Home Blog Page 1658

“ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელი ქვეყნის ლიდერს გაპრეზიდენტება არც კი მიულოცა” – ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილზე

„ალბათ დაბოღმილ გულზე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელი ქვეყნის ლიდერს გაპრეზიდენტება არც კი მიულოცა,“-ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

„ლუდოვიკოს ციცამ” ერთხელ, რომ დაიწუწუნა – უცხოელი სტუმრები ჩემთან რატომ არ მართავენ შეხვედრებს, მთავრობა არ მითვალისწინებსო ხომ გახსოვთ?

ჰო და, ალბათ დაბოღმილ გულზე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელი ქვეყნის ლიდერს გაპრეზიდენტება არც კი მიულოცა, მაინც არავინ არაფრად მაგდებს და მე რაღატომ ვიაქტიუროო…

იმედია, პირადი იდიოტიზმის მორიგი გამოვლინებაა და მეტი არაფერი…“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადას აღნიშნული კანონები პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს, 12 თებერვალს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით, 13 მაისამდე გახანგრძლივდა.

“ნატო არ შეიძლება იყოს სამხედრო ალიანსი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის განწყობის მიხედვით იმოქმედებს” – ბორელი ტრამპის განცხადებაზე

ნატო არ შეიძლება იყოს შეთავაზებული მენიუდან ასარჩევი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის განწყობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მან კომენტარი გააკეთე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ არ დაიცავს ნატო-ს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები, ნატო არ შეიძლება იყოს a la carte (მენიუს მიხედვით ასარჩევი) სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს იმ დღეებში. ასე არ ხდება – დღეს კი, ხვალ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ ხარ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები. ნატო ვერ იქნება a la carte ალიანსი, ის არსებობს ან არ არსებობს, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი დროის ხარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომელიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა თავში ვინმეს“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები რუსეთის პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ნაცზე უფრო ნაცია – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახლა კონსტრუქციული ოპოზიციის როლი მოირგეს, ვინაიდან ახლო მომავალში კვლევა აქვთ ჩასატარებელი.

„პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგებლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები არ მიდიან.

„გიორგი გახარიას ყველა მესიჯი ერთი ქუდის ქვეშ იქნება – გახარიას მიმართ დავალებაა, რომ რადიკალური პოზიციებით „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმა და შეამციროს მმართველი პარტიის რეიტინგი, სამი პროცენტი მოაკლოს. მისი გუნდის წევრები მომავალში რაიმეს თუ იტყვიან, გამორიცხეთ, ამ მიზანს ასცდეს. ამბობენ, სააკაშვილი რატომ გიზით ასეთ კომფორტულ პირობებშიო. ანუ, სააკაშვილზე ჩვენზე უფრო გაბრაზებული არიან? რატომ ცდილობთ მათთან კოჰაბიტაციასო და თავად ოთხ საკრებულოში კოალიცია შექმნეს. მათი ყველა მესიჯის მთავარი მიზანი იქნება, ჩვენზე ვითომ განაწყენებული ადამიანების ჯგუფი მიიმხრონ და უთხრან, ესენი იმ მიზნებს ასცდნენ, რასაც ჭეშმარიტი „ქართული ოცნება“ ისახავდა და აგერ ვართ უფრო რადიკალურებიო. ეს დავალება აქვთ, ამ როლს ასრულებენ და ზურაბიშვილსაც ამ როლიდან გამომდინარე არ ხვდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის არასაკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით გირაოს შეფარდებას ითხოვდა,რაზეც უარი ეთქვა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა,ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

დაკავებულ მამაკაცს ბრალდება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 128-ე მუხლით აქვს წარდგენილი,რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაცდელში მიტოვებას.

გამოძიებით დადგინდა,რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ჯო ტომასონი შემოუერთდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩვენს გუნდს ჯო ტომასონი შემოურთდა. 30 წლის კალათბურთელი დღეს თელ-ავივის „მაკაბის“ უკანახაზელია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 49 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ წონით კატეგორიაში გიგი ალანიამ მოუტანა, რომელმაც უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს სძლია. კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და იუნიორებს შორის -68 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა უტა ფონიავამ – ქართველმა კარატისტმა თურქი მუსტაფა ოგრაგლი დაამარცხა.

21-წლამდელთა შორის -67 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა იკა სულამანიძე, რომელიც ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ბეხირ გრაბუსთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული.

სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატში 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ღირსებას კი 26 კარატისტი იცავდა.

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თაკერ კარლსონის ინტერვიუ როგორც „ჰიტლერის თხზულებების“ კრებული“ – The Independent

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) ეხმაურება ამერიკელი ჟურნალისტის თაკერ კარლსონის ინტერვიუს ვლადიმერ პუტინთან და 9 თებერვლის ნომერში აქვეყნებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კომენტარს სათაურით „თაკერ კარლსონის ინტერვიუ როგორც „ჰიტლერის თხზულებების“ კრებული“ (ავტორი – ქეით დევლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გამონათქვამები პირდაპირ ადოლფ ჰიტლერის თხზულებიდანაა აღებული. „ამერიკული გამოცემა რუსი ტირანისა და დიქტატორის მიკროფონად გადაიქცა. ეს ინტერვიუ ჟურნალისტიკის ღალატს წარმოადგენს““, – აცხადებს ბრიტანეთის ექს-პრემიერი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ ყოველდღიური გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტად, შემდეგ კი ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ რედაქტორად მუშაობდა.

ბორის ჯონსონმა „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი თაკერ კარლსონი „მაყურებლებისა და მსმენელებისადმი ღალატში“ დაადანაშაულა მთელი მსოფლიოს მასშტაბით – იმიტომ, რომ მას არაფერი უთქვამს და პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია პირისპირ მჯდომი რუსეთის პრეზიდენტისთვის „იმ მკვლელობების, წამებისა და აფეთქებების გამო“, რომელიც კრემლმა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩაიდინა. „თაკერ კარლსონს არც კი უცდია, რომ ვლადიმერ პუტინი სიცრუისა და დეზინფორმაციაში ემხილებინა“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.

„ვლადიმერ პუტინის გზავნილი ამერიკისათვის პირდაპირ ადოლფ ჰიტლერის ნათქვამიდან იყო ამოღებული: „ყველამ თავი შორს დაიჭირეთ ამ ომისაგან და მალე მშვიდობიან პერიოდში ვიცხოვრებთ“. ერთადერთი განსხვავება დროშია – ადოლფ ჰიტლერმა თავისი პოზიცია ამერიკას ღიად 1940 წელს აცნობა ამერიკელი გაზეთების გამომცემლის უილიამ ჰერსტის მეშვეობით, რომელმაც გერმანული წარმოშობის მქონე ამერიკელი ჟურნალისტი ფონ ვიგარდი ბერლინში გაგზავნა, ადოლფ ჰიტლერთან საუბრის მიზნით.

ბორის ჯონსონმა ასევე დაგმო ვლადიმერ პუტინის მტკიცება, რომ თითქოსდა უკრაინის ხელისუფლება მან – ბრიტანეთის ლიდერმა – დაარწმუნა ბრძოლის გასაგრძელებლად, როცა სტამბოლში მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2022 წლის მარტში.

„უკრაინელები ლომგულები არიან, მათ ვერავინ დაამარცხებს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში“, – წერს ბორის ჯონსონი, – „მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად აირჩევენ, იგი სიმართლეში გაერკვევა და უკრაინას იარაღს გაუგზავნის“.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკირებენ, ასე მიმართა: „ღვთის გულისთვის, ყოველთვის გახსოვდეთ ვინ ხართ. თქვენ ხართ რონალდ რეიგანის მემკვიდრეები, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც დედამიწის უკანასკნელ იმედს წარმოადგენთ“ (ცნობისათვის: რონალდ რეიგანი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო). თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ყველა გააფრთხილა, რომ არაფერი არ დაიჯერონ ვლადიმერ პუტინის ნათქვამიდან.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო დასავლელი ლიდერებიდან, რომელიც კიევს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ეწვია, თუმცა იგი საკმაოდ მწვავედ იქნა გაკრიტიკებული მსგავსი ნაბიჯის გამო იმ დროს, როცა პრემიერობიდან უკვე გადამდგარი იყო: მას ომით მოცულ ქვეყანაში ვიზიტი თანაპარტიელებმა და ოპოზიციონერებმა საკუთარი თავის განდიდებად ჩაუთვალეს და მიუთითეს, რომ საბრძოლო მოქმედების ზონაში არ უნდა გამგზავრებულიყო.

წყარო

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 8 თებერვალს გაიმართა.

“პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული” – დავით მათიკაშვილი

პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული – მიზანია „ნაცმოძის“ „ლეგო“ დაშალონ, გადაალახვინონ ბარიერი, შემდეგ ისევ ააწყონ კოლექტიური “ნაცმოძი“ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილი ვარაუდობს, რომ ერთობა წარმატებული ვერ იქნება.

„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული. როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად ეს ერთობა წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და დიდი ნაწილი იქ გაერთიანებული პარტიებისა, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახვინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის ეს პროცესი, რომ ამ ანკესზე არ წამოეგება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

„დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ: სახიფათო განცხადებები სახიფათო დროს“ – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ: სახიფათო განცხადებები სახიფათო დროს“ (ავტორები – ფრენკ გარდნერი და ადამ დურბინი), რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები განხილული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დაიწყო: ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ცხრა თვე რჩება, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, თავისი პროვოკაციული განცხადებებით, ნატოს ქვეყნების ლიდერებს წნევას უწევს. იმავდროულად ყოფილი პრეზიდენტის გამონათქვამები სიხარულის მომტანია მისი მომხრეებისა და თაყვანისმცემლებისათვის.

სამხრეთ კაროლინას შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს აგრესიული ქვეყნები (მაგალითად რუსეთი) წააქეზოს, რათა მათ ყველაფერი გააკეთონ, რასაც კი ჩაიფიქრებენ ნატოს წევრი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთო ბიუჯეტში სათანადო რაოდენობის თანხა არ შეაქვთ და თავიანთი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს თავდაცვის სფეროში არ ხარჯავენ, არმიის გაძლიერების მიზნით.

თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ გამოხატა აღშფოთება: ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი გამონათქვამები „საშინელ უგუნურებას“ წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით „მხარს უჭერს და აქეზებს სისხლიანი რეჟიმების შეჭრას ჩვენი უახლოესი მოკავშირეების ტერიტორიებზე“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე ენერგიულად უარყო აშშ-ის ექს-პრეზიდენტის განცხადება და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ვარაუდი იმისა, რომ ალიანსის წევრები ერთმანეთს არ დაიცავენ და არ დაეხმარებიან, ძირს უთხრის საერთო უსაფრთხოებას, აშშ-ის ჩათვლით. ასეთი გამონათქვამები დამატებით რისკებს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს“.

ჰქონდა თუ არა დონალდ ტრამპს ნამდვილად მხედველობაში ის, რაც თქვა? ალბათ, არა, რადგან ასეთი ქცევა მის ტიპურ მოქმედებას ასახავს – თქვას რაღაც ისეთი პროვოკაციული, რომელიც მას პრესაში დიდ სათაურებს უზრუნველყოფს, კრიტიკოსებს აღაშფოთებს, მომხრეებს კი აღტაცებაში მოიყვანს.

მაგრამ ბედის ირონია იმაში გამოიხატება, რომ ნატოს გარკვეულ წრეებში დონალდ ტრამპის მიმართ დაუფარავ სიხარულს განიცდიან და მადლობას უცხადებენ დონალდ ტრამპს მსგავსი მუქარების გამო, რომლებსაც იგი გამოხატავდა ჯერ კიდევ თეთრ სახლში ყოფნის დროს. 2018 წელს იგი იმდენად უკმაყოფილო იყო ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ თავდაცვის ხარჯების შეთანხმებული კვოტების (მშპ-ის 2%) შეუსრულებლობის გამო, რომ ალიანსიდან გასვლით დაიმუქრა. იმ დროს ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა შოკში ჩავარდა: აშშ-ის პრეზიდენტს რომ მართლაც აესრულებინა თავისი დანაქადნი და ევროპა ბედის ანაბარად მიეტოვებინა, ასეთ ნაბიჯი ალიანსს იმდენად დაასუსტებდა, რომ ნატო დღევანდელი სახით აღარ იარსებებდა.

მსგავსი პერსპექტივის წარმოდგენით და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით ნატოს წევრი ქვეყნები (მაგალითად, გერმანია) იძულებული გახდნენ დაპირება განეცხადებინათ, რომ თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2%-მდე გაზრდიდნენ.

ცნობისათვის: ნატოს 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 19-ის თავდაცვის ხარჯები თავისი წლიური მშპ-ის 2%-ზე დაბალია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია ისეთი ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიცაა გერმანია (1,57%), საფრანგეთი (1,90%), ნორვეგია (1,67%) და სხვები. ამასთან, რუსეთისა და მისი მოკავშირის – ბელარუსის მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა 2%-იან ნორმატივს გადაჭარბებით ასრულებს: პოლონეთი ხარჯავს მთლიანი წლიური მშპ-ის 3,9%-ს (ანუ უფრო მეტს, ვიდრე აშშ, რომლის დანახარჯი 3,49%-ს შეადგენს). რაც შეეხება რუმინეთს, უნგრეთს, ფინეთს და ბალტიისპირა ქვეყნებს – ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, მათი ხარჯები 2,3%-დან 2,7%-მდე ვარირებს. დიდი ბრიტანეთი თავდაცვის სფეროში ხარჯავს მშპ-ის 2,07%-ს, საბერძნეთი – 3,07%-ს, ფინეთი – 2.45%-ს. ნატოს დანარჩენი წევრების ხარჯები 2%-ზე დაბალია.

დონალდ ტრამპის ჩივილი იმაზე, რომ ამერიკას სხვა ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გადახდა უწევს, მწვავე გამოძახილი პოვა რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტის მომხრეებში: „რატომ უნდა ვხარჯოთ ჩვენ, ამერიკელებმა, თანხები ევროპელების დასაცავად, როცა ისინი თვითონ არ ზრუნავენ საკუთარ სამხედრო ძლიერებაზე და უსაფრთხოების დაცვაზე?

მაგრამ ექს-პრეზიდენტის გამონათქვამები უკიდურესად საფრთხის მომტანად რჩებიან იმის გათვალისწინებით, რომ ნატოც და დასავლეთიც მთლიანობაში რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის კონტრშეტევა 2023 წლის ზაფხულში, ფაქტობრივად ჩაიშალა. რუსეთის არმიას მტკიცედ აქვს დაკავებული ოკუპირებული ტერიტორიები და ნელ-ნელა ავიწროებს უკრაინის არმიას დონბასში. მოსკოვმა თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და ეროვნული შემოსავლების 40% სამხედრო სფეროში ხარჯავს, აწარმოებს განუზომელი რაოდენობის საბრძოლო მასალებს – დაბალხარისხიანს, მაგრამ იმ იმედით, რომ უკრაინის თავდაცვას მაინც გაარღვევს.

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც კი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, რუსეთის არმია ძალებს აღიდგენს და ამჯერად მათ შეუტევს – სავარაუდოდ, სამი წლის შემდეგ. მათი იმედი ძირითადად უკავშირდება ნატოს ხელშეკრულების (წესდების) მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, ალიანსის წევრი ნებისმიერ ქვეყანაზე თავდასხმა მთლიანად ბლოკზე თავდასხმად განიხილება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოსკოვი თავის ტანკებს ალიანსის წევრი ქვეყნისაკენ – ესტონეთისაკენ მიმართავს და მის ტერიტორიაზე შეიჭრება, კრემლის ასეთი მოქმედება ნატოს მხრიდან მასირებულ პასუხს გამოიწვევს, რაც, პოტენციურად, პლანეტას მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს.

თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, რწმენა იმისა, რომ ნატო (ანუ აშშ – მისი ყველაზე ძლიერი წევრი) მართლაც გასცემს პასუხს რუსეთს, შესუსტდება (შესაბამისად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა მცირე იქნება). მაგრამ სწორედ ამაში გამოიხატება ექს-პრეზიდენტის განცხადების სახიფათო ხასიათი: თუ პოტენციურ აგრესორებს, თუნდაც ვლადიმერ პუტინს ევროპაში და სი ძინპინს – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ეჭვი შეეპარებათ აშშ-ის სიმტკიცეში და მის უნარში – დაიცვას ნატოელი მოკავშირეები, დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით ძალიან რისკავს, რომ მასშტაბურ შეცდომას უშვებს.

მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება: ორი წლის წინ რუსეთის დაზვერვამ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ თუ მოსკოვის ჯარი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთს შეეშინდება და ვერაფერს გააკეთებსო. კრემლი შეცდა შეფასებაში და კატასტროფული ომი დაიწყო.

წყარო