Home Blog Page 1600

“აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგვისტოს ომის შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე.

„გაგვითენდა 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების 15 წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი“ ომის მიმართ კვლავინდებურად ძალაშია. უამრავია პასუხგაუცემელი შეკითხვა – როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისაგან მესმოდა – „მგონი იწყებს“, „ცხინვალზე აპირებს წასვლას“, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე მოგვიწიოს…“ და ა.შ. 2007 წლიდან კი ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექს-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო, ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე, ამ თემას რამდენიმე პუბლიკაცია უნდა დავუთმო.

სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში ომის დაწყების მზაობაზე გაუთავებელი ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე“ ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა), ეს რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? ზუსტად იმის კონტექსტში, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ექნებოდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა“. რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), დაეფუძნა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. – და ამით შეეჩერებინა ნატო-სკენ მიმავალი ჩვენი დეკლარირებული კურსი. სააკაშვილის კორპორაციას კი, ერთის მხრივ უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ხაზით დახარჯული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა (ფორმულით – „ომი ყველაფერს ჩამოწერს“) და არანაკლებად დიდი ფული გაეკეთებინა პოსტკონფლიქტურ პერიოდისთვის გამოყოფილ საერთაშორისო დახმარებაზე.

შედეგად, ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია. რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა – ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ხარჯვას. სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები – სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერლის, ჩაბანის პირად მძღოლად მოგვევლინა, შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი – გენერალ ბორისოვის, ხოლო მათი „მერიქიფეს“ და „ტრაპეზარის“ როლს იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია ასრულებდა.

პუტინისა და სააკაშვილის ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს იწყებს 2003 წლიდან. მე, მაგალითად, დღემდე ველოდები ამომწურავ პასუხს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებზე, რომლებსაც მოკლედ შეიძლება სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიც-კრიგი“ დავარქვათ სამაჩაბლოს მიმართულებით, რომლის შედეგია იქ ადგილობრივ მაცხოვრებლებში მოპოვებული ნდობისა და სამშვიდობო ინიციატივების ჩაფლავება და ადამიანური მსხვერპლის გაწევა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების მხრიდან. შეიძლება თუ არა ის მოვლენები ქართული მხარის მიმართ უნდობლობის პირველ მერცხლად ჩაითვალოს და ეჭვის საბაბი გამხდარიყო მის დემილიტარიზებულ სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებით? პუტინმა მიიღო სახალხო დიპლომატიის ხაზით დადებითი პროცესების შეჩერება, სააკაშვილმა – ერგნეთის გარშემო „კონტრაბანდული პროცესები“ თავის კორპორაციას დაუქვემდებარა.

2006 წლის მოვლენებს, როდესაც კოდორის ხეობაში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შედეგად ხელისუფლებამ გვიპატაკა იქ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის თაობაზე, გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბრის № 1716 რეზოლუციით უპასუხა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს უზრუნველყოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ვითარების ნორმალიზება მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რათა გამოირიცხოს იქ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი საჯარისო ფორმირებების ყოფნა“. ანუ, მიუხედავად ამ ოპერაციის „პოლიციური“ ხასიათისა, გაერომ ჩათვალა საჭიროდ თავისი შეწუხებული პოზიცია მაინც გამოეხატა. საინტერესო შეფასება მისცა მაშინ კოდორის მოვლენებს დავით უსუფაშვილმაც, მან ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება, რომ: „ის, რაც ხდება კოდორის ხეობაში, მოსკოვის მიერ შემუშავებული მრავალმხრივი გეგმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას და ხაფანგში გაება. შემდეგ სერიებში ვფიქრობ მთავარ როლებში ახალი შემსრულებლების ხილვას, მაგალითად, უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის“.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ნოემბერს ხელი მოაწერა სოჭის შეთახმებას „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის ზონად გამოცხადების თაობაზე“, 2006 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დადო პირობა ახალი, 2007 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე, რაც ასევე არ გამოეპარებოდა რუსეთის თავდაცვის გენერალურ შტაბს, თუმცა ისევე, როგორც არ გამოეპარა ჩვენს ევროპელ მეკავშირეებსაც. 2006 წლის შემოდგომაზე თბილისში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებით სააკაშვილმა (პუტინთან შეთანხმებით) ღიად შექმნა რუსეთისაგან „მტრის ხატი“, გააორმაგა ამ „მტერთან“ გასამკლავებლად ფინანსური დახმარების ოდენობა და შეუდგა ამ ფინანსების ძარცვას. ხოლო ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების პროცედურებთან ერთად, მორიგი პროვოკაციების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეუთო-ს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა აღიარა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი შესაძლებელია გადავიდეს სამხედრო დაპირისპირების ფაზაში: „ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომაც ეუთო შემდგომშიც განაგრძობს სამშვიდობო დარეგულირების პროცესებისადმი ყველა საჭირო დახმარებას“.

საგარეო კავშირების საკითხებში ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა კი განაცხადა: „შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აღიაროს და მოუკლოს თავის აგრესიულ რიტორიკას. ქართულმა მხარემ ასევე არ უნდა მიმართოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაძაბულობის ზრდას“. მანვე გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ დაძაბულობით… მე ვმონაწილეობდი ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ თბილისს მივეცით მკაფიო სიგნალი – ორივე მხარემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმართოს რუსებთან ნორმალური დიალოგი. დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება და ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა გავუწიოთ ამ პროცესებს“.

ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის სექტემბრის ღამის ეთერში იმდროინდელი უკვე ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა არც მოსკოვისთვის, არც დასავლეთისთვის. ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა“ ესტონეთმა თავისი პარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მიმართა საქართველოს – „მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნან როგორც პროვოკაციული“.

იმავე სულისკვეთებით იყო გაჯერებული ისეთი ჩვენი დიდი მეგობრისა და მხარდამჭერის განცხადებები, როგორც გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი – ვალტერ შტაინმაიერია. ასევე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მრავალი სხვა, ყოველ შემთხვევაში ღია დეკლარირების დონეზე გვეხვეწებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს – არ აჰყვეთ პროვოკაციას და თუ თავად ვერ უმკლავდებით პროცესების დიპლომატიური გადაჭრის რელსებზე გადაყვანას, შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა დონეზე; გსურთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა? – ამაშიც დაგეხმარებითო. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვალტერ შტაინმაიერი ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა წარედგინა დაინტერესებული მხარეებისთვის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სამეტაპობრივი სამშვიდობო გეგმა. თუმცა სამ კვირაში ეს მოლოდინებიც ჩაფლავდა. ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ. მართალია, მოწინააღმდეგეს სამხედრო ავიაციის ნაწილი გავანადგურეთ, არტილერიის მეშვეობით მათ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას „ვაუთავებდით“, 58-ე არმიის სარდალს უკანალი გავუხვრიტეთ, თუმცა ბირთვული სახელმწიფოსადმი ამ მამაცური წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, საზარბაზნე ხორცად ვტოვებდით გამოუცდელ რეზერვისტებს გაშმაგებული მოწინააღმდეგის პირისპირ (გაგრძელება იქნება).“ – წერს დავით ქართველიშვილი.

„რუსეთმა და ჩინეთმა თვალი ალასკას მიაპყრეს” – The Wall Street Journel

„რუსეთმა და ჩინეთმა თვალი ალასკას მიაპყრეს: მოსკოვისა და პეკინის ერთობლივი საზღვაო პატრულირება ალეუტის კუნძულებთან ვაშინგტონის გაფრთხილებაც არის და გამოცდაც“, – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული მცირე სარედაქციო სტატია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journel), რომელიც აშშ-ის გავლენიანი გამოცემა თანამემამულეებს აფრთხილებს…

გთავაზობთ პუბლიკაციას:

იმ ამერიკელებმა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში დიდი ომი ჩვენს ტერიტორიას არ შეეხება, ზედმეტი არ იქნება ერთი ახალი ამბავი გააცნობიერონ: გასული კვირის ბოლოს ჩინეთმა და რუსეთმა ალასკას შტატის ნაპირებთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო ოპერაცია ჩაატარეს.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ალეუტის კუნძულების აკვატორიას 11 რუსული და ჩინური ხომალდი პატრულირებდა. ეს არის უდიდესი ოპერაცია, რომლის მსგავსი, როგორც ანალიტიკოსებს ახსოვთ, მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა იმ დროს პატრულირებაში ბევრად ნაკლები რაოდენობის გემები მონაწილეობდა. ამჟამინდელი ერთობლივი პატრული პეკინ-მოსკოვის თანამშრომლობის მაღალ დონეს აჩვენებს…

პატრულის საპასუხოდ, ვაშინგტონმა სასწრაფოდ შექმნა ესკადრა ოთხი ნაღმოსანისა და მზვერავ-თვითმფრინავების შემადგენლობით, ახლანდელი რეაგირება საკმაოდ პროგრესულად უნდა ჩაითვალოს შარშანდელთან შედარებით, როცა ალასკელმა სენატორმა დენ სალივანმა ვაშინგტონის დაყოვნებული რეაგირება გააკრიტიკა.

როგორც აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, „რუსულ-ჩინური პატრული მუქარად არ აღიქმებაო, თუმცა ერთ მშვენიერ მომენტში მსგავსი ფაქტები სრულიად შესაძლებელია მუქარად და საფრთხედ გადაიქცეს. მეტოქეობის ახალ ეპოქაში რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მიერ იქმნება ღერძი, რომელიც, დიდი ალბათობით, შეიძლება ამერიკის ძლიერების გამოწვევად გადაიქცეს. ამიტომაც უკეთესი იქნება, რომ სამხედრო-საზღვაო პატრული აღქმული იქნას როგორც იმის გაფრთხილებად, რომ აშშ-ის ტერიტორიას შეიძლება დაემუქრონ, ასევე იმის ერთგვარ შემოწმებადაც, თუ როგორი იქნება აშშ-ის რეაგირება მსგავს მოქმედებაზე.

მსოფლიო სულ უფრო სახიფათო ხდება, ხოლო აშშ-ის განებივრებული და თვითკმაყოფილი პოლიტიკური ელიტა მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საქმის კურსში არ აყენებს.

ცნობისათვის: ალასკა – ფართობი 1 მილიონ 519 ათასი კვ. კმ – რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა მე-18 საუკუნის შუახანებიდან. 1867 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ალასკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა 7,2 მილიონ დოლარად (ოქროთი).

წყარო

„აგვისტოს პრელიუდია“ – რას წერს “იზვესტია” რუსეთ-საქართველოს ომზე

რუსეთის გაზეთ „იზვესტიის“ (Известия) 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სატაურით „აგვისტოს პრელიუდია“, რომლის ავტორია ოლეგ კარპოვიჩი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის პრორექტორი. მასალაში გაანალიზებულია 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიო წესრიგისათვის. ბუნებრივია, ავტორი რუსეთის სახელმწიფო პოზიციას იცავს და ცდილობს, „ხუთდღიანი ომი“ მოსკოვისათვის აუცილებელ საბედისწერო მოვლენად წარმოაჩინოს, საკუთარი ინტერესების დაცვისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„ზუსტად 15 წლის წინათ მოხდა მოვლენა, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გახდა რუსეთის უახლეს ისტორიაში. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ, კოლექტიური დასავლეთისა და მისი მარიონეტებისათვის მოულოდნელად, ჩუმად არ დარჩა და მზადყოფნა გამოავლინა ყველა საშუალებით დაეცვა როგორც საკუთარი, ასევე თავისი მოკავშირეების ეროვნული ინტერესები. 2008 წლის აგვისტოს გარეშე არ მოხდებოდა არც ყირიმის დაბრუნება და არც დონბასის მოსახლეობის დაცვა გენოციდისაგან. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურა, რომელიც მნიშვნელოვანწილად თბილისის დასავლელი მფარველებისაგან იმართებოდა, გამიზნული იყო არა მარტო სოხუმისა და ცხინვალის ძალის გამოყენებით დამორჩილებისაკენ, არამედ რუსეთის ფედერაციის საგარეოპოლიტიკური პოზიციების ძირის გამოთხრისაკენ.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ უძღოდა ნატოს სამიტი ბუქარესტში, რომელმაც ოფიციალურად მიიღო დოკუმენტი დაპირებით – „საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან“. ნატოელების ეს ნაბიჯი განპირობებული იყო ერთი წლით ადრე რუსეთის პრეზიდენტის მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლის დროს გაჟღერებული დებულებებით, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა მოსკოვის ახალ კურსზე გადასვლას – უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმას  იმ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც ვაშინგტონი ცინიკურად უწოდებდა „დასავლური წესების დაცვაზე დაფუძნებულს“.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები თავდაჯერებულად იმედოვნებდნენ, რომ რუსეთს „თავის ადგილს მიუჩენდნენ“. მათ ყურად არ იღეს ვლადიმერ პუტინის გართხილება და ისეთი პოზა დაიკავეს, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებდნენ მოსკოვისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამ კომბინაციის მეორე ეტაპი სწორედ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო აქცია უნდა ყოფილიყო, რომელიც მოწოდებული იქნებოდა სიმბოლურად დაეფიქსირებინა [აშშ-ის მიერ] თავხედურად და უაპელაციოდ გამოცხადებული „ერთპოლუსიანობის“ იდეის ტრიუმფი

რუსეთის საპასუხო მოქმედებამ დასავლეთი სწრაფად გამოაფხიზლა და იძულებული გახადა პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლების გეგმების რეალიზება გადაეწია, თუმცა მათზე უარი არ უთქვამს. ამასთან, მოსკოვის მიერ „წითელი ხაზების“ მონიშვნამ ევროპა და ამერიკა დააფიქრა. სწორედ ამიტომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება დასავლეთთან პირდაპირი – ფატალური – შეტაკება კი არ არის, არამედ ჰიბრიდული ომის ხასიათს ატარებს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოპერაციის კრახი იმის თვალსაჩინოება გახდა, რომ რუსეთის დაპირისპირება ყოფილ საბჭოთა ხალხებთან ხელოვნური განზრახვას წარმოადგენს. საქართველო, რომელიც არამარტო გამოფხიზლდა „ვარდების რევოლუციით“ გამოწვეული „სიმთვრალისაგან“, არამედ უარიც განაცხადა ანტირუსულ ალიანსში შესვლაზე, თანაც საკუთარი ევროინტეგრაციული კურსის საზიანოდ. რა თქმა უნდა, ისეთი კონფლიქტები, რომელიც 15 წლის მოხდა, უკვალოდ არ ქრება, ამიტომაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებას წლები და ათწლეულებიც კი შეიძლება დაჭირდეს.

და მაინც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ეფექტური პასუხი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა უფრო მძიმე შეტაკების მუქარა და დე-ფაქტოდ გადაწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუთვნილების პრობლემა: ეს „გორდიას კვანძი“ ელვისებურად, მტკივნეულად, მაგრამ მაინც გადაიჭრა.

დროთა განმავლობაში 15 წლის წინანდელი კრიზისი უკიდურესად მნიშვნელოვან პრელიუდიად მოჩანს მსოფლიო სისტემის ხანგრძლივი და მძიმე ტრანსფორმაციისაკენ. იმ დროს ცოტა ვინმეს თუ შეეძლო წარმოედგენია, თუ რა გამოწვევებს შეეჯახებოდა ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ „დასავლური წესებით“ ითამაშებდა. ერთი რამ ნათელია: სწორედ ცხინვალის ბრძოლებმა გააცნობიერებინა რუსეთს თავისი ახალი ისტორიული როლი და იმ არჩევანის გარდაუვალობა, რომელმაც ჩვენ დრევანდელ საბედისწერო ბრძოლამდე მიგვიყვანა და რომელსაც ჭეშმარიტად ეგზისტენციური ხასიათი აქვს მიღებული.

წყარო

“2012 წელს ციხის კადრებიც დადგმული იყო, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა”- ლაშა ბუღაძე

ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა (!), რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს – წერს  სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

„როცა სიძულვილით ხარ მოცული, საკუთარ სიძულვილს აქცევ აღქმის ობიექტად და არა სინამდვილეს, ამიტომ წინასწარი განწყობის მქონე აფთრებზე მსჯელობა არც ღირს, მოურიდებლად რომ იწრმუნებიან, ქალაქის მერმა იცოდა, რაც მოხდებოდა და შვილები დროულად გაარიდა სტიქიის ადგილსო, – ეს ბრალდებები თვითდეჰუმანიზაციის აქტია და ყველანაირ მორალს სცდება…
მაგრამ უთუოდ გამოხატავს ნდობის კატასტროფულ კრიზისს “ქართული ოცნების” ხელისუფლების და მათი ბობოლების მიმართ!
ნდობის ტოტალური კრიზისია და ეჭვებიც აქედან ჩნდება ყველაფერზე, რაკი “ქართული ოცნების” ქცევის მოდელი – ტყუილი და თავის დაძვრენის ოსტატური პოზებია… რამდენი რამ მოუტყუებიათ და პროპაგანდით თუ მანიპულაციებით აუბნევიათ ხალხისთვის თავ-გზა და აი, ასეთი კოშმარიც კი შესაძლოა დამაჯერებელი გახდეს ადამიანებისთვის: რომ პრივილეგირებულმა ჩინოვნიკმა თავი გადაირჩინა და სხვები კი უბედურებას შეატოვა…
სწორედ ამ დაუჯერებლობის დამაჯერებლობაა პოლიტიკური პრობლემა, უნდობლობა და რწმენა, რომ “ესენი მართლა ყველაფერს იკადრებენ”.
რა, არ დაუმალავთ?! არ მოვუტყუებივართ? განა ივანიშვილმა – ლენინივით – რაიმე სხვა ასწავლა თავის მოწაფეებს სიცრუის გავრცელების და ეგოცენტრიზმის თუ თვითგადარჩენის გარდა?!
სიშლეგეს მაშინ იჯერებ, როცა გაჩვევენ სიშლეგეს.
ციხის ის კონკრეტული კადრებიც დადგმული იყო 2012 წელს, მაგრამ უმრავლესობამ დაიჯერა (!), რადგან ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს… რაკი ზოგადად პრაქტიკად იყო ქცეული ჩაგვრა-წამება, ეფესბეს აგენტურის მიერ კონსტრუირებული “ცოცხიც” დამაჯერებელი გახდა…
რაკი პრაქტიკად არის ქცეული “ოცნების” დანაშაულებრივი სიყალბე, ხალხის პრობლემების პროპაგანდის ლექის ქვეშ ჩამარხვა, კორუფცია და ამორალური შუბლგაწყვეტილობა, ამიტომაც იჯერებს ვიღაც, რომ გადარჩენა მხოლოდ “რჩეულთა ხვედრია”, რაც, ვიმეორებ, ამ შემთხვევაშიც აბსურდია და იგივეა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალა იმ უპასუხისმგებლო არსებამ 11 წლის წინ, არჩევნების ღამეს – ბავშვი ქვევრში ჩააგდესო…
სიგიჟის დამაჯერებლობას თავად ურეპუტაციო ხელისუფლება უწყობს ხელს თავისი ქცევით. ეჭვები უნდობლობის ინდიკატორია“,- წერს ბუღაძე.

ანა დოლიძემ პარლამენტს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით წერილობით მიმართა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით წერილობით მიმართა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, პარტია „ხალხისთვის“ ამოცანაა, ხალხმა დაინახოს, რომ „ოცნებას“ პროგრესული ალტერნატივა ჰყავს და ის იზრუნებს იმისთვის, რომ „საქართველოს სიკეთეები ყველასთვის გადანაწილდეს“.

„შოვის ტრაგედია ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხრივ, აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა განაშენიანებასთან, კოტეჯების ადგილმდებარეობასთან, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

ჩვენი პარტიის ამოცანაა, ხალხს ვაჩვენოთ, რომ „ოცნებას“ პროგრესული ალტერნატივა ჰყავს და ის იზრუნებს იმისთვის, რომ საქართველოს სიკეთეები ყველასთვის გადანაწილდეს.

ჩვენ დანამდვილებით უნდა გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია, რომ ის ადრეული შეტყობინების სისტემები არ იყო, ჩვენ მოახლოებული სტიქიის შესახებ დროულად ვერ გავიგეთ, რამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით ნაბიჯებს არ დგამდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ სათავეში იყო.

ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რისი საშუალებაც ოპოზიციას აქვს. მას აქვს საკმარისი რაოდენობა ხელმოწერების შესაგროვებლად. საგამოძიებო კომისიას შეუძლია სურათი დადოს, თუ რამ გამოიწვია სტიქია – ნეპოტიზმმა, კორუფციამ, გულგრილობამ და შესაბამისად, შემოგვთავაზოს სისტემური ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს საზოგადოებამ არაერთი ჩავარდნა იხილა და არსებობს შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას დროულად. ანა დოლიძის განცხადებით, კრიზისულ მომენტში ხალხმა საკუთარი პრემიერი „სანთლით არ უნდა ეძებოს“.

გარდა ამისა, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, ტერიტორია გეოლოგიური მიმართულებით ზონალურად დაყოს, რაც მმართველმა პარტიამ 2026 წლამდე გადადო და საჭიროა ხალხმა ამის შესრულება მოითხოვოს.

„ეკოლოგია, გარემო და მდგრადი განვითარება ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს. შოვში რაც მოხდა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს აშენებულ კოტეჯში ვინმე დაზიანდება თუ არა. მათთვის მთავარია, რომ ვიღაცამ მშენებლობის ნებართვა გასცა და ამით შემდეგ სხვამ ფული გააკეთოს.

გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ სამაშველო სამუშაოები, რომლის დროსაც არაერთი ჩავარდნა ვიხილეთ. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნით მაშველებსა და პოლიციელებს, რომლებიც ძალიან თავდადებულები არიან. მაგრამ საპატრულო პოლიციაც და მაშველებიც თავად ძალიან ცუდ შრომით პირობებში არიან. ასევე, საინტერესოა, რატომ არ ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას თავის დროზე. კრიზისულ მომენტში ხალხმა საკუთარი პრემიერი სანთლით უნდა ეძებოს?

იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, ის ყველა თანამდებობის პირს გამოიძახებდა. ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი სააგენტოების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მმართველები. ასევე, მოუხმობდნენ მოსახლეობას, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იქ გეოლოგების ჩასვლას. 2020 წელს გიორგი გახარია სწორედ იმიტომ ჩავიდა შოვში, რომ მოსახლეობა გეოლოგების ჩასვლას ითხოვდა.

ეს ყველაფერი სასამართლოებზე და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმიტომ., რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიშია. აქ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები, დასვენება ყველგან საშიში იქნება. მთავარი პასუხისმგებლობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ ტერიტორია გეოლოგიური მიმართულებით ზონალურად დაყოს, ეს მას არ შეუსრულებია და 2026 წლამდე გადადო. ოდესმე ამის შესრულებაც ხომ უნდა დავაძალოთ?!“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

„საქართველო: დაკვირვება ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე“ – უცხოური პრესა

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) 8 აგვისტოს ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველო: დაკვირვება ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე“ (ავტორი – ერკან ფეხლივანი). მასში გადმოცემულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის საუბრის შინაარსი, რომელშიც იგი ეხება რუსეთის დამოკიდებულებას „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან, როგორ შეიცვალა სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი დისლოცირებულ სამხედრო ბაზებში, უკრაინის ომის გამო, სულ უფრო ნაკლები პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა რჩება. ომმა ის გამოიწვია, რომ რუსეთი იძულებული გახდა საზღვარგარეთ არსებული ბაზების რესურსები ფრონტზე გაეგზავნა. და მაინც, რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ბერძენი დიპლომატი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი თვლის, რომ სიტუაცია მაინც რთული რჩება. ბევრი საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

200-წევრიან მისიაში, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიიდან დაკვირვებას აწარმოებს რუსების მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე (დროებით გამყოფ სადემარკაციო ხაზის – ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ), 23 გერმანელიც შედის, ისინი ძირითადად საპოლიციო ფუნქციას ასრულებენ სამხრეთ ოსეთთან (390 კილომეტრიან პერიმეტრზე) და აფხაზეთთან (150 კმ.). დღეისათვის დიმიტრიოს კარაბალისი არ თვლის, რომ კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს: „რუსებს თავიანთ ბაზებზე ფაქტობრივად აღარც პერსონალი არ ჰყავთ, აღარც ტექნიკა, მათ სიტუაციის გამწვავება აღარ შეუძლიათ“. მისიის ხელმძღვანელი ასევე გულისხმობს ქართულ მხარესაც, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურს.

„საქართველო აზერბაიჯანი არ არის“

მეზობელი აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, რომელმაც თავისი არმიის გადაიარაღება განახორციელა ნავთობით მიღებული მილიარდიანი შემოსავლებით და სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღი ჯარის მეშვეობით დაიბრუნა, საქართველოს მსგავსი შესაძლებლობა და რესურსები არ აქვს. „ვცდილობთ სიწყნარე და მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – ამბობს დიმიტრიოს კარაბალისი, თუმცა, დაძაბულობა ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს: „ერთ მცირე ნაპერწკალს დიდი ხანძრის გამოწვევა შეუძლია“.

მისიის ხელმძღვანელი საფრთხის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი მეტ-ნაკლებად გამოცდილი პერსონალი უკრაინის ფრონტზე წაიყვანა და მათ ნაცვლად ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცები და მესაზღვრეები მოყვანა, რომლებიც მოუმზადებლები არიან და ადგილებზე არსებულ სიტუაციას არ იცნობენ. „მათ არ იციან, ვინ ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ. მოსალოდნელია პროვოკაციები, რაც უსაფრთხოებას ემუქრება, – ხაზს უსვამს დიმიტრიოს კარაბალისი, – ამიტომაც ჩვენ ვავრცელებთ ფურცლებს რუსულ ენაზე დაბეჭდილი ტექსტით, რათა მათ ავუხსნათ მისიის ფუნქციები და მნიშვნელობა“.

„უთანხმოება ისევ არსებობს…“

რეგიონში ბევრი ადამიანისათვის ეს კონფლიქტი ეგზისტენციალურია – ზოგჯერ ხდება უთანხმოება წყლის რესურსებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ან სულაც ფერმერების ძროხის მიზეზით, რომელმაც უნებლიედ „საზღვარი გადაკვეთა“ და „საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე“ აღმოჩნდა. ასეთ სიტუაციებში ჩვენ საქმეში ვერევით ხოლმე. ჩვენსა და რუსებს შორის შორის მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლითაც ერთმანეთს პრობლემებს ვატყობინებთ და მათ გადაჭრას ოპერატიულად ვცდილობთ“.

დიმიტრიოს კარაბალისის თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედებს საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ და [პროდუქტების შესაძენად] გადმოდიან.

„კონფლიქტი პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ“

„ჩვენ აქ კონფლიქტის მოსაგვარებლად არ ვართ“, – ხაზს უსვამს მისიის ხელმძღვანელი, – ეს პოლიტიკოსების საქმეა’. მისი აზრით, ალბათ, საჭიროა ევროკავშირმა მეტი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს მიმართ, რომ პრობლემის მოგვარების პროცესი ადგილიდან დაიძრას. საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი არ თვლის, რომ თბილისმა ომი წააგო. „მოლაპარაკებისათვის კომპრომისები აუცილებელია“, – თვლის დიმიტრიოს კარაბალისი.

ომის დროს საქართველომ თავისი ტერიტორიის 20%-ზე კონტროლი დაკარგა. რუსეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. მართალია, სიტუაცია ჯერ-ჯერობით უცვლელია, მაგრამ როგორც კარაბალისი თვლის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედება, რომელიც 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, კიდევ უნდა გაგრძელდეს.

წყარო

“სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების ბრალდება, თითქოს 2008 წელს საქართველოს სამხედრო ძალებმა ცხინვალი დაბომბეს, არის საქართველოს ღალატი და გმირებისთვის სულში ჩაფურთხება”

„ნაციონალური მოძრაობა“, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მოიშორა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან 2012 წელს და დღეს იგივე ძალა, უკვე ოპოზიციაში, მოსაშორებელია!, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ 2008 წლის ომში ქართული სამხედრო ძალების დადანაშაულება ქვეყნის ღალატია და ამ სირცხვილს „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, აქედან ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის უმძიმესი ბრალდება, თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალი გაუფრთხილებლად დაიბომბა!

ეს დოკუმენტი არის ქართული სახელმწიფოს ღია ღალატი და სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

ასევე პოსტის ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს იმ მძიმე პერიოდში ომით დატრიალებული უბედურების მიმართ მიხეილ სააკაშვილისა და მთავრობის სხვა წევრების დამოკიდებულებას.

ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა მოიშორა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან 2012 წელს და დღეს იგივე ძალა, უკვე ოპოზიციაში, მოსაშორებელია!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია” – ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომზე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომს განცხადებით ეხმაურება.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა. მძიმეა, პირველ რიგში, ადამიანურად, პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად. მინდა, მოვიგონო ყველა დაღუპული გმირი, მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ათეული ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით.

“მდინარის კალაპოტთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს მობილიზაცია, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავაფართოოთ”

მდინარის კალაპოტთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს მობილიზაცია, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მიწის მასის დამუშავების დროს იპოვეს.

„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ. დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილი.

ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

“მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა” – რუსეთის საგარეო უწყება 

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე მოღალატური თავდასხმა განახორციელა. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ კრიმინალურ ავანტიურას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებსა და რუს სამხედროებს შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი „იძულებული გახდა” მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა.

„იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.

„ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციით და შემდგომი დემარკაციით“, – წერს ზახაროვა.

“დღეს ყველაზე დიდი გმირობა მშვიდობის შენარჩუნებაა და გონივრული პოლიტიკით აგვისტოს გმირების ოცნების ახდენა – საქართველოს დეოკუპაცია”

ეს იყო გიორგი ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების, გიორგი გზირიშვილისა თუ სხვათა ოცნება, რისი ოცნებად დატოვებაც ჩვენი დანაშაული იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა – საქართველოს გამთლიანება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, აღარ სურს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცლის დამატება და ამისთვის სახელისუფლებო გუნდი ყოველდღიურად იბრძვის.

„15 წელი რუსეთის კიდევ ერთი ოკუპაციიდან, აგვისტოს ომი და საქართველოს მოწყვეტილი ძირძველი კუთხეები, ასობით დაღუპული ადგილობრივი მკვიდრი, გადამწვარი სოფლები და ომში გმირულად დაცემული ქართველი ბიჭები…

ხსოვნა, რომელიც არა მხოლოდ აგვისტოს დღეებს ინახავს, არამედ ომში დაღუპული გმირების მიზანს გვახსენებს – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ეს იყო გიორგი ანწუხელიძის, შინდისის ბიჭების, გიორგი გზირიშვილისა თუ სხვათა ოცნება, რისი ოცნებად დატოვებაც ჩვენი დანაშაული იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ოცნების ახდენა – საქართველოს გამთლიანება. ეს უნდა იყოს ყველა ქართველი პოლიტიკოსის უმთავრესი მიზანი და ამის შემდეგ სხვა დანარჩენი.

დღეს უცხო ქვეყნების ბევრი პოლიტიკური ლიდერი ახსენებს აგვისტოს ომსა და რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ ოკუპაციას. როგორც პოლიტიკოსი, მივმართავ ჩვენს პარტნიორებს: მადლობელი ვართ სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ 15 წლის შემდეგ რაღაც ქმედითს უნდა ვხედავდეთ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად დახმარების კუთხით, რაც არ არსებობს.

გარკვეული პირებისგან შემოთავაზებული ომი ტერიტორიების დასაბრუნებლად, საქართველოს საბოლოო განადგურების ტოლფასია. ამიტომ არ ვიღებთ ამ „შემოთავაზებას“ და არა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას გმირები აღარა ჰყავს. საქართველო გმირების სამშობლოა და მთელი ჩვენი ისტორია ამის მაგალითია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ამ ისტორიას კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი დაემატოს. ჩვენი სურვილი და მისწრაფებაა, მშვიდობიანი პოლიტიკით, ნდობის აღდგენითა და მოლაპარაკების გზით საქართველოს გამთლიანება.

ჩვენი გამარჯვების ფორმულა მხოლოდ მშვიდობას ეფუძნება. დღეს ყველაზე დიდი გმირობა მშვიდობის შენარჩუნებაა და გონივრული პოლიტიკით აგვისტოს გმირების ოცნების ახდენა – საქართველოს დეოკუპაცია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

“მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ, ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მტკიცედ განაგრძობას ძალისხმევას, შექმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლისმომტან ყველა ძალისხმევას, ამ წლისთავის აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.