,,ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს”- სუბარი

216
spot_img

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს. უბრალოდ, მას ქარიზმა არ ჰყოფნის, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

მან კომენტარი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე და შესაძლო პოლიტიკურ ამბიციებზე გააკეთა.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს და ეს იყო ერთგვარი ბიძგის მიმცემი სწორედ იმ სეპარატისტული მოძრაობის, ძალებისა და მათი მხარდამჭერების, რომლებმაც საქართველო ტერიტორიების 20%-ის დროებით ოკუპაციამდე მიიყვანეს.

გამოქვეყნდა, რომ ახალი პოლიტიკურ კონფიგურაციაში შესაძლოა, შევიდნენ „ლელო“, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორის არის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ის ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი იყოს. უბრალოდ, მას ქარიზმა არ ჰყოფნის“, – განაცხადა სუბარმა.

ნინო ლომჯარიამ ახალი პლატფორმა „სოროსის ფონდის“ დაფინანსებით შექმნა.