რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა

287
spot_img

რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს – „ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, კატეგორიულად ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია“, – ამბობს კადიროვი ვიდეოში, რომლის გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის.

ცნობისთვის, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება.  ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ არხი იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა.

უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ.