Home Blog Page 1634

თურქეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები -პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი  გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები”, – აღნიშნავს პრემიერი.

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრები გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ.

საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები.

კურო

დღის დასაწყისი პოზიტიურია. გირჩევთ, ეს დრო მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებისთვის გამოიყენოთ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ.

დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

კირჩხიბი

მოულოდნელი სირთულეები გელით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ნუ დანებდებით, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს.

ზოგ კირჩხიბს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ არც ისე ცუდია.

ლომი

ხელსაყრელი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ. გირჩევთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია – საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები გელით.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სამოგზაურო მიწვევა მიიღოთ. სასურველია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.

ყოველთვის მზად ხართ ახლობლებს დაეხმაროთ, თუმცა ამ დღეს ჩვეულებრივზე ცივად და თავშეკავებულად იქცევით. შეიძლება ეს ვიღაცამ არასწორად გაიგოს, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები ნაკლებად სავარაუდოა.

სასწორი

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებასაც მოასწრებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო შემთხვევებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. გირჩევთ, სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ – კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, სადაც აუცილებლად თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.

საღამოს ყველაზე მეტად იმ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარებას მოითხოვენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

თხის რქა

სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას მეგობრების მონახულებაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობს ადამიანისგან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

მერწყული

თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთან, კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

თევზები

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციების აყოლა საქმეს უფრო გაართულებს, ამიტომ ნუ დანებდებით.

ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

,,ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“ – კობახიძე

„ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის ნინო ლომჯარია.

 

„ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტია. იგი არის ნაკლებად ქარიზმატული და პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. როდესაც მასზე კეთდება აქცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცები ვერ თვლიან სწორად პროცესებს და მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ საზოგადოების პულსზე ეჭიროთ ხელი. ლომჯარია არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა, აქვს თუ არა ლომჯარიას შანსი მესამე ძალა გახდეს.

 

„თავის დროზე, 2020 წელს, ასეთივე გეგმის ნაწილი იყო „ლელო“. იგი მოაზრებული იყო მესამე ძალად, თუმცა საზოგადოებამ მარტივად გაშიფრა ყველაფერი და საბოლოოდ, „ლელომ“ 3%-ზე მეტი ვერ აიღო და ასეთივე გეგმა იყო გახარია. იქ უფრო კარგი წინაპირობა ჰქონდათ, რადგან გახარია თვეებით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერი იყო. ყოველ ჯერზე ეს გეგმა ჩავარდა. მით უმეტეს, ლომჯარიათი ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. არავითარი შანსი არ არის იმის, რომ ლომჯარია შესთავაზო საზოგადოებას როგორც მესამე ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.

,,გაბრაზებული ვარ, იმ ადამიანებზე, ვისაც კიდევ ჰყოფნის უტიფრობა და ედრება მიხეილ სააკაშვილს”- კირკიტაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს შენდებოდა ქალაქები, ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა და მოქალაქეები ქვეყნიდან არ მიდიოდნენ უცხოეთში სამუშაოდ.

ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

კირკიტაძე ამბობს, რომ ყველა ის ბრალდება, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს, ევროპულმა სასამართლომ გააბათილა და არცერთი არ მიიღო.

კირკიტაძე სვამს კითხვას, თუ კორუფცია იყო მათი მმართველობის დროს, როგორ გაიზარდა ბიუჯეტი, როგორ მოიმატა პენსიამ და როგორ შენდებოდა ქალაქები?

“ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, იმ ადამიანებზე, ვისაც კიდევ ჰყოფნის უტიფრობა და ედრება მიხეილ სააკაშვილს, ან ადარებს დღევანდელ და მიხეილ სააკაშვილის პერიოდს, როცა მართლა აღმშენებლობა იყო, როცა მართლა იმედი გაუჩნდა ამ ქვეყნის მოქალაქეს, იქნებოდა ეს პენსიონერი, სტუდენტი ან ადამიანი, რომელსაც შეეძლო შვილი თავისუფლად გამოეშვა ქუჩაში და არ შეშინებოდა იმის, რომ ნარკომანია წალეკავდა, არ შეეშინდებოდა იმის, რაც დღეს საქართველოს და თბილისის ქუჩებში ხდება”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

,,ციხეში წასვლის არ მეშინია ამაზე არც ვფიქრობ“- ტრამპი

თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პრობლემების უმეტესი ნაწილი უმოკლეს დროში მოაგვაროს.

„6 თვიდან 1 წლამდე ყველა პრობლემა, რაც გვაქვს, პრაქტიკულად მოგვარდება“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპის აზრით, მოქალაქეებმა ხმა არ უნდა მისცენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე 8 წელია საუბრობენ.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ციხეში წასვლის არ ეშინია.

„ამაზე არც კი ვფიქრობ“, – თქვა ტრამპმა.

,,ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს”- სუბარი

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს. უბრალოდ, მას ქარიზმა არ ჰყოფნის, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

მან კომენტარი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე და შესაძლო პოლიტიკურ ამბიციებზე გააკეთა.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს და ეს იყო ერთგვარი ბიძგის მიმცემი სწორედ იმ სეპარატისტული მოძრაობის, ძალებისა და მათი მხარდამჭერების, რომლებმაც საქართველო ტერიტორიების 20%-ის დროებით ოკუპაციამდე მიიყვანეს.

გამოქვეყნდა, რომ ახალი პოლიტიკურ კონფიგურაციაში შესაძლოა, შევიდნენ „ლელო“, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორის არის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს. უბრალოდ, მას ქარიზმა არ ჰყოფნის“, – განაცხადა სუბარმა.

ნინო ლომჯარიამ ახალი პლატფორმა „სოროსის ფონდის“ დაფინანსებით შექმნა.

,,ჩვენს პოზიციებს მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა”- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალაქ შუშაში მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა“. განცხადებას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„17 სექტემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე მცირე იარაღის გამოყენებით, არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმების წევრებმა რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულნი არიან შუშას მიმართულებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა აღნიშნული მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა

რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს – „ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, კატეგორიულად ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია“, – ამბობს კადიროვი ვიდეოში, რომლის გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის.

ცნობისთვის, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება.  ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ არხი იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა.

უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ.

,,ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია”- ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.

“ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა The New York Times-თან ინტერვიუში.

საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.

”არსებობს განსხვავება მათ შორის, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა აქვს და ვისაც არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ იქნება ესკალაცია დიდ ომამდე, ეს იქნება მსოფლიო ომი და ბირთვული რისკი უფრო დიდი გახდება”, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა და ყველას მოუწოდა, „გაიგონ იმათ პოზიცია, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია”.

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უმისამართო ტყვიას ემსხვერპლა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.

ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

,,რომ მოვიპოვოთ სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე”- მეუფე შიო

სიყვარული არის რელიგიური მცნებების სული და გული… სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად… იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე… მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება.. – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა ) ქადაგებისას განაცხადა.

„ ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მისი გამოცდის მიზნით მიდის რჯულის მცოდნე ადამიანი და ეკითხება: „მოძღვარო, რომელია რჯულში მთავარი მცნება?“ უფალი მიუგებს: „გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აი, ამ ორ მცნებაზე დამოკიდებულია რჯული და წინასწარმეტყველნი“, – დასძენს უფალი იესო ქრისტე ამ საუბარში. და მართლაც, მთელი რჯული ამ სიყვარულის მცნებაზეა დაფუძნებული, მთელი წმინდა გარდამოცემა.

სიყვარული ეს არის რელიგიური მცნებების სული და გული, როგორც მოსეს მიერ ბოძებული მცნებებისა, დღეს მისი ხსენებაა, სხვათა შორის. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა, ასევე უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული მცნებებისა.

და თუ არის ასეთი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მაშინ აზრი აქვს მცნებების დაცვას, მაგრამ თუ არ არის არც ღმერთის და არც მოყვასის სიყვარული, მაშინ რაოდენ დაბეჯითებითაც არ უნდა ვასრულებდეთ დანარჩენ მცნებებს, ამას არანაირი ფასი არ აქვს სიყვარულის გარეშე, იმიტომ რომ ეს იქნება მკვდარი რწმენა და მცნებების უსიცოცხლო შესრულება. ამ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ასულდგმულებს

სწორედ სიყვარული. სიყვარული არის სასიცოცხლო საწყისი ჩვენი რელიგიური ზნეობის, ჩვენი რელიგიური ცხოვრების, ღმერთთან ერთად. აი, ამ ყოველივე საფუძველია სიყვარული.

მაგრამ ეს მცნება რთულია. როგორ შევიყვაროთ ან ვინ არის ჩვენი მოყვასი? ჩვენ, ერთის მხრივ, გარკვეულწილად გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს ჩვენი ახლობლები, გვიყვარს ჩვენი ოჯახი, გვიყვარს ჩვენი სანათესავო, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, გვიყვარს ჩვენი სოფელი ან ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ან იმ ქალაქის რომელიმე უბანი გვიყვარს, მაგრამ როგორია ეს სიყვარული? ისეთია, როგორსაც უფალი იესო ქრისტე მოითხოვს? იგი მოითხოვს, რომ მოყვასისადმი სიყვარული ეფუძნებოდეს ღმერთის სიყვარულს. ვკითხოთ ჩვენს თავს: გვაქვს ასეთი სიყვარული? ვგრძნობთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა ზეციერი? გვიყვარს იგი, როგორც მამა? უფალი იესო ქრისტე ჩვენგან მისდამი, როგორც ზეციერი მამისადმი,

სწორედ ასეთ სიყვარულს მოითხოვს. როდესაც ასეთი სიყვარულია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენთვის გახდება ძმა და და, თუ ღმერთი არის მამა ჩვენი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია. თუ არ იქნება ასეთი სიყვარული ღვთისადმი, მაშასადამე, არც მოყვასი გვყვარებია სათანადოდ, მცირედ გვყვარებია და ეს ჩვენი ბუნებრივი სიყვარული, რომელიც ჩამოვთვალე – ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, ახლობლებისადმი და ასე შემდეგ, იქნება ძალიან მყიფე და პირობითი, ნამდვილი სიყვარული კი ასეთი არ უნდა იყოს.

მაშ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული? – ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი. მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერებაც, ჩვენი კეთილდღეობაც, ჩვენი მშვიდობაც, ჩვენი კულტურაც, მთელი ჩვენი ცხოვრებაც.

უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე მოიტანა სიყვარულის ახალი მცნება, ასეთ სიყვარულს არსად არავინ და არასდროს არ ასწავლიდა. მხოლოდ უფალი იესო ქრისტე ასწავლიდა. იგი გვმოძღვრავს ჩვენ: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.“ ეს რას ნიშნავს? – რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი თავგანწირული სიყვარულით, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემაც თავგანწირული სიყვარულით შეგვიყვარა ჩვენ. ნამდვილი სიყვარულიც შეიძლება იყოს არა თავგანწირული? ნამდვილი სიყვარულიც ასეთი თავგანწირულია.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა დღეს, მაგრამ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული, საჭიროა, ვიქონიოთ დიდი სიმდაბლე, სიმდაბლის ღვაწლი, ვინაიდან მხოლოდ სიმდაბლე ხსნის ჩვენში ასეთი სიყვარულის ძალას, უნარს, შესაძლებლობას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სიმდაბლის ღვაწლის, ამ ჯვრის აღების, არადა, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლის აღებით იხსნება ჩვენში დიდი სულიერი ძალები. სიყვარულს მოაქვს სიხარული და ბედნიერება. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ყველაზე მეტად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სრულყოფილების სიმტკიცე, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კუტალაძეებსქოხიაშვილებსმიშველიძეებსოქროცვარიძეებსა და ოქროსცვარიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

,, უკრაინაში ომს რუსეთის წინააღმდეგ, აშშ აწარმოებს ”- ლავროვი

აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს ომს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ამოცანა რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიღწევაა.

„რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია, ამზადებდნენ, რათა საკუთარი ხელებითა და სხეულით ეწარმოებინა ბრძლა, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ. რაც უნდა თქვან, აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით – აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.