“პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული” – დავით მათიკაშვილი

19
spot_img

პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული – მიზანია „ნაცმოძის“ „ლეგო“ დაშალონ, გადაალახვინონ ბარიერი, შემდეგ ისევ ააწყონ კოლექტიური “ნაცმოძი“ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილი ვარაუდობს, რომ ერთობა წარმატებული ვერ იქნება.

„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული. როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად ეს ერთობა წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და დიდი ნაწილი იქ გაერთიანებული პარტიებისა, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახვინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის ეს პროცესი, რომ ამ ანკესზე არ წამოეგება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.