„რუსეთმა და ჩინეთმა თვალი ალასკას მიაპყრეს” – The Wall Street Journel

spot_img

„რუსეთმა და ჩინეთმა თვალი ალასკას მიაპყრეს: მოსკოვისა და პეკინის ერთობლივი საზღვაო პატრულირება ალეუტის კუნძულებთან ვაშინგტონის გაფრთხილებაც არის და გამოცდაც“, – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული მცირე სარედაქციო სტატია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journel), რომელიც აშშ-ის გავლენიანი გამოცემა თანამემამულეებს აფრთხილებს…

გთავაზობთ პუბლიკაციას:

იმ ამერიკელებმა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში დიდი ომი ჩვენს ტერიტორიას არ შეეხება, ზედმეტი არ იქნება ერთი ახალი ამბავი გააცნობიერონ: გასული კვირის ბოლოს ჩინეთმა და რუსეთმა ალასკას შტატის ნაპირებთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო ოპერაცია ჩაატარეს.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ალეუტის კუნძულების აკვატორიას 11 რუსული და ჩინური ხომალდი პატრულირებდა. ეს არის უდიდესი ოპერაცია, რომლის მსგავსი, როგორც ანალიტიკოსებს ახსოვთ, მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა იმ დროს პატრულირებაში ბევრად ნაკლები რაოდენობის გემები მონაწილეობდა. ამჟამინდელი ერთობლივი პატრული პეკინ-მოსკოვის თანამშრომლობის მაღალ დონეს აჩვენებს…

პატრულის საპასუხოდ, ვაშინგტონმა სასწრაფოდ შექმნა ესკადრა ოთხი ნაღმოსანისა და მზვერავ-თვითმფრინავების შემადგენლობით, ახლანდელი რეაგირება საკმაოდ პროგრესულად უნდა ჩაითვალოს შარშანდელთან შედარებით, როცა ალასკელმა სენატორმა დენ სალივანმა ვაშინგტონის დაყოვნებული რეაგირება გააკრიტიკა.

როგორც აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, „რუსულ-ჩინური პატრული მუქარად არ აღიქმებაო, თუმცა ერთ მშვენიერ მომენტში მსგავსი ფაქტები სრულიად შესაძლებელია მუქარად და საფრთხედ გადაიქცეს. მეტოქეობის ახალ ეპოქაში რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მიერ იქმნება ღერძი, რომელიც, დიდი ალბათობით, შეიძლება ამერიკის ძლიერების გამოწვევად გადაიქცეს. ამიტომაც უკეთესი იქნება, რომ სამხედრო-საზღვაო პატრული აღქმული იქნას როგორც იმის გაფრთხილებად, რომ აშშ-ის ტერიტორიას შეიძლება დაემუქრონ, ასევე იმის ერთგვარ შემოწმებადაც, თუ როგორი იქნება აშშ-ის რეაგირება მსგავს მოქმედებაზე.

მსოფლიო სულ უფრო სახიფათო ხდება, ხოლო აშშ-ის განებივრებული და თვითკმაყოფილი პოლიტიკური ელიტა მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საქმის კურსში არ აყენებს.

ცნობისათვის: ალასკა – ფართობი 1 მილიონ 519 ათასი კვ. კმ – რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა მე-18 საუკუნის შუახანებიდან. 1867 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ალასკა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა 7,2 მილიონ დოლარად (ოქროთი).

წყარო