ყველა საქმეს სიყვარულით უნდა ემსახურებოდე”.